თუ არ იცით რაში გამოიყენოთ ვაშლი, რომელიც ამ სეზონზე საკმაოდ ბევრია, ჩვენ გასწავლით როგორ მოამზადოთ მისგან უგემრიელესი ღვეზელი

1717

ჩვენ დღეს გთავაზობთ ღვეზელის რეცეპტს, რომელიც ვაშლით და არაჟნით მზადდება.

კრემისფერი ცომი, არაჟანი და ვაშლი, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ღვეზელია გურმანებისთვის. ეს ნამცხვარი საუცხოოდ ელეგანტურია და დაამშვენებს ნებისმიერ მაგიდას.

მასალები ვაშლის ღვეზელისთვის:

  • 2 + 1/3 ჭიქა ფქვილი
  • 200 გ კარაქი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 1 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი
  • 1 კვერცხი
  • 1 შეკვრა ვანილის შაქარი
  • მარილი
  • 2 ც. შაქრის ფხვნილი გაფორმებისთვის

მასალები გაფორმებისთვის:

  • 3 ვაშლი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 1/2 ჩ.კ. დარიჩინი

მასალები შიგთავსისთვის:

  • 2 კვერცხი
  • 6 ს.კ. არაჟანი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. სახამებელი

მომზადება:

1. გაცერით ფქვილი, ჩაყარეთ თასში, დაუმატეთ კარაქი და აურიეთ ბლენდერის გამოყენებით.

2. გატეხეთ კვერცხი, დაუმატეთ შაქარი, მარილი, ვანილი, არაჟანი. ყველაფერი კარგად შეურიეთ.
3. მოზილეთ ცომი. გადაიტანოთ თასსში და მოათავსეთ მაცივარში.

4. დაჭერით ვაშლი, დაყარეთ პაფაზე, დაამატეთ შაქარი, დარიჩინი.
5. დაასხით კვერცხი შაქრის ფხვნილით, დაამატეთ არაჟანი და სახამებელი, აურიეთ.

6. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და დაასხით გამოსაცხობ ტაფაზე.

7. მასზე თანაბრად გადაანაწილეთ ვაშლი.
8. გააფართოვეთ დარჩენილი ცომი და გამოჭერით ყვავილის ფორმები.
9. მოათავსეთ ყვავილები ვაშლის ზევით და დაფარეთ ის მთლიანად.

10.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთით.
11.გამოცხობის შემდეგ ცოტა გააგრილეთ და შემდეგ დაჭერით.

ღვეზელი მზადაა, გემრიელად მიირთვით. თუ მოგეწონათ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.