ვაშლისგან მომზადებული ფუნთუშა, რომელსაც მხოლოდ 20 წუთი სჭირდება

12170

მხოლოდ 20 წუთში მოამზადეთ უგემრიელესი ვაშლის ფუნთუშა. მისი მირთმევა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, საკმაოდ გემრიელი, სასარგებლო და არომატულია. ჩვენ გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მოამზადებთ ფუნთუშას, რომელსაც არ სჭირდება საფუარი და საკმაოდ ბევრ დროს დაგიზოგავთ.

მასალები:

  • ვაშლი – 4 ცალი
  • ხორბლის ფქვილი – 500გ
  • შაქარი – 120გ
  • კვერცხი – 4 ცალი
  • კარაქი – 200გ
  • ვანილი – 1 შეკვრა
  • საცხობი პუდრა – 1 ცალი

მომზადება:

1. აიღეთ კვერცხი, დაუმატეთ გამდნარი კარაქი, აურიეთ და შემდეგ დაამატეთ ვანილი და შაქარი.

2. თანდათან დაუმატეთ ფქვილი და საცხობი ფხვნილი. ცომს დაუმატეთ დაჭრილი ვაშლი.

3. გამოსაცხობი ტაფა დაფარეთ პერგამენტის ქაღალდით და მოათავსეთ მასზე ცომი, რომელიც უნდა დაჭრათ რამდენიმე თანაბარ ნაწილად.

4. მოათავსეთ ღუმელში 10-15 წუთით, 200 გრადუსზე.

უგემრიელესი ფუნთუშა მზადაა. ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა და მიართვით სტუმრებს. მისი მომზადება, ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა ხილით მაგალითად: ქლიავი, გარგარი, ჩირი. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს. არ დაგავიწყდეთ რეცეპტის გაზიარება თქვენი მეგობრებისთვის.