ნატურალური პროდუქტები: ბაზილიკა აკნეს საწინააღმდეგოდ და ნუშის პილინგი

1276
ნატურალური პროდუქტები: ბაზილიკა აკნეს საწინააღმდეგოდ და ნუშის პილინგი
ნატურალური პროდუქტები: ბაზილიკა აკნეს საწინააღმდეგოდ და ნუშის პილინგი

მოხდენილი ფიგურის ქონის სურვილით ყველაფერი სასარგებლო პირში მიგვაქვს. არადა ზოგიერთი თქვენთვის საყვარელი პროდუქტი შეგიძლიათ გარეგნობისთვისაც გამოიყენოთ. მაგ., ხმელთაშუა ზღვის დიეტის შემადგენლობა.

ოქროსფერი ზეითუნის ზეთი, ნაზი იოგურტი, ვიტამინის ხილი და არომატული ბალახები – ასეთი რაციონი თქვენს კანსა და თმებს სარგებელს მოუტანს. სხვათა შორის, ლეგენდის თანახმად, მათ თავად აფროდიტე იყენებს, მან კი ალბათ ბუნებრივი, ნატურალური სილამაზის ფასი იცოდა.

ზეითუნის ზეთი

კოსმეტიკაში ზეთების გამოყენებაზე დღემდე კამათობენ. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ სწორედ ისინი იწვევენ ფორების ჩაკეტვას და უსიამოვნო შავი წერტილების გაჩენას. თუმცა, ზეთის შემადგენლობის გარკვევის შემდეგ, კოსმეტოლოგები მიხვდნენ, რომ მათ შორის არის ისეთიც, რომელიც კანს შესანიშნავად ატენიანებს და ხავერდოვნებას ანიჭებს. სწორედ ასეთია ზეითუნის ზეთი. ამასთან ის მდიდარია ნახევრად გაუჯერებელი მჟავებით, რომლებიც კანის ზედაპირის დამცავი ბარიერის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. ის კანს ტოქსიკური ნივთიერებების და მიკრობებისგან იცავს, მაგრამ ტენის დაკარგვას ხელს უშლის.

სკრაბი გაუხეშებული კანისთვის

ზეითუნის ზეთის და ზღვის მარილის სკრაბი აქერცლილ კანს ხავერდოვანს გახდის. 2 ს/კ მარილი და 5 ს/კ შაქარი ერთმანეთს აურიეთ, მასაჟური მოძრაობებით პრობლემურ ადგილას წაისვით, 10 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

 

ბაზილიკი

ამ მცენარის ეთეროვანი ზეთი ცხიმოვანი ჯირკვლების წარმოებას არეგულირებს, ფორებს ავიწროებს და სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს. თუ თქვენი კანი ცხიმიანობისკენ მიდრეკილია ან გაფართოებული ფორები გაქვთ, ბაზილიკი ხელთ უნდა გქონდეთ.

ნიღაბი პრობლემური კანისთვის

ბაზილიკის ნიღაბი – შესანიშნავი საშუალება ანთების საწინააღმდეგოდ. ბაზილიკის ფაფას 1 წვეთი ჩაის ხის ზეთი აურიეთ, ანთებით ადგილას დაიდეთ და პლასტირით დააფიქსირეთ. სახეზე 1 საათით გააჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

 

ნუში

კოსმეტიკური მიზნით ძირითადად ზეთის სახით გამოიყენება. მის შემადგენლობაში 20% ცილებია, რომელთაც კანის კოლაგენის მსგავსი შემადგენლობა აქვთ. რა თქმა უნდა, ამ ნივთიერების მოლეკულები ბევრად უფრო მსხვილია, ამიტომ მხოლოდ ზედაპირზე მოქმედებს. შედეგად კანი უფრო გლუვი ხდება, ფერი კი თანაბარი.

გამწმენდი ნუშის პილინგი

ნუშის პილინგის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ 1 ს/კ ნუშის ზეთი, 2 ს/კ მსხვილი ნუში, 1 ს/კ თეთრი თიხა, 2 ს/კ წვენი და ალოეს რბილობი ან ახალი კიტრი, 3 ს/კ წყალი, რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთეროვანი ზეთი. თიხის და ნუშის ნარევს წყალი დაასხით და 70 გრადუსამდე გააცხელეთ. მას ალოეს ან კიტრის წვენი და ნუშის ზეთი დაასხით და აურიეთ. დაელოდეთ, სანამ სკრაბი გასქელდება და 2-3 წვეთი ეთეროვანი ზეთი დაუმატეთ. პილინგი 7-10 დღეში ერთხელ გამოიყენეთ.

 

ყურძენი

ყურძენი თავის უნიკალურობას ორ ნივთიერებას უნდა უმადლოდეს: რესვერატროლი და ტანინი. პირველი ანტიოქსიდანტების ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც კანის ლიპიდებს განადგურებისგან იცავს. ტანინები ცხიმის სეკრეაციას ამცირებენ, ქერტლის გაჩენას აფერხებენ და ლიმფური დრენაჟის გამოხატული ეფექტი აქვთ.

გამწმენდი ტონიკი ყურძნისგან

ყურძენი ორად გაჭერით და მისით სახე, კისერი და დეკოლტე გაიწმინდეთ. ეს ყოველდღიური პროცედურა ნებისმიერი ტიპის კანისთვის გამოგადგებათ, თუმცა ცხიმიანი კანისთვის უმჯობესია გამოიყენოთ მწვანე ყურძენი – მათში ბევრი ტანინია, ხოლო მშრალი და ნორმალური კანისთვის წითელი ყურძენი. თუ სახეზე ნაწიბურები არ გაქვთ, წინასწარ გაყინული ყურძენი გამოიყენეთ – მსგავსი პროცედურა კანს ბზინვარებას შემატებს.

 

იოგურტი

იოგურტის შემადგენლობა იმდენად დაბალანსებულია, რომ კანის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ცხიმები, ცილები და ნახშირწყლები უჯრედების საშენად გამოიყენება, ლაქტოზა კანის უჯრედებს ტენის შენარჩუნებაში ეხმარება, რძის მჟავა კი მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ. ამასთან ფერმენტები, რომლებიც ამ პროდუქტების საწარმოებლად გამოიყენება, კანის ზედაპირის მიკროფლორას არეგულირებს.

ნიღაბი მშრალი კანისთვის

3 ს/კ ნატურალური იოგურტი და 2 ს/კ ბლენდერში დაქუცმაცებული კარტოფილი ერთმანეთს აურიეთ. 1 ს/კ ჰერკულესი (წინასწარ მდუღარე წყალი დაასხით) დაუმატეთ. მიღებული ნიღაბი სახეზე 10-15 წუთით დაიდეთ, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.