ხაჭოს ღვეზელი ,,ვარდი” – საჭიროა მხოლოდ 20 წუთი და მთელს ოჯახს ერთი კვირის განმავლობაში შეეძლება მისი მირთმევა

36969

უამრავი დედა უშედეგოდ ცდილობს შვილებს ისეთი საჭმელი მოუმზადონ, რომელიც თან გემრიელი იქნება და თან მათი ორგანიზმისთვის სასარგებლო. ჩვენ წარმოგიდგენთ ხაჭოსგან მომზადებულ უგემრიელეს ღვეზელს, რომლითაც ჯერ არც ერთი ბავშვი არ დარჩენილა უკმაყოფილო.

მასალები:

  • 450გ ფქვილი
  • 250გ ხაჭოში
  • 100გ მარგარინი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 1/4 ჩაის კოვზი სოდა
  • 1გ ვანილი
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 კვერცხის გული

მომზადება:

1. ღრმა თასში ერთმანეთს შეურიეთ: ხაჭო, გამდნარი მარგარინი, შაქარი, ვანილი, მარილი და კვერცხის გული.

2. თანდათან დაამატეთ ფქვილი და სოდა. ფქვილის რაოდენობა დამოკიდებულია ხაჭოს ტენიანობაზე, ასე რომ, შეიძლება მისი დამატება დაგჭირდეთ.

3. გააბრტყელეთ ცომი და მინის ჭიქის დახმარებით გამოჭერით წრეები. ერთად მოათავსეთ 3-4 წრე, მიეცით მრგვალი ფორმა ისე, რომ ვარდს დაემსგავსოს.

4. რულონები გადაჭერით შუაზე და მიიღებთ ორ ცალ ვარდს.

5. როდესაც მის მომზადებას მორჩებით, მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე.

6. შედგით ღუმელში 20-30 წუთით, 120 გრადუსზე.

ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა. მიირთვით გემრიელად და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც.