აირჩიეთ ლაქის ფერი ფრჩხილის ფორმის მიხედვით: იპოვეთ იდეალური ვარიანტი!

4360
აირჩიეთ ლაქის ფერი ფრჩხილის ფორმის მიხედვით: იპოვეთ იდეალური ვარიანტი!
აირჩიეთ ლაქის ფერი ფრჩხილის ფორმის მიხედვით: იპოვეთ იდეალური ვარიანტი!

მანიკურის სპეციალისტები კლიენტების ექსპერიმენტის გაკეთებას არ ერიდებიან და უფრო შესაფერი ფერის შერჩევას რისკზე არ მიდიან და ხშირად კლიენტის სურვილს ბრმად მისდევენ. შედეგად ასეთი მანიკური არც ისეთი ლამაზია, როგორიც უნდა იყოს! ჩვენი გიდი დაგეხმარებათ გაიგოთ, რომელი ფრჩხილის ფერია იდეალურია თქვენი ფრჩხილის ფორმის მიხედვით.

მოკლე, ოთხკუთხედი

შავი, მუქი ლურჯი და მწვანე ფერები დაივიწყეთ. ფორმა რომ დაარბილოთ და იდეალურთან მიახლოებული გახადოთ, უმჯობესია მეტალისფერი ვარიანტები გამოიყენოთ – მუქი ხორცისფერიდან ვარდისფერამდე ჩრდილები, ამასთან კუთხეები არ შეღებოთ.

მოკლე, ოვალური

მუქი, ფერადი, ყვავილებიან ან კლასიკური წითელი ფერები – აი, რა უნდა აირჩიოთ! მხოლოდ ხორცისფერის არჩევა არის აკრძალული: ფრჩხილები უბრალოდ კანს შეერწყმება.

გრძელი, წვეტიანი კუთხით

გრძელი და წვეტიანი ფრჩხილები ძალიან ელეგანტურია კლასიკური მანიკურის შემთხვევაში: ხორცისფერი ან წითელი. ექსტრემალურ ფერებს, როგორიცაა ცისფერი ან ყვითელი, სჯობს თავი აარიდოთ. ასევე არ გირჩევთ მუქი იისფერი, ასე კლანჭებს მიიღებთ.

გრძელი, ფართო

რაც უფრო მუქი, მით უკეთესი, განსაკუთრებით შინდისფერი ან ქლიავისფერი. ღია ფა განსაკუთრებით პრიალა ფრჩხილის ლაქებს მოერიდეთ. ისინი ფრჩხილებს ვიზუალურად კიდევ უფრო ფართოს ხდის.

მოკლე, ძირიდან კუთხეებისკენ გაფართოებული

აირჩიეთ გაჯერებული ფერები, მაგრამ არა ძალიან თვალში საცემი: ყოჩივარდას ფერი, გლუვი წითელი, ნაზი იისფერი. წასმის დროს ეცადეთ აქცენტი ცენტრალურ ნაწილზე გააკეთოთ, ხოლო გარე კუთხეები შეგიძლიათ შეუღებავი დატოვოთ.