8 წარმოუდგენლად გემრიელი თბილი სალათა, რომელიც ცივ ამინდში გაგათბობთ

2062

დღეს თბილი სალათები შეგიძლიათ ნებისმიერ რესტორანში იპოვოთ. ეს სიახლეს ან ტრენდს არ წარმოადგენს. მათი ისტორია ჯერ კიდევ ძველ დროში დაიწყო. ითვლება, რომ ისინი კლასიკურ სალათებზე ადრე გამოჩნდა. პირველ თბილ სალათებს რომის იმპერიის ტერიტორიაზე ჩვ.წ.აღ-მდე ამზადებდნენ.

8 წარმოუდგენლად გემრიელი თბილი სალათა, რომელიც ცივ ამინდში გაგათბობთ
8 წარმოუდგენლად გემრიელი თბილი სალათა, რომელიც ცივ ამინდში გაგათბობთ

რაში მდგომარეობს ასეთი კერძის განსაკუთრებულობა? ის მომზადების შემდეგ იმწამსვე უნდა მიირთვათ. ყველაზე ხშირად, ისინი ცხელი დაბლენდერებული პროდუქტების (თევზი, ხორცი, ზღვის პროდუქტები და ბევრი სხვა) და ცივი ახალი ბოსტნეულის, სალათების ნარევს წარმოადგენენ. სცადეთ და თქვენი ვარიანტი აირჩიეთ. შემოდგომაზე მათი მირთმევა განსაკუთრებით სასიამოვნოა.

თბილი სალათა იხვით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 100 გრ იხვის ხორცი
  • 70 გრ ვაშლი
  • 100 გრ ქამა სოკო
  • 100 გრ რომანოს ფურცლები
  • 10 მლ ბალზამის სოუსი
  • 25 გრ დემიგლასის სოუსი
  • 30 მლ თეთრი ღვინო სახლის
  • 20 გრ კარაქი
  • 20 მლ მცენარეული ზეთი
  • 20 მლ ზეითუნის ზეთი
  • 10 გრ მუსკატის კაკალი
  • 10 გრ შაქარი
  • თეთრი წიწაკა
  • მარილი

მომზადება:

აიღეთ 100 გრ ფილეს ხორცი და 20 მლ მცენარეულ ზეთში შეწვით. 30 მლ თეთრი ღვინო დაუმატეთ და ააორთქლეთ. შემდეგ დაუმატეთ სოუსი დემიგლასი 25გრ, მარილი, წიწაკა და მუსკატის კაკალი გემოვნებით და ბოლოს 10 მლ ბალზამის სოუსი. კიდევ ერთი წუთი შეწვით და ხორცი მზადაა. ცალკე ტაფაზე კარაქში 70 გრ გაწმენდილი ვაშლი შეწვით. ცალკე შეწვით ასევე სოკო, სანამ ოქროსფერი არ გახდება და შაქარი დაუმატეთ. 2 წუთში გაზიდან გადმოდგით. 100 გრ რომანოს ფოთლები აიღეთ, 20 მლ ზეითუნის ზეთი მოასხით. ოდნავ მარილი და წიწაკა მოაყარეთ. თეფშზე შუაში მოათავსეთ სოკო, ირგვლივ ხორცი და ვაშლი, ზემოდან ფოთლები და ამას ყველაფერს მოასხით სოუსი, რომელიც ტაფაზე შემწვარი ხორცისგან დარჩა.

ცეცხლოვანი ორაგული კინოათი და პომიდვრით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 100 გრ ორაგული
  • 50 გრ კინოა
  • 30 გრ ახალი პომიდორი
  • 10 გრ ზეითუნის ზეთი
  • 3 გრ ახალი მწვანილი
  • 30 გრ სოუსი

სოუსი 1 ლ:

  • წყალი 600
  • სოიოს სოუსი 200
  • ლიმონის წვენი 150
  • ფორთოხლის წვენი 150
  • თაფლი 100
  • სახამებელი 50

მომზადება:

ყველა ინგრედიენტი აურიეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და დაბალ ცეცხლზე კიდევ 10-15 წუთი ხარშეთ და სახამებელი მოაყარეთ.

კინოა 15 წუთით მოხარშეთ. ორაგული ოდნავ შეწვით. პომიდვრები დაჭერით. ორაგული თეფშის ცენტრში მოათავსეთ, გვერდით კინოა დაუდეთ და სოუსი მოასხით.

ქათმის ხორცი, ავოკადო, მსხალი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 50 გრ ავოკადო
  • 50 გრ მსხალი
  • 20 გრ ყველი გორგონზოლა
  • 20 გრ ბოლოკი
  • 5 გრ მწვანე ოხრახუში
  • 8 გრ კაკალი პეკანი
  • 80 გრ ქათამი
  • 30 გრ სოუსი
  • 9 გრ მოსართავი
  • 5 გრ მცენარეული ზეთი
  • 0,5 გრ ნიორი
  • 0,5 გრ ტიმიანი

მოსართავად:

  • 3 გრ ზეითუნის ზეთი
  • 3 გრ ახალი ლაიმი
  • 3 გრ ბრინჯის სოუსი

სოუსისთვის:

  • 3 გრ ბალზამის ძმარი
  • 20 გრ მცენარეული ზეთი
  • 2 გრ მდოგვი
  • 2 გრ სოუსი „ნარშარაბი“
  • 3 გრ თაფლი

მომზადება:

ტაფაზე ნიორი და ტიმიანი მცენარეულ ზეთში ოდნავ შეწვით, შემდეგ ქათამი დაუმატეთ და მომზადებამდე შეწვით. ავოკადო და მსხალი გაასუფთავეთ და მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. ბოლოკი ასევე დაჭერით და მსხალის და ავოკადოს დაუმატეთ. შემდეგ ყველი, ოხრახუში, კაკალი დაუმატეთ. ზემოდან შემწვარი ქათმის ხორცი მოათავსეთ, მოსართავით მორთეთ.

სალათი კრევეტებით და ბადრიჯანით, სოუს ტარტართან ერთად

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 240 გრ ბადრიჯანი
  • 40 გრ სახამებელი
  • 60 გრ კრევეტები
  • 10 მლ ზეითუნის ზეთი
  • 50 გრ პომიდორი ჩერი
  • 20 გრ რუკოლა
  • 5 გრ მარილი
  • 70 მლ სოუსი ტარტარი
  • 2 გრ შავი წიწაკა
  • 10 გრ პარმეზანი
  • 10 გრ წითელი ხახვის ჩიფსი
  • 250 მლ მცენარეული ზეთი

სოუსი ტარტარი:

  • 5 გრ მწვანე ოხრახუში
  • 100 მლ მაიონეზი
  • 30 გრ ზეთისხილი
  • 30 გრ პომიდორი
  • 1 გრ მარილი
  • 3 მლ ლიმონის წვენი
  • 2 გრ მშრალი ნიორი

ჩიფსები წითელი ხახვისგან:

  • 1 ცალი წითელი ხახვი
  • 5 მლ ზეითუნის ზეთი
  • 2 გრ მარილი
  • 1 გრ შავი წიწაკა

მომზადება:

სოუსი ტარტარი პომიდვრით: ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ. სასურველ კონსისტენციამდე მიიყვანეთ, გამხმარი პომიდვრის ზეთი დაუმატეთ.

ჩიფსები წითელი ხახვისგან: წითელი ხახვი გაასუფთავეთ და 1,5-2მმ სისქის ნაჭრებად დაჭერით, რომ ხახვი არ დაიშალოს. ერთ ფენად პერგამენტზე დააწყვეთ, ზეითუნის ზეთი მოასხით, მარილი და წიწაკა მოაყარეთ და ღუმელში 120-130 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მშრალ მდგომარეობამდე მიიყვანეთ.

სალათი: ბადრიჯანი ორად გაჭერით. შემდეგ ბადრიჯნის რბილობი ამოიღეთ. ამასთან ბადრიჯნის კანის სისქე 2 მმ-ს უნდა შეადგენდეს. მას მარილი და წიწაკა მოაყარეთ და სახამებელში ამოავლეთ. კრევეტები და ბადრიჯნის რბილობის ბურთები წყალში დაასველეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ და ასევე სახამებელში ამოავლეთ. კრევეტები, ბადრიჯნის კანი და ბურთები ტაფაზე შეწვით. თასში რუკოლა, დაჭრილი პომიდორი ჩერი, კრევეტები და ბადრიჯნის ბურთები აურიეთ. სალათს ტარტარის სოუსი მოასხით, ასევე მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ, ზეითუნის ზეთი მოასხით და აურიეთ. სალათის პორცია ბადრიჯნის კანში ჩადეთ, ზემოდან გახეხილი პარმეზანი მოასხით და წითელი ხახვის ჩიფსებით მორთეთ.

სალათი „ზღვის პროდუქტები, ისპანახი და რუკოლა“

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 40 გრ რუკოლა
  • 40 გრ მცირე ზომის ისპანახი
  • 3 ცალი კრევეტი
  • 65 გრ ქათმისქოჩორა
  • 5 გრ ხახვის ჩიფსი
  • 40 მლ ნიგვზის სოუსი იუძუ
  • 10 მლ მცენარეული ზეთი
  • 5 გრ ხმელი წიწაკა ჩილი
  • 3 გრ ნორი

ნიგვზის სოუსი:

  • 50 გრ არაქისი
  • 6 გრ თეთრი სეზამი
  • 12 გრ შაქარი
  • 35 მლ მირინი (ბრინჯის ღვინის სოუსი)
  • 45 მლ მიცუკანი (ბრინჯის ძმარი)
  • 11 გრ ხახვი
  • 5 გრ ნიორი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 25 გრ ვაშლი
  • 5 მლ სეზამის ზეთი
  • 11 მლ ფორთოხლის ფრეში
  • 22 მლ სოიოს სოუსი
  • 12 მლ იუძუს წვენი

ხახვის ჩიფსი:

  • 1 ცალი ხახვი
  • 20 გრ სახამებელი
  • 30 მლ მცენარეული ზეთი

მომზადება:

კაკლის სოუსი: ხახვი, ვაშლი, ნიორი, კუნჟუტი და არაქისი დააბლენდერეთ. შემდეგ დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და რამდენიმე წუთით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

ხახვის ჩიფსი: ხახვი რგოლებად დაჭერით და სალფეთქზე შეაშრეთ. ხახვის რგოლები სახამებელში ამოავლეთ და მცენარეულ ზეთში 5-10 წამით შეწვით.

სალათი: ქათმისქოჩორა და კრევეტები მცენარეულ ზეთში ოდნავ შეწვით. რუჯოლა და ისპანაზი კაკლის სოუსს აურიეთ, ზღვის პროდუქტები და ხახვის ჩიფსი დაუმატეთ. მშრალი პომიდორი ჩერით და ნორით მორთეთ.

თბილი სალათი რაპანებით და კრევეტებით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 40 გრ რაპანი
  • 30 გრ ვეფხვის კრევეტები გაწმენდილი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 5 გრ წყალი
  • 10 გრ სახამებელი
  • 30 გრ კიმჩი-მაიონეზი
  • 12 გრ სალათის მიქსი
  • 32 გრ პომიდორი ჩერი ყვითელი
  • 60 გრ ავოკადო
  • 30 გრ წიწაკა გამომცხვარი
  • 20 გრ კარამელიზებული ხახვი
  • 2 გრ მარილი
  • 4 გრ ქინძი
  • 15 გრ თხელი ლავაში

მომზადება:

გაწმენდილი კრევეტები და რაპანი მომზადებამდე შეწვით. მოასხით კიმჩი-მაიონეზი. სალათების ნარევს ყვითელი პომიდორი ჩერი, ავოკადო, გამომცხვარი ბულგარული წიწაკა და კარამელიზებული ხახვი დაუმატეთ, ზემოდან ლიმონის წვენი მოასხით. ლავაში თხლად დაჭერით და ღუმელში გამოაცხვეთ სანამ ხრაშუნა არ გახდება. მზა სალათა ლავაშზე მოათავსეთ, ზემოდან შემწვარი რაპანი და კრევეტები მოათავსეთ.

სალათი ბოსტნეულით, ძროხის ხორცით და ბულგარული წიწაკის ლეჩოთი

თქვენ დაგჭირდებათ: (1 პორცია)

  • 70 გრ ძროხის ხორცი
  • 50 გრ შემწვარი სოკო
  • 15 გრ კენიის ლობიო შემწვარი
  • 20 გრ შერეული სალათი
  • 30 გრ ვარდისფერი პომიდორი

მარინადი:

  • 5 გრ ზეითუნის ზეთი
  • ნიორი გემოვნებით
  • როზმარინი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა დაფქული
  • 75 გრ ლეჩო
  • 1 ც წიწაკა
  • 20 გრ წიწაკას წვენი
  • ტიმიანი გემოვნებით
  • გახეხილი კოჭის ფესვები გემოვნებით
  • გახეხილი ნიორი გემოვნებით
  • 20 გრ თეთრი ღვინო

სოუსი 20 გრ:

  • 5 გრ ზეითუნის ზეთი
  • 15 გრ სოიოს სოუსი
  • 5 გრ ტრიუფელის ზეთი

მომზადება:

ხორცი ზეითუნის ზეთში, წვრილად დაჭრილ ნიორში, როზმარინში, მარილში და წიწაკაში რამდენიმე საათით დაამარინადეთ.მარინადის შემდეგ გრილზე საშუალოდ შეწვით. ლეჩო -წიწაკა გაასუფთავეთ, შევვით, წიწაკის წვენი, ტიმიანი, გახეხილი კოჭა, ნიორი, თეთრი ღვინო დაუმატეთ. ლეჩო, დაჭრილი პომიდორი, შემწვანი სოკო, კენიის ლონიო, სალათის მიქსი, ხორცი თეფშზე გადმოიტანეთ, კუნჟუტით მორთეთ და სალათის სოუსი მოასხით: ზეითუნის ზეთი, სოიოს სოუსი, ტრიუფელის ზეთი.