ემოციური გამოფიტვა რეალურია – აი, მისი ძირითადი სიმპტომები.

1738
ემოციური გამოფიტვა რეალურია - აი, მისი ძირითადი სიმპტომები.
ემოციური გამოფიტვა რეალურია - აი, მისი ძირითადი სიმპტომები.

სამსახურში ძალიან გადატვირთული ხართ და მუდმივად სტრესს განიცდით? – ფრთხილად იყავით! თქვენ ემოციურ გამოფიტვასსთან ძალიან ახლოს ხართ.

ემოციური გამოფიტვა – არა მხოლოდ ფსიქოლოგიური პრობლემაა, არამედ ფიზიკური დისკომფორტი და მუდმივი სიზარმაცე მოაქვს.

ემოციური გამოფიტვა კონფლიქტის შემდეგ არ ქრება, ის მხოლოდ გროვდება და ღრმა დეპრესიამდე ან ავადმყოფობამდე მივყავართ.

მისი გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია ჩვენს ძალისხმევასა და შედეგს შორის დისბალანსი. ამას ემატება სამსახურის სტრესი და სამსახურიდან დათხოვნის შიში, ოჯახის პრობლემები.

ასეთ მდგომარეობაში საკუთარ ინტერესებსა და მოთხოვნილებებზე უარს ვამბობთ, ვერ ვღებულობთ აღიარებას, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს.

ფრთხილად უნდა იყოთ და ემოციური გამოფიტვის პირველი ნიშნები დროულად უნდა აღმოაჩინოთ.

ეს არის:

  • ხშირი ფიზიკური დაღლილობა, მაშინაც კი თუ ახალი გაღვიძებული ხართ;
  • უძილობა აკვიატებული ფიქრების გამო;
  • გაღიზიანება და თვითკონტროლის დაკარგვა;
  • მოტივაციის ნაკლებობა;
  • ემოციური უგრძნობლობა;
  • ხშირი გულმავიწყობა;
  • ნელი აზროვნება;

მაგრამ კარგი ამბავიც გვაქვს: ემოციურ გამოფიტვას შეიძლება შევებრძოლოთ.

და პირველი დამხმარე არის დასვენება. ეცადეთ რამდენიმე დღით ყოველდღიურ საქმეებს მოშორდეთ, გარემო შეიცვალოთ და დაისვენოთ.

მეორე ნაბიჯი – სიტუაციის მიმართ თქვენი მიდგომა არის. აკვიატებული იდეები თავიდან მოიშორეთ, დასვენებაზე იფიქრეთ და დღის განმავლობაში საქმიანობა შეიცვალეთ.

და ბოლოს – საკუთარ თავს და მოთხოვნილებებს ყური დაუგდეთ.

გარკვეული დრო მარტომ გაატარეთ, რომ კონცენტრირება მოახდინოთ და გაიგოთ, თუ სინამდვილეში რა გჭირდებათ. იყავით მზრუნველი და კეთილი საკუთარი თავის მიმართ.

თქვენ ყოფილხართ ემოციური გამოფიტვის მდგომარეობაში? როგორ გაუმკლავდით?