ასაკობრივი ცვლილებები და სახის ასიმეტრია რომ თავიდან მოვიშორო, ყოველ საღამოს

2783
ასაკობრივი ცვლილებები და სახის ასიმეტრია რომ თავიდან მოვიშორო, ყოველ საღამოს
ასაკობრივი ცვლილებები და სახის ასიმეტრია რომ თავიდან მოვიშორო, ყოველ საღამოს

ჩემი დედა საკუთარ თავს ძალიან ყურადღებით უვლის და ნაოჭებთან ბრძოლის ახალ მეთოდებს ყოველთვის ნახულობს. ის ქირურგიული ჩარევის მოწინააღმდეგეა და თვლის, რომ კანის ასაკობრივ ცვლილებას საკუთარი ძალებით უნდა შეებრძოლო. თუნდაც მანამდე, სანამ ეს მოქმედებს. ერთ-ერთი მოქმედ მეთოდს, რომელიც ეჭვის გარეშე მუშაობს, სპეციალურ ვარჯიშს უწოდებს.

დღეს ქალებისთვის ყველაზე ეფექტური ვარჯიშების ნაკრებს გთავაზობთ, რომლებიც არა მხოლოდ ასაკობრივ ცვლილებებს, არამედ სახის ასიმეტრიასაც შეებრძოლება.

სახის ასიმეტრია

სახის მარცხენა და მარჯვენა ნაწილის არასიმეტრიულობა საკმაოდ ხშირი შემთხვევა არის. უბრალოდ ზოგს უფრო გამოკვეთილად აქვს, ხოლო ზოგს ნაკლებად. ამასთან ამ პრობლემას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: თანდაყოლილი ან შეძენილი. ასიმეტრია შეძენილი თავის მხრივ სხვა მიზეზით შეიძლება იყოს: ნერვების ანთებიდან დაწყებული მავნე ჩვევით დამთავრებული.

გარდა ამისა, ის შეიძლება ორგანიზმის ბუნებრივი დაბერების პროცესზე გამოვლენდეს ან ასაკობრივი დაავადებების ფონზე. სწორედ ამ სახეობის ასიმეტრიას შეიძლება შეებრძოლოს სპეციალური ვარჯიში.

6 საუკეთესო ვარჯიში

ვარჯიში #1

ხელისგულები კეფაზე დაიდეთ, ისე რომ დიდი თითები ყურებთან გქონდეთ მიბჯენილი. თითები გადააჯვარედინეთ. სუნთქვის მოძრაობის მიხედვით თითები კეფას დააჭირეთ. ანუ ჩასუნთქვაზე დააჭირეთ, ამოსუნთქვაზე გაუშვით. 5-ჯერ გაიმეორეთ.

აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას, ეს ყველა შემდგომი ვარჯიშისთვის აუცილებელია. ნელა და ღრმად ისუნთქეთ, ვარჯიში ტემპში შეასრულეთ.

ვარჯიში #2

ხელები იმავე მდგომარეობაში. ღრმად ჩაისუნთქეთ, სუნთქვა შეიკავეთ და თითის ბალიშებით კეფას დააჭირეთ. სუნთქვა 1-3 წამით შეიკავეთ, ამოისუნთქეთ და მოდუნდით. 5-ჯერ გაიმეორეთ.

ვარჯიში #3

კეფაზე თითები ისე დაიდეთ, რომ თითის ბალიშები ერთმანეთს შუა ნაწილში შეხვდნენ. თითები გადააჯვარედინეთ. ჩასუნთქვაზე კეფაზე ქვემოთ და გვერდით დააჭირეთ, ამოსუნთქვაზე მოდუნდით. 3-ჯერ გაიმეორეთ.

ვარჯიში #4

ხელის თითები საფეთქლებზე დაიდეთ. ჩასუნთქვაზე თითებით ქვემოთ დააჭირეთ, ამოსუნთქვაზე მოდუნდით. 3-ჯერ გაიმეორეთ.

ვარჯიში #5

თითები შუბლზე, წარბებთან დაიდეთ ისე, რომ ცერა თითის ბალიშები საფეთქლებზე გქონდეთ. ჩასუნთქვაზე  წარბების კუთხიდან ცენტრის მიმართულებით ნაზად დააჭირეთ. ამოსუნთქვაზე მოდუნდით. 5-ჯერ გაიმეორეთ.

ვარჯიში #6

მარცხენა ხელი შუბლზე ჰორიზონტალურად დაიდეთ, მარჯვენა ხელით ცხვირის ადგილს მოკიდეთ ხელი. სუნთქვის მიუხედავად ხელები სხვადასხვა მიმართულებით ამოძრავებთ, ოღონდ ნაზად და უხეშობის გარეშე. 10-ჯერ გაიმეორეთ.

ყველა ვარჯიში ნაზად უნდა შეასრულოთ, რომ დისკომფორტი ან მტკივნეული შეგრძნება არ გქონდეთ. თუ ტკივილს გრძნობთ, ვარჯიშის შესრულება შეწყვიტეთ. შედეგის მისაღწევად ვარჯიში ყოველდღე შეასრულეთ. საღამოს, ძილის წინ, ცოტა დრო გამონახეთ და ეს მარტივი ვარჯიშების კომპლექსი შეასრულეთ.

ცოტა მოთმინება, ძალისხმევა და სასურველ შედეგს მიაღწევთ!

თქვენ ახალგაზრდობის შენარჩუნების რა საიდუმლოს ფლობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!