,,ბუდას დიეტა” ან 6 უძველესი მეთოდი წონის დასაკლებად

1942

სტატისტიკურად, ნოემბრის შუა რიცხვებიდან იანვრის დასაწყისამდე კერძების მრავალფეროვნებაა. ასე რომ, ლოგიკურია შეიძლება თავის შეკავება ვერ შევძლოთ. ასეთ დროს ძალიან გამოგვადგება ბუდას დიეტა, რომელიც საკმაოდ ჯანსაღია. ეს დიეტა უძველესი დროიდან მოდის და ყოველთვის ძალიან კარგად მუშაობს. ამ დიეტაში არ არის განსაკუთრებული შეზღუდვები.

ბუდას დიეტის ექვსი წესი:

ბუდას დიეტა უძველესი მეთოდია წონის დასაკლებათ. მთავარი არის ინტერვალები ჭამის დროს. დიეტას შეგიძლიათ დაუმატოთ ყველაფერი, რაც გიყვართ. არ ჭამოთ ღამე. ეს თითქმის ყველა დიეტაშია და სწორედ აქედან მოდის. გვიან ღამით ჭამის აკრძალვა ძალიან კარგად მუშაობს, ბუდა ამას ყოველთვის ამბობდა და, სხვათაშორის, სასარგებლოც აღმოჩნდა.

ბუდისტების კვების ძირითადი პრინციპი – მხოლოდ 9 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ჭამოთ. ყურადღება მიაქციეთ დროის პერიოდს, 9:00 დან 18:00 მდე. ახლა თქვენ ჭამთ ნებისმიერ დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ დილით ადრე სვამთ ყავას, საღამოს აყოლებთ ღვინოს. ხოლო საღამოს კიდევ ვახშმობთ, რაც არ არის კარგი თქვნეი ორგანიზმისთვის.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: არ უნდა შეიზღუდოთ მოცემულ ჩარჩოში – არსებობს დიდი რისკი, რომ დიეტას დაარღვევთ. სცადეთ 12-საათიანი კვება პირველ კვირას (08.00 – 20.00), მომდევნო 3-4 დღე – 11 საათი (08.00 – 19.00), ხოლო შემდეგი 3-4 დღე – 10 საათი (08.00 – 18.00) , მიზნად დაისახეთ სანუკვარი ცხრა საათის მაჩვენებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ბუდას დიეტა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, როდის ჭამთ და არა იმაზე, რას ჭამს, – აშკარაა, რომ დილით და ღამით არ არის კვება რეკომენდირებული. ჯანსაღი კვება აუცილებელია!

როდესაც კვების ახალ რეჟიმზე გადადიხართ, შეამჩმევთ უსიამოვნო შეგრძნებებს. საღამოს, როდესაც დაღლილები ბრუნდებით, ასევე მიღებული გაქვთ სტრესი მთელი დღის განმავლობაში, ამ დროს თქვენთვის იდეალურია ნაყინი. ჩვენ გირჩევთ, რომ თუ გსურთ მალევე დაისვენოთ, აღიდგინოთ ენერგია, მაშინ დაივიწყეთ ნაყინი. მიირთვით გემრიელი სალათი, წაიკითხეთ წიგნი, წაიყვანეთ თქვენი ძაღლი სასეირნოთ. ეს ყველაფერი მომდევნო დღეს უფრო პროდუქტიულს გახდის.

ისევე, როგორც სხეული შეიძლება გახდეს დროთა განმავლობაში გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების მიმართ  რეზისტენტული, ასევე მას სჭირდება მოკლე შესვენება. მაგალითად, აიღეთ შვებულება ოჯახთან ერთად. თუ გიწევთ მოგზაურობა, მაშინ აუცილებელია თუ გადახვალთ იმ ქვეყნის დროზე, რომელშიც იმყოფებით და არ დაარღვიოთ საათობრივი კვება. ეს ხელს შეუწყობს ძილის გაუმჯობესებას.