ფარისებრი ჯირკვალი განვკურნე! 5 სპეციალური ვარჯიში ენდოკრინული ორგანოს მუშაობის აღსადგენად

2480
ფარისებრი ჯირკვალი განვკურნე! 5 სპეციალური ვარჯიში ენდოკრინული ორგანოს მუშაობის აღსადგენად
ფარისებრი ჯირკვალი განვკურნე! 5 სპეციალური ვარჯიში ენდოკრინული ორგანოს მუშაობის აღსადგენად

„ძალებმა გაქრობა დაიწყო“ – როგორღაც დედამ ცუდი განწყობის შესახებ დაიჩივლა. უცნაური არ იქნებოდა, მაგრამ ასეთი სიტუაცია დიდხანს გაგრძელდა. უკვე ნახევარი წელია ყველაზე ენერგიული ქალი, რომელსაც მე ვიცნობდი, დაღლილობის შეგრძნებას ვერ იშორებდა.

ადრე დედას 6 საათი ყოფნიდა, რომ სრულყოფილად გამოეძინა, მაგრამ ახლა უკვე დილით დაძინება დაიწყო. ამასთან, რა თქმა უნდა, დიდი დანაშაულის გრძნობა აწუხებს, რომ სახლის საქმეების მოგვარებას ვერ ახერხებს.

ცოტა ხნის წინ დეიდას ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა აღმოუჩინეს. ექიმმა მას დაავადების მემკვიდრეობით გადასვლის შესახებ გააფრთხილა. სწორედ მაშინ წავიკითხე ამ ჰიპოთირეოზის დაავადების სიმპტომების ბოროტი სია:  დეპრესიული განწყობა, დეპრესია, ხშირი ყაბზობა, თმის ცვენა და არა მხოლოდ…

ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა

ექიმთან მიმართვის შემდეგ ჩემი ეჭვები გამართლდა: დედასაც ეს დაავადება აწუხებდა. მედიკამენტებით მკურნალობასთან ერთად, ენდოკრინოლოგმა მას იოგის განსაკუთრებული პოზის პრაქტიკა ურჩია, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის აღდგენას ხელს უწყობს.

უკვე ორ თვიანი თერაპიის და იოგის ყოველდღიური პრაქტიკის შემდეგ დედის მდგომარეობა გაუმჯობესდა. სცადეთ და თქვენც შეასრულეთ ეს 5 ნამდვილად მოქმედი ვარჯიში, რომლებიც ენდროკრინული ორგანოს გაძლიერებას ხელს უწყობს.

1.მატსიასანა

იოგას პოზა, რომელიც არა მხოლოდ ფარისებრ ჯირკვალს ააქტიურებს, არამედ მთელ ენდოკრინულ სისტემას. ვარჯიშის შესასრულებლად ზურგზე დაწექით. ფეხები მუხლებში მოხარეთ და ქუსლები იატაკს მიაბჯინეთ, ხელები თეძოებთან დაიწყვეთ.

შემდეგ ჩაისუნთქეთ, ხელისგულები შეაერთეთ და სხეულის ზედა ნაწილი ასწიეთ. შემდეგი ნაბიჯი – თავი უკან გადასწიეთ. ამ მდგომარეობაში 15-დან 30 წამამდე გაჩერდით.

2.უშტრასანა

ეს განსაკუთრებული პოზა არის, რომელიც ფარისებრი და სასქესო ჯირკვლების მუშაობას ააქტიურებს. ასევე სასარგებლოა ხერხემლის მოღუნვის და შარდსასქესო სისტემის დარღვევის შემთხვევაში.

ვარჯიში რომ მაქსიმალურად სწორად და ეფექტურად შეასრულოთ, მუხლებზე დადექით და თეძოს სიფართეზე დააფიქსირეთ, ქუსლებით იატაკს დაეყრდენით. შემდეგ უკან გადაიხარეთ და ხელისგულები ქუსლებს დაადეთ, თავი უკან გადასწიეთ. ამ პოზაში 30 წამით უნდა გაჩერდეთ და თანაბრად ისუნთქეთ.

3.ბჰუდჯანგასანა

ბჰუდჯანგასანა, ანუ კობრის პოზა, ადამიანის ჰორმონალურ სისტემაზე ძლიერ გავლენას ახდენს. ის თირკმლების ფუნქციებს ასტიმულირებს და სასქესო ორგანოებზე დადებითად მოქმედებს. ძველი ხელნაწერები ამბობს, რომ ბჰუდჯანგასანა ადამიანში შინაგან ცეცხლს ანთებს და კუნდალინის ძალას აღვიძებს.

მის სწორად შესასრულებლად სახით ქვემოთ იატაკზე დაწექით. შემდეგ ხელისგულები მხრების სიგანეზე იატაკზე გაშალეთ და ნელ-ნელა კორპუსი ასწიეთ. თავი უკან გადასწიეთ, ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე სასუნთქი ციკლი შეასრულეთ.

4.სარვანგასანა

განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სასუნთქი გზების დაავადებით იტანჯებიან. ასევე მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

კლასიკური ვარჯიშის შესასრულებლად, საკმარისია ზურგზე დაწვეთ და ფეხები მუცლისკენ ასწიოთ. შემდეგ იატაკიდან წელიც ასწიეთ და მასზე დაყრდნობით ფეხები ზემოთ გამართეთ. ხანგრძლივობა 5 წუთი.

5.ჰალასანა

ჰალასანა ორგანიზმის ნერვული სისტემის გაძლიერებას და გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს. ასევე ჰიპოფიზის მუშაობას ააქტიურებს,

სწორად შესასრულებლად ზურგზე დაწექით და ხელები თავთან დაიდეთ. შემდეგ ამოსუნთქვით, ხელების დახმარების გარეშე მუხლები მკერდთან მიიტანეთ და ფეხები თავს ზემოთ გადაიტანეთ. ასეთ მდგომარეობაში მაქსიმუმ 1 წუთით გაჩერდით.

ნახეთ ამ ვიდეოში დეტალური მასტერ კლასია, რომელიც სამკურნალო ვარჯიშების სწორად შესრულებას გასწავლით!

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ამ ვარჯიშების შესრულება უკუჩვენებულია ადამიანებისთვის, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით იტანჯებიან, აწუხებთ ხერხემლის პრობლემები, მუხლების ტრავმები, მაღალი ან დაბალი წნევა.

გისურვებთ ჯანმრთელობას! სასარგებლო სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეს!