10 პროფესიული ხრიკი, რომლებიც სახლის დასალაგებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ

2114
10 პროფესიული ხრიკი, რომლებიც სახლის დასალაგებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ
10 პროფესიული ხრიკი, რომლებიც სახლის დასალაგებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ

კვლევის თანახმად, საშუალოდ ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში 1140 დღეს სახლის დალაგებაზე ხარჯავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველ დღეში 2 საათი დალაგებას მიდის! ამ პროცესის დასაჩქარებლად არაერთი რჩევა არსებობს, ასევე სისუფთავის 1 კვირით შენარჩუნებაში. ამ სახლის საქმეებზე უფრო მეტი დრო არ დახარჯოთ.

დღეს თქვენთვის რამდენიმე პროფესიონალური ხრიკი შევაგროვეთ, რომლებიც სახლის სწრაფად დალაგებასა და სისუფთავის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

1.პირველ რიგში, ყველაფერი თავის ადგილს დაალაგეთ

თითქოსდა ეს თვალსაჩინოა, მაგრამ სწრაფად დალაგების დროს ამ მნიშვნელოვან ნაწილს ვტოვებთ. სინამდვილეში ეს დალაგების პროცესს უფრო ართულებს, ვიდრე ვფიქრობთ.

ასე რომ უმჯობესია ამ არეულობის დალაგებას შეუდგეთ. ჯერ ერთი ოთახი დაალაგეთ, გამოიტანეთ ყველა ის ნივთი, რომლის ადგილიც აქ არ არის – წიგნები, სათამაშოები და ელექტრონიკა – სანამ, თქვენს წინაშე არ გამოჩნდება ოთახი, რომლის დალაგებაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

2.ნაგვის პაკეტები გამოიყენეთ

ნაგვის პაკეტები არეულობის მოსაშორებლად თქვენი საუკეთესო მეგობარია. სახლი შემოიარეთ და შეაგროვეთ ყველაფერი, რომლებიც დროა გადაყაროთ, ასევე ყველა ცარიელი კონტეინერი, რომელიც შეგხვდებათ.

ეს სახლის შემდგომი დალაგების პროცესს შეამცირებს. გარდა ამისა, ზედმეტი არ იქნება, რომ თავიდან მოიშოროთ ნივთები, რომლებიც ბოლო 10-12 თვე არ გამოგიყენებიათ. ეს სახლს სიბინძურისგან ხარისხიანად გაწმენდს, იმის ნაცვლად რომ სახლში ნაგავი წლების განმავლობაში დააგროვოთ.

3.გასაწმენდი საშუალებები აიღეთ

დალაგების დაწყებამდე მოაგროვეთ ყველა ის საშუალება, რომლებიც სახლის დასალაგებლად დაგჭირდებათ. აუცილებელია არაა ძვირადღირებული ან ძალიან რთული მოწყობილობების გამოყენება. გახსოვდეთ, რომ თქვენ სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები, გამათეთრებელი და სანტექნიკის, მინის, ჩვარის და ჩოთქის საწმენდი საშუალებები დაგჭირდებათ. ყველა ეს საშუალება ერთ კალათაში მოათავსეთ და თითოეული ოთახის დალაგების დროს შეიტანეთ.

4.მტვერი ჯერ ზემოდან მოაშორეთ, შემდეგ ქვემოთ

ზოგჯერ გვეჩვენება, რომ მტვერსასრუტის გამოყენებით სახლის დალაგება ენერგოტევადი საქმიანობაა და ჩვენ დალაგებას ამით ვიწყებთ, ხოლო მტვერის გადაწმენდას შემდეგისთვის ვდებთ. თუ ამ სქემით ალაგებთ, ხოლო იატაკი და ფარდები თქვენს სახლში ყოველთვის ბინძურია, ამას თავისი ახსნა აქვს.

როცა თქვენ ზედაპირს ალაგებთ, ყველა მტვერი, ჭუჭყი და ნამცეცები იატაკზე ხვდება. თუ მტვერსასრუტით დაიწყებთ, თქვენ უბრალოდ შეაგროვეთ ყველა იმ ნაგავს, რომლებიც დალაგებამდე დაგროვდა. ასე თქვენი იატაკი მაინც ბინძური დარჩება. იატაკი დალაგების ბოლო ეტაპი უნდა იყოს.

5.მოქმედი სქემა

მაშინაც კი, თუ ეს ლოგიკურ სქემად არ გეჩვენებათ, ის სასწაულს მოახდენს, თუ მას დაიცავთ! იმის ნაცვლად, რომ გაწმინდოთ ზედაპირი, რომლებიც თქვენი აზრით ბინძური არის. ჩათვალეთ, რომ ისინი ყველა არის ბინძური იმის მიუხედავად, თუ როგორ გამოიყურება.

ჩვენ ვერ ვხედავთ ბაქტერიებს და შეიძლება დაგროვდეს ისეთ ადგილებში, სადაც გვგონია რომ იდეალური სისუფთავე არის. დალაგება ცალკე ოთახიდან დაიწყეთ, იმოძრავეთ მარცხნიდან მარჯვნივ (სქემის მიხედვით). ასე სახლს კარგად დაალაგებთ და არაფერი გამოგრჩებათ.

6.არ გახეხოთ, არამედ სპრეი გამოიყენეთ

შეგიძლიათ ბევრი დრო დაზოგოთ, თუ ზედაპირების გასაწმენდად სპრეის გამოიყენებთ, იმის ნაცვლად რომ დაბინძურებული ზედაპირი გახეხოთ. უბრალოდ მთელ ზედაპირს სითხე შეასხით მარცხნიდან მარჯვნივ. შემდეგ სხვა ოთახში გადადით და იგივე გაიმეორეთ, ისე რომ არაფერი გადაწმინდოთ.

როცა ყველა ოთახს მორჩებით, საშუალება უკვე მტვერს საკმაოდ კარგად შეიწოვს და მისი მოშორება მარტივად შეძლებთ. გადაწმენდა ასევე პირველი ოთახიდან დაიწყეთ. ეს დროს დაგიზოგავთ და ყველაფერი ყოველგვარი სირთულის გარეშე იბრწყინებს.

7.არ დაგავიწყდეთ პლინთუსი

პლინთუსებში ძალიან ბევრი მტვერი გროვდება და ეს სწორედ ის ადგილია, რომელსაც დალაგების დროს ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ. არა იმის გამო რომ ვერ ვამჩნევთ, არამედ ნაკლებად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. სუფთა სახლი ბინძური პლინთუსებით მაინც ბინძურია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ რესტორანში შეხვედით, სადაც პლინთუსებში ბევრი მტვერი არის დაგროვებული. ალბათ ასეთ შენობაში არც კი დარჩებით.

ასე რომ, სანამ ზედაპირებს მტვერს აშორებთ, სველი ჩვრით პლინთუსების გადაწმენდა არ დაგავიწყდეთ. ეს მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს.

8.ზედაპირებიდან მტვერი მტვერსასრუტით გადაწმინდეთ

ავეჯის ზედაპირი ჰიგიენური მიზნით უმჯობესია ყოველდღიურად გადაწმინდოთ. დივნების და ლეიბების ზედაპირები შეიძლება 10 000-ზე მეტ ტკიპას შეიცავდეს, რომლებიც ადამიანის მკვდარი უჯრედებით იკვებებიან, მათი რაოდენობა კი მუდმივად იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ ტკიპაზე შეიძლება ალერგია არ გქონდეთ, შეიძლება ასეთი რეაქცია მომავალში გაგიჩნდეთ. კვირაში ერთხელ ავეჯი მტვერსასრუტით გაწმინდეთ, რომ ტკიპებთან და ბაქტერიებთან კონტაქტი თავიდან აიცილოთ.

9.მინის საწმენდად ჭურჭლის სარეცხი საშუალება გამოიყენეთ

მინის სპეციალური საშუალების ნაცვლად ჭურჭლის სარეცხი საშუალება გამოიყენეთ. ისინი მინას ცხიმს და სხვა სიბინძურეს უფრო უკეთ აშორებს. ყველაფერი იმის წყალობით, რომ მასში შემავალი დეტერგენტამი, რომლებიც წყალში იხსნება, წარმოშობს სუპერმოლეკულას, რომელსაც ნებისმიერი ცხიმის და ჭუჭყის მოშორება შეუძლია როგორც მინის, ასევე კერამიკის ზედაპირიდან.

10.სამზარეულოს ტექნიკა იმწამსვე გაწმინდეთ

ჭურჭელი და ტექნიკა გამოყენების შემდეგ იმწამსვე უნდა გაწმინდოთ და არა 2 საათის ან 1 კვირის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში მავნე ქიმიკატები თქვენს ორგანიზმში მოხვდება. ისეთი მოწყობილობები, როგორებიცაა ტოსტერი ან მიკროტალღური ღუმელი დაკავშირებულია გაცხელებასთან და საჭმლის შხეფები მათ ზედაპირზე ადვილად ხვდება. თუ მათ გაგრილების საშუალება მიეცით, მათი შემდგომი გასუფთავება ნამდვილი ტანჯვა იქნება. ამასთან რთულია მეტალის ზედაპირი არ დააზიანოთ.

ბონუსი: სასარგებლო გეგმა

ამ გეგმის მიხედვით, სახლში წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნება ბევრად მარტივია:

ყოველდღიურად:

  • ლოგინის გასწორება
  • სამზარეულოს ზედაპირის გადაწმენდა
  • სააბაზანოს ზედაპირის გადაწმენდა
  • ჭურჭლის გარეცხვა
  • სამუშაო ადგილის გასუფთავება
  • ზედაპირების დეზინფიცირება
  • გარეცხვა აუცილებლობის შემთხვევაში

ყოველკვირეულად:

  • მტვერსასრუტით მტვერის აღება
  • იატაკის მოწმენდა
  • გადასაკრავების მტვერსასრუტით გაწმენდა;
  • ლეიბების მტვერსასრუტით გაწენდა;
  • ლოგინის თეთრეულის შეცვლა
  • პირსახოცების და საშხაპე ფარდების შეცვლა
  • ყველა სარკის და მინის გაწმენდა
  • სამზარეულოს ტექნიკის გაწმენდა
  • თეთრეულის გარეცხვა
  • მოსაფარებლების და პირსახოცების გარეცხვა
  • პლინთუსის გაწმენდა
  • სააბაზანოს და სამზარეულოს პირსახოცების გარეცხვა

ყოველთვიურად:

  • ნათურების გაწმენდა
  • თბილი საბნების გარეცხვა
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაწმენდა
  • მტვერსასრუტის გაწმენდა
  • ვადაგასული საკვების გადაგდება
  • მაცივრის გაწმენდა
  • ჩაიდანსა და ყავის აპარატში ნადების მოშორება
  • კარადების შიგნიდან გაწმენდა
  • ავეჯის, სკამის, ლოგინის გაწმენდა

რომელიმე ხრიკი გამოყენებული გაქვთ? გაქვთ „საიდუმლო ცოდნა“, რომელსაც სახლის სწრაფად დალაგებისთვის იყენებთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!