6 ფაქტი დედის რძის შესახებ, რომლებიც გაოცებისგან პირს დაგაღებინებთ

5681
6 ფაქტი დედის რძის შესახებ, რომლებიც გაოცებისგან პირს დაგაღებინებთ
6 ფაქტი დედის რძის შესახებ, რომლებიც გაოცებისგან პირს დაგაღებინებთ

მაშინაც კი ძუძუთი კვების სარგებელს აღიარებთ, წარმოდგენაც კი არ გექნებათ, თუ რამდენად წარმოუდგენელი არის დედის რძე. ეს ჩვენი შვილებისთვის  ნამდვილად ძალიან მაგარი საკვებია, ირწმუნება მეცნიერება.

„რთული დასაჯერებელია, რომ ქალის სხეულს ბავშვისთვის ასეთი ჯადოსნური ნივთიერების მიწოდება შეუძლია“ – ამბობს დიანა სპალდინგი, Motherly-ის დირექტორი და სერტიფიცირებული მედდა.

„ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რაც უკვე ვიცოდით“.

აი, რას ამბობს მეცნიერება დედის რძის შესახებ:

1.დედის რძე ბავშვის სქესის მიხედვით იცვლება

კვლევამ აჩვენა, რომ დედის რძის შემადგენლობა მნიშვნელოვნად იცვლება იმის მიხედვით, თუ ვის კვებავენ ბიჭს თუ გოგოს. კერძოდ, გოგოსთვის გამომუშავებული რძე, უფრო ნაკლებ ცხიმებს და ცილებს შეიცავს, ვიდრე ბიჭისთვის გამომუშავებული რძე.

რაც კიდევ უფრო აღსანიშნავია – რძის ადაპტაცია დედის სურვილის მიხედვით სხვადასხვა კულტურაში. 2012 წლის კვლევამ, რომელიც Nature-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ გაუბედურებული დედები კენიაში უფრო ხარისხიან რძეს აწარმოებენ გოგოებისთვის, რომ ჯანსაღი და ლამაზი გოგონა მომავალში წარმატებულად დაქორწინდეს და მისი ოჯახის შიმშილისგან გადარჩენა შეძლოს.

2.დედის რძის შემადგენლობა ბავშვის ასაკის მიხედვით იცვლება

ნებისმიერ დედას, რომელსაც უნახავს, როგორც ცვლის რძიანას მომწიფებული რძე, შეუძლია დაამტკიცოს, რომ რძე იცვლება. ეს ცვლილებები ბავშვის ზრდასთან ერთად გრძელდება.

3.როდესაც ბავშვი ავადმყოფობს, დედის რძე უფრო მეტი ანტი სხეულის წარმოებას ახდენს

კვლევებმა აჩვენა, რომ დედის რძეში ლეიკოციტების რაოდენობა იზრდება, როცა ბავშვი ავად არის. ამოცანა შემდეგშია: როგორ გადადის ინფორმაცია ბავშვიდან დედაზე. არსებობს თეორია, რომ სიგნალები, რომ უფრო მეტი ანტისხეული არის საჭირო, ბავშვის პირიდან ძუძუს თავებზე გადაეცემა.

ერთმა ქალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა მისი რძე, როცა ბავშვი ავად გახდა. ის უფრო მეტად რძიანას ჰგავდა.

  1. ძუძუთი კვება ზოგიერთი დაავადების ალბათობას ამცირებს

კვლევებმა აჩვენა, რომ ძუძუთი კვების დროს ბავშვებს ასთმის და ალერგიისკენ ნაკლები მიდრეკილება აქვთ. მიზეზი შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ დედის რძეში აღმოჩენილ მოკლე ჯაჭვის ცხიმოვან მჟავებს ბავშვის ნაწლავების გამაგრება და იმუნური რეაქციის გაძლიერება შეუძლიათ.

რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ დედის რძეში აღმოჩენილი ადამიანის ცილები სიმსივნეს ებრძვის.

5.ადამიანის დედის რძე სპეციალურად ბავშვის ტვინისთვის არის განკუთვნილი

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეძუძური დედა თავის მკერდის რძეში ოლიგოსაქარიდს აწარმოებს, დედები სუპერ-ოლიგოსაქარიდების მწარმოებლად ითვლებიან, დაახლოებით 200+ სახეობის ოლიგოსაქარიდების წარმოება (HMOs). გასაოცარია არა? ჩვენ ბავშვებს ამ მარტივი შაქრის გადამუშავებაც კი არ შეუძლიათ.

მაგრამ სანამ ოლიგოსაქარიდების გადამუშავება ხდება, HMOs ბავშვის ნაწლავის ფუნქციის გაუმჯობესებას ხელს უწყობს და თავის მხრივ უფრო მეტი ცილისა და ენერგიის სხვა ფორმის წარმოებაში ეხმარება.

ამ მოსაზრების თანახმად, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ადამიანები (მთლიანად ქვეცნობიერად) HMO-ს წარმოებაში ენერგიას დებენ, რომ ბავშვებს ტვინის განვითარების დიდი იმპულსი მისცენ.

6.ღამით დედის რძით გამოკვება ღრმა ძილს განაპირობებს

კარგი ამბავი დედებისთვის, რომელიც ღამით გამოკვებას დაავიწყებს. ღამე წარმოებული დედის რძე უფრო დიდი რაოდენობით ხარისხიან ნუკლეოტიდებს შეიცავს, ვიდრე დღის განმავლობაში წარმოებული რძე. ამ აღმოჩენამ მკვლევარებს აფიქრებინა, რომ ეს ბავშვის უფრო ღრმა ძილისთვის აუცილებელი არის.

ძუძუთი კვება შეიძლება მარტივი არ იყოს, მაგრამ გახსოვდეთ რომ თქვენ ბავშვს არა მხოლოდ გაზრდაში ეხმარებით, არამედ ჯადოსნობასთან გაქვთ საქმე.