ინტელექტის ვარსკვლავები – 3 ყველაზე ჭკვიანი ზოდიაქოს ნიშანი

2983

ზოდიაქოს ყველა ნიშანს აქვს თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები. ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია. მოდი ვნახოთ, ვის თვლიან ასტროლოგები ყველაზე ერუდირებულ ზოდიაქოს ნიშნებად.

1. მერწყული

მერწყულს პლანეტა ურანი მფარველობს, რომელსაც ახასიათებს თავისუფლება და ახალი შესაძლებლობების ძიება. მერწყული გამოირჩევა ცნობისმოყვარეობით და ურჩევნია ყველაფერი საკუთარი მეთოდით გააკეთოს. ამ ნიშნის წარმომადგენლები გამომგონებლები არიან და შეუძლიათ გამოსავალი იპოვონ ნებისმიერი სიტუაციიდან. მიზანმიმართულობა ეხმარება მერწყულს მიაღწიოს სასურველს და იყოს წარმატებული.

2. ქალწული

პლანეტა მერკურმა, ამ ნიშნის წარმომადგენლები, ანალიტიკური აზროვნების უნარით და განსაკუთრებული ყურადღებით დააჯილდოვა. მისი იდეები ყოველთვის თანმიმდევრულად ხორციელდება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები, დროს უქმად არ ხარჯავენ – სწავლობენ და ამ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ. ქალწულები საუკეთესო მკვლევარები და ექიმები ხდებიან.

3. ტყუპები

პლანეტა მერკურის კიდევ ერთი შვილი. ტუპები შესანიშნავი ლოგიკური აზროვნებით გამოირჩება, ასევე, მაღალი ინტელექტით და ერუდიციით. ამ ნიშნის წარმომადგენლები ბავშვობიდან ცნობისმოყვარეები არიან. მმართველმა პლანეტამ, ტყუპებს, ფენომენალური მეხსიერება და ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარით დააჯილდოვა.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოდიაქოს სხვა ნიშნები ნაკლებად ნიჭიერები არიან. თითოეულ ჩვენგან შეიძლია თვითონ განავითაროს ინტელექტი. მმართველი პლანეტა ამაში დაგეხმარებათ