10 ხრიკი იმისათვის, რომ მოატყუოთ შიმშილის გრძნობა და ნაკლები საკვები მიიღოთ

1230

ჩვენ გეტყვით, როგორ უნდა მოატყუოთ შიმშილის გრძნობა და ჩვეულებრივზე ნაკლები საკვები მიიღოთ.

1. ჭამეთ სიწყნარეში

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ჭამის დროს მუსიკას უსმენთ ან ტელევიზორს უყურებთ, ჩვეულებრივზე მეტს ჭამთ. მაშინ, როცა რთულია წინააღმდეგობა გაუწიო უგემრიელეს ტკბილეულს.

2. გაისეირნეთ ჭამის წინ

შოტლანდიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, სუფთა ჰაერი ამცირებს შიმშილის შეგრძნებას. ამის მიზეზი კი სხეულის გაჯერებაა ჟანგბადითთ. თუ ფეხით ვერ ახეხებთ გასეირნებას, მაშინ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი.

3. იყნოსეთ ვაშლის, ბანანის ან პიტნის სურნელი

ამერიკელი დიეტოლოგების კვლევამ აჩვენა, რომ ვინც იყნოსავს ვაშლის, ბანანის ან პიტნის სურნელს, უფრო ნაკლეს ჭამენ და შედეგად, წონაშიც მარტივად იკლებენ.

4. ყურადღება გაამახვილეთ ფერებზე

უკვე დიდი ხანია დადასტურდა, რომ ლურჯი ფერი ხელს უწყობს მადის შემცირებას. ხოლო წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი პირიქით. აქედან გამომდინარე, სადღესასწაულო მაგიდასთან ჩვენ გირჩევთ ჩაიცვათ ლურჯი ფერის კაბა.

5. გაიხსენეთ ბავშვობა

შეიძინეთ ბავშვების ჭურჭელი. პატარა კოვზი, თეფშები. ასე თანდათან თქვენ მიეჩვევით ბავშვის წილის მირთმევას.

6. მოუსმინე საკუთარ თავს

მოუსმინეთ თქვენი სხეულის სიგნალებს: შეჭამეთ, როცა შიმშილს იგრძნობთ და შეწყვიტეთ დაუყოვნებლივ, თუ შიმშილი გაქრება, არ წახვიდეთ ლანჩზე მხოლოდ იმიტომ, რომ სხვები მიდიან ან ლანჩის დრო მოვიდა.

7. ისიამოვნეთ საჭმლით

ნუ დასჯით საკუთარ თავს. დატოვეთ შემწვარი ხორცი და ტკბილეული თქვენს დიეტაში. უთხარით საკუთარ თავს, რომ მას მხოლოდ კვირაში ერთხელ მიირთმევთ. მოძებნეთ გემრიელი და სასარგებლო კერძების რეცეპტები და ისიამოვნეთ მათი მომზადებით.

8. გამოიძინეთ საკმარისი დროით

15 წლის განმავლობაში ამერიკელი მეცნიერები 68 ათას პაციენტს აკვირდებოდნენ, თუ წონაში დაკლება გსურთ, ადრე დაიძინეთ, თავიდან აიჩილეთ მძიმე ვახშამი და უფრო მარტივად შეძლებთ წონაში დაკლებას.

9. დაითვალეთ ნაბიჯები

შეიძინეთ ხელსაწყო, რომელიც ითვლის დღეში რამდენ ნაბიჯს დგამთ. თქვენი მიზანი უნდა იყოს დღეში 10 ათასი ნაბიჯი.

10. გაიხეხეთ კბილები ჭამის შემდეგ

როდესაც მიირთმევთ ვახშამს, აუცილებლებად გაიქეცით აბაზანაში და კბილები გაისუფთავეთ.