ნეირობიოლოგები: არსებობს მხოლოდ 4 გზა იმისათვის, რომ დეპრესია დაამარცხოთ

2421

ყველა ადამიანს მინიმუმ ერთხელ მაინც უგვრძნია თავი განადგურებულად. ასეთ მომენტებში იძულებულები ვართ შევხედოთ ჩვენს შეშფოთებას, შემდეგ კი ვაიძულოთ უკან დაიხიოს.

ნეირობიოლოგი ალექს კორბი განიხილავს რა ხდება თავის ტვინში უარყოფითი აზრების და დეპრესიის დროს.

მისი თქმით, მხოლოდ 4 რამ გადაგარჩენთ დაძაბულობის დროს და გასწავლით უფრო პოზიტიურ ფიქრს.

1. ნუ უარყოფთ ნეგატიურ განწყობას. ჰკითხეთ საკუთარ თავს მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი რამ: “რა მჭირდება ბედნიერებისთვის?”

გამოხატეთ მადლიერების გრძნობა. ეს ხელს უწყობს ნეიროტრანსმიტრის დოპამინის გამომუშავებას.

მადლიერების გრძნობა ასევე გამოყოფს ფლუოქსენტინს – ეს ანტიდეპრესანტი ასტიმულირებს ნეიროტრანსმიტრულ სეროტონინს.

როდესაც ადამიანი ჩამოთვლის ყველაფერს, რის გამოც ის მადლიერია, მას მოიცავს დადებითი აზრები და ემოციები, რაც ზრდის სეროტონინის წარმოებას წინა კინგუსურ ქერქში.

დადებით ასპექტებზე ფოკუსირება, იმის ნიშანია, რომ აღიარებთ, ტანჯვა სიცოცხლის ნაწილია, ის სასარგებლო გამოცდილებას გაძლევთ.

2. ისაუბრეთ უარყოფით ემოციებზე

რა გაწუხებთ? რას გრძნობთ ახლა? სევდას, უკმაყოფილებას, სულიერ დისკომფორტს? განსაზღვრეთ თქვენი გრძნობები – და თავს უკეთ იგრძნობთ. ეჭვი არ შეგეპაროთ. ემოციების დამალვა კარგს არაფერს გამოიწვევს.

აღწერეთ უარყოფითი ემოციები, ეს თავს უკეთესად გაგრძნობინებთ. ეს არ არის რთული – “მიიღეთ” თქვენი ემოციები როგორიც არ უნდა იყოს ის.

3. მიიღეთ გადაწყვეტილება და სტრესს მარტივად დაძლევთ

გადაწყვეტილებების მიღების მომენტში ჩვენ ვქმნით გარკვეულ მიზნებს, ვაწყობთ გეგმებს. ასეთ მომენტში, წინა ქერქი გააქტიურებულია, შფოთვის შეგრძნება კი მცირდება.

გააკეთეთ არჩევანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს ტვინზე უარყოფითი ემოციები იმოქმედებს. როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებთ, ტვინი დაგაჯილდვოებთ დოპამინით და თითქოს სიმძიმე მოგეხსნებათ გულიდან.

ასე რომ, ენდეთ თქვენს ინტუიციას, არ ეძებოთ იდეალური გადაწყვეტილებები. დაიწყეთ მცირედით და ჩაირთვება თქვენი მეექვსე გრძნობა, რომელიც თავად გიკარნახებთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ.

4. ფიზიკური კონტაქტი ადამიანებთან

სხვა ადამიანებთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტვინისთვის. თქვენი ბედნიერება და ჯანმრთელობა დამოკიდებულია მათთან და თქვენს ურთიერთობასთან.

კორბის აზრით, ჩახუტება, განსაკუთრებით დიდხნიანი, ოქსიტოცინს გამოყოფს, რომელსაც ხშირად უწოდებენ “სიყვარულისა და სითბოს ჰორმონს”. ფიზიკური კონტაქტის საყვარელ ადამიანთან საშუალებას მოგცემთ დაისვენოთ და დაივიწყოთ შფოთვა.

თუ არ გიყვართ ჩახუტება, გაიარეთ მასაჟის კურსები. ასეთი შეგრძნებები ასევე გაზრდის დოპამინის დონეს და ამცირებს სტრესის.

ასე რომ, თუ დეპრესიაში ხართ, გაიხსენეთ პროფესორ ალექს კორბის ოთხი რჩევა და იყავით ბედნიერი!