7 გზა იმისათვის, რომ ჩვენი აზროვნება ჩარჩოებს გასცდეს

1510

საკმაოდ ხშირად, ჩვენი აზროვნება სტერეოტიპულია ისევე, როგორც ყველა ადამიანის. ყოველთვის, ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად, ვექცევით ჩარჩოებში. ეს 7 ნაბიჯი დაგვეხმარება იმაში, რომ გავცდეთ ჩარჩოებს და შევიცვალოთ ჩვენი მსოფლმხედველობა.

მოაქციეთ ფიქრები ყუთს გარეთ – ალბათ ბევრჯერ გსმენიათ ასეთი გამოთქვმა და თქვენ გაოცებული კითხულობთ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. სხვაგვარად ფიქრი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი უნარია დღეს. კრიტიკული აზროვნება ბევრი სამუშაოს შემადგენელი ნაწილია. პირველი ნაბიჯი თქვენი თავი დაარწმუნებაა იმაში, რომ განსვსხვავებულად, სხვაგვარად იფიქროთ.

1. ითამაშეთ საბავშვო თამაშები

თვალები ნამდვილად არ გატყუებთ. საბავშვო თამაშები დღეს დახვეწილი აზრის სტიმულატორია. ითამაშეთ საგანმანათლებლო თამაშები თქვენს შვილებთან ან მეგობრებთან ერთად. ისიამოვნეთ და ამავდროულად განავითარეთ კრიტიკული აზროვნება. ეს შეიძლება იყოს გამოცანები, სმარტფონებისთვის განკუთვნილი თამაშები და კომპიუტერული თამაშებიც კი.

2. ყველა ადამიანი განსხვავებულია ისევე, როგორც მათი აზროვნება

ახალ ადამიანებთან შეხვედრა იმის შანსია, რომ ის გაიგოთ რაც ადრე არ იცოდით. არიან ადამიანები, რომლებიც საუბრის დაწყებისას, აზროვნების უნარით ყველას აოცებენ. შეიძლება აღმოჩნდეთ იღბლიანი და იპოვოთ ასეთი. მთავარია გახსოვდეთ, რომ ყოველი ახალი ნაცნობი ინფორმაციის, იდეის წყაროა, რომელიც შეგვიძლია ჩვენი განვითარებისთვის გამოვიყენოთ.

3. ბიძგი მიეცით ახალ იდეებს

ნებისმიერი გამოცდილება, კარგი ან ცუდი, აუცილებელია ჩვენთვის. სცადეთ:

  • ექსპერიმენტები ახალი კერძებით;
  • სცადეთ სხვა მარშრუტი შეარჩიოთ სამსახურში წასვლისას;
  • იმოგზაურეთ ბევრი;
  • გაეცანით სხვა კულტურას.

4. მხოლოდ ზუსტი ფაქტების გაგების შემდეგ ჩამოაყალიბეთ აზრი

სწორი ფაქტების ცოდნა მნიშვნელოვანია. ერთია, როდესაც ემოციებზე, გრძნობებზე დაყრდნობით აყალიბებთ აზრს, ხოლო სხვა რამეა ის, რომ ისაუბროთ ფაქტების საფუძველზე. ისაუბრეთ ხალხთან, გამოიკვლიეთ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საიმედო ინფორმაცია მიიღოთ. ნებისმიერი მოსაზრების ჩამოყალიბებისას, აუცილებლად უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს:

საიდან ვიცი, რომ სწორია?

რა ამტკიცებს ჩემს მოსაზრებას?

5. გამოხატეთ საკუთარი აზრი

ხალხი იდეებითაა გარშემორტყმული. ჩვენ უამრავი საინფორმაციოს ეპოქაში ვცხოვრობთ და იდეების ნაკლებობას არ განვიცდით. იმისათვის, რომ თქვენი შეხედულება ჩამოგიყალიბდეთ, აუცილებელია წიგნების და ჟურნალების კითხვა. ამის შემდეგ სცადეთ შეხედოთ კრიტიკულად, უნდა გაარკვიოთ, როგორ გამოხატოთ საკუთარი აზრი, ვინაირად ცოდნას, პრაქტიკის გარეშე, აზრი არ აქვს.

6. დისკუსია გამართეთ მეგობრებთან

შეიკრიბეთ მეგობრები და გამართეთ დისკუსია. შეგიძლიათ თქვათ ყველაფერი, შეზღუდვების გარეშე. ისაუბრეთ პოლიტიკაზე, სპორტზე, ჯანმრთელობაზე, ბავშვების აღზრდაზე, სამსახურზე, პირად ცხოვრებაზე. შეკრიბეთ 6 მეგობარი, გაიყავით 2 ნაწილად, ერთმა ერთი პოზიცია დაიცვას, მეორემ საწინააღმდეგო. მიეცით თითოეულ ადამიანს 3 წუთი. როდესაც საუბარს დაამთავრებთ, დასვით შეკითხვები. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ აზრის ჩამოყალიბებას, არამედ იმის ცოდნას, როგორ გამოვხატოთ ჩვენი აზრი მოკლედ და დამაჯერებლად.

7. ყველაფერს ობიექტურად შეხედეთ

რაც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი აზრი სწორი, ლოგიკური, ან არასწორია, ასე არ არის. მთავარია ყველაფერს შევხედოთ ობიექტურად. როდესაც რაიმეს მტკიცებას იწყებთ, მთავარია იყოთ ობიექტურები. ძნელია, როდესაც ჩვენს მოსაზრებას არავინ ეთანხმება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ დავიცვათ ობიექტურობა და გამოვიყენოთ ჭეშმარიტი ფაქტები და ინფორმაცია.