ჩვენი ბავშვობის გემო, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს. წითელი მოცვისგან მომზადებული უგემრიელესი ღვეზელი 

1564

ეს ნამცხვარი უგემრიელესია მისი განსაკუთრებული ტექნოლოგიების გამო. ქვიშის ცომი, რომლის გამოც არის ღვეზელი ძალიან ლამაზი. თუმცა მისი მომზადება არც ისეთი რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

შეგიძლიათ სხვადასხვა შიგთავსით მოამზადოთ. ჩვენ წარმოგიდგენთ ღვეზელის რეცეპტს, რომელის მომზადებაც ყოველ დღე მოგინდებათ.

მასალები:

  • 2 კვერცხი
  • 200გ მარგარინი
  • 250გ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ვანილინი
  • 1 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი
  • 500გ ფქვილი
  • 200გ ჯემი

მომზადება:

1. გაადნეთ მარგარინი და ჩაასხით ღრმა თასში.

2. შეურიეთ კვერცხი, შაქარი და ვანილი.

3. დაამატეთ ფქცილი, და შემდეგ სხვა დანარჩენი ინგრედიენტები.

4. მოამზადეთ ცომი და გაყავით ორ ნაწილად. ერთი მათგანი ოდნავ დიდი უნდა იყოს ვიდრე მეორე. 1 საათის განმავლობაში მოათავსეთ მაცივარში.

5. გააბრტყელეთ ცომი და მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე.

6. თანაბრად წაუსვით მოცვის ჯემი.

7. ცომის მეორე ნაწილი გამოიღეთ მაცივრიდან. დაანაწევრეთ ძალიან პატარა ნაწილებლად და მოაყარეთ ზემოდან ისე, რომ მთლიანად მისით დაიფაროს.

8. მოათავსეთ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით, 190-200 გრადუსზე.

9. გემრიელად მიირთვით.

რჩევები:

თუ გსურთ უფრო გემრიელი გამოვიდეს, შეგიძლიათ დაუმატოთ ნიგოზი ან ქოქოსის ფანტელები. თუ მოცვის ჯემი თქვენთვის ტკბილია, შეგიძიათ დაუმატოთ ვაშლი ან სხვა მჟავე ხილი. კიდევ ერთი ვარიანტი: დაასხით რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. სხვათა შორის, შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის ცედრა ცომს, ან თავად უკვე მომზადებულ ნამცხვარს. ასე უფრო არომატული იქნება.