როგორ გავიტანოთ სუფრაზე თევზი – იდეები დიასახლისებითვის

3535
როგორ გავიტანოთ სუფრაზე თევზი - იდეები დიასახლისებითვის
როგორ გავიტანოთ სუფრაზე თევზი - იდეები დიასახლისებითვის

წინ ბევრი საახალწლო დღესასწაული გველოდება და ჩვენ ოჯახში მას დაბადების დღეებიც ემატება: მამის და მეუღლის. ჩემ ოჯახში მამაკაცები რადგან თევზის მოყვარულები არიან, დღესასწაული თევზის გარეშე ვერ ჩაივლის!

საკვების გემრიელი მხარე, რა თქმა უნდა, პირველ ადგილას დგას, მაგრამ გარეგნული მხარეც  და გაფორმებაც სუფრაზე გატანის დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

თევზის სუფრაზე გატანა

დღეს თქვენთვის თევზის დაჭრის და სუფრაზე გატანის 9 იდეას გთავაზობთ. უბრალოდ შეხედეთ, როგორი ლამაზი და, რაც მთავარი, გემრიელია!

1.სუფრაზე გატანის წესის მიხედვით თევზის დაჭრა და თევზის ასორტი სადღესასწაულო სუფრაზე პირველი გააქვთ.

2.ამ ღია კერძის შესაქმნელად ნებისმიერი მარილიანი და შებოლილი თევზი გამოიყენება. შეგიძლიათ თევზის გასტრონომია სუპერმარკეტში შეიძინოთ ან სახლის პირობებში დაამარილოთ.

რაც მთავარია, თევზი რაც შეიძლება თხელ ნაჭრებად უნდა დაჭრათ, სასურველია გვერდულად. ამისთვის ფილეს საჭრელი ბასრი დანა დაგჭირდებათ. ცივ თევზთან მუშაობა უფრო მარტივია, შეგიძლიათ ოდნავ გაყინოთ.

3.სუფრაზე ასე გატანილი თევზით მაგიდა ნამდვილ შედევრს ჰგავს!

4.კერძის გაფორმების აქტუალურ საშუალებას წარმოადგენს ზეთისხილი, ლიმონის ნაჭერი, სხვადასხვა სახის მწვანილი და სალათის ფურცლები.

5.ის, რაც ზამთრის დღესასწაულების სამზადისისთვის გჭირდებათ!

6.ბოლო დროს, თევზის წასახემსებელი ხშირად ბუტერბროდის სახით გააქვთ, რომელთაც ნაზი და მსუბუქი გემო აქვთ და ძალიან ლამაზად და მადის აღმძვრელად გამოიყურება!

7.ამ იდეას ჩემთვის შევინახავ!

8.თევზის ასორტი ეს არა მხოლოდ თევზი, არამედ ზღვის სხვა პროდუქტებიც არის, მაგ., კრევეტები, მიდიები, ხიზილალა, ამიტომ ყველა ეს კომპონენტი ისე უნდა დაალაგოთ, რომ ლამაზი გაფორმება მიიღოთ.

9.თევზის თეფშზე ბევრი სახეობის თევზის დადება შეგიძლიათ, მაგ., ჩრდილოეთის ორაგული, ღურკანა, ქაშაკი, სკუმბრია, პალტუსი. თევზის თეფშის გასაფორმებლად იყენებენ მწვანილს, ლიმონის, ზეთისხილს, ხიზილალას, კვერცხს.

რაც მთავარია, ყველაფერი ლამაზად უნდა დააწყოთ!

უფრო მეტი იდეა შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში იხილოთ. გემრიელ ნახვას გისურვებთ!

რედაქციის რჩევა

მარილიანი დამარილებული თევზი შესანიშნავი კერძია, რომლის გარეშეც არც ერთი სუფრა არ ჩაივლის. მისგან შეგიძლიათ მრავალფეროვანი კერძები მოამზადოთ ან უბრალოდ, როგორც წასახემსებელი, ისე გაიტანოთ.

ამ შესანიშნავი იდეების შესახებ თქვენს მეგობრებს უამბეთ. დარწმუნებული ვარ, უკვე პირველი სურათის ნახვის შემდეგ, პირზე ნერწყვი მოადგებათ.