მოამზადეთ მრავალფეროვანი კერძები ავოკადოსგან – 7 რეცეპტი

3872
მოამზადეთ მრავალფეროვანი კერძები ავოკადოსგან - 7 რეცეპტი
მოამზადეთ მრავალფეროვანი კერძები ავოკადოსგან - 7 რეცეპტი

ზოგიერთი მზად არის ის ყოველდღე მიირთვას, სხვებისთვის ავოკადოს გემო დღემდე გაურკვეველი დარჩა. თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით? თუმცა ეს მნიშვნელოვანი არ არის, რადგან ჩვენი გემრიელი, ნათელი ავოკადოს კერძის რეცეპტებით ყველა კმაყოფილი დარჩება.

ავოკადო იდეალური ინგრედიენტი არის პრაქტიკულად ყველა პროდუქტისთვის: ბოსტნეული, კვერცხი, თევზი, შებოლილი ხორცი, ხაჭო. ყაბაყის მსგავსად, თავად პროდუქტს გემო პრაქტიკულად არ აქვს, სამაგიეროდ სასიამოვნო ზეთოვანი და დახვეწილი ტექსტურა აქვს. რბილობი საკმაოდ სასარგებლოა! ის, ვინც ავოკადოს ყოველდღიურად რეგულარულად მიირთმევს, კანის ახალგაზრდობას და ძლიერ ჯანმრთელობას ხანგრძლივად შეინარჩუნებას.

ავოკადოს ადვილად გასუფთავებაში ბასრი დანა დაგეხმარებათ. ნაყოფის დიამეტრის მიხედვით გაჭერით, შემდეგ შუაზე გაჭერით. გაჭრილ ავოკადოს ადვილად გაასუფთავეთ, ერთ ნახევარში კურკა დარჩება, ის ფრთხილად ამოიღეთ. შემდეგ დაჭრა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად აპირებთ ავოკადოს გამოყენებას.

რა მოვამზადოთ ავოკადოსგან

1.ბუტერბროდი ავოკადოსა და კვერცისგან საუზმეზე

ნათელი საუზმე – ნათელი დღე! საკვები ღირებულებით ბუტერბროდი უსაფუარო პურზე, ავოკადოთი და კვერცხით, ქაშებზე ბევრად უფრო უკეთესია.

2.სალათი თინუსით და ავოკადოთი

კონსერვირებული თინუსი და ავოკადო ერთმანეთისთვის არის შექმნილი. დაუმატეთ ახალ დაჭრილი პომიდვრის ნაჭრები, მწიკვი წიწაკა და, რა თქმა უნდა, ლიმონის წვენი. ევროპული რესტორნის კლასიკური კერძი სუფრაზე არის!

3.სალათი კრევეტებით და ავოკადოთი

ხმელთაშუა ზღვის დიეტის კვების სპეციალისტები მას ყველაზე სასარგებლო და დაბალანსებულს უწოდებენ. სალათი შებოლილი კრევეტებით, პომიდორი ჩერით და ავოკადოს ნაჭერით მსუბუქი სადილისთვის იდეალურია. კერძს ზეითუნის ზეთი მოასხით, რომელშიც შერეული იქნება ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

4.პასტა ავოკადოს სოუსით

სწორად მომზადებული პასტით არ მოიმატებთ! ხორბლის ფქვილზე მომზადებული მაკარონის პროდუქტები სხეულს ზიანს არ აყენებს მაშინაც კი, თუ მათ სადილზე მიირთმევთ. ზომიერი რაოდენობით, რა თქმა უნდა. მსუბუქი სოუსი დაჭყლეტილი ავოკადოთი, ლიმონის წვენით და რამდენიმე წვეთი ძმრით სადილობას დღესასწაულად გადააქცევს.

5.ავოკადო ლავაშში

თხელი სომხური ლავაში ბუნებაზე ნებისმიერი ადამიანის თანამგზავრია. გააოცეთ მეგობრები არომატული ავოკადოს ნაჭერით, ბულგარული წიწაკით, ყველით და დამარინებული ხახვით!

6.შემწვარი ავოკადო

კრემის მსგავსი რბილობი ხრაშუნა ორცხობილაში. ავოკადოს ნაჭერი კვერცხში ამოავლეთ, შემდეგ კი სუხარში, რომელშიც მწვანილი და მარილი იქნება გარეული. შეწვით მზესუმზირას ზეთში. მზა წასახემსებელი კერძი ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი პირსახოცმა შთანთქას. ზემოდან ნებისმიერი ცხარე სოუსი მოასხით.

7.ავოკადოს ნაყინი

ტა-დაა! ავოკადო მაინც ხილის ნაყოფია, ამიტომ დესერტი რატომ არ მოვამზადოთ? ვეგატარიანული, ვეგანური, სამარხვო საკვები – ყველა კატეგორიაში გადის. ბლენდერში 1 ავოკადოს ნაყოფი, 1 ლიმონის წვენი და ცედრა, თაფლი გემოვნებით დააბლენდერეთ. მიღებული მასა ფორმებში გადაანაწილეთ, საკვები ცელოფანი გადააფარეთ და გაყინეთ. შეგიძლიათ ფისტაშკები დაუმატოთ.

ავოკადო უპრეტენზიო პროდუქტი არის. სასარგებლო რბილობი მიირთვით, ხოლო კურკა შეინახეთ და შემდეგ სამკურნალოდ გამოიყენეთ. თუ მებაღეობა გიზიდავთ, ამ კურკისგან შეგიძლიათ ავოკადოს დეკორატიული ხე გაზარდოთ.

გისურვებთ კულინარიულ შთაგონებას და არ დაგავიწყდეთ, ავოკადოს სასარგებლო რეცეპტები მეგობრებს გაუზიარეთ!