4 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ჩანთა დიდი ხანია მოდაში აღარაა

2332

ჩანთა არის ნივთი, რომლის გარეშეც ქალი სახლიდან არ გადის. ის არამხოლოდ ამშვენებს, ან აუმჯობესებს გარეგნობას, არამედ უამრავი ფუნქცია აქვს. მასში უამრავ საჭირო ნივთს ვდებთ: სავარცხელს, ტუჩსცახს, სარკეს, საფულეს, ტელეფონს და კიდევ რამდენიმე სათადარიგო ნივთს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ორივე კომპონენტს ერგებოდეს: სტილს და სარგებელს. ამიტომ, მოდით, ნუ დავივიწყებთ მოდას და ჩანთაც მას შევუხამოთ.

მოდური ჩანთები

მოდი ვნახოთ, როგორი ჩანთებია მოდაში შემოდგომის სეზონზე.

მრგვალი ფორმის ჩანთები

დიდი ზომის

ძვირფასი ჩანთები ძირითადად არ არის დიდი ზომის. მათ აფასებენ მხოლოდ ბიზნესმენები და სტუდენტები.

,,ჩემი პატარა”

საპირისპირო ვარიანტი – პატარა ჩანთები, რომლებიც იდეალურია მეგობრებთან შეხვედრისთვის, კაფეში და ბარში წასასვლელად. ასევე ის გამოიყურება ელეგანტურად.

ორი ერთში

თუ თქვენი სტილი მერყეობს კლასიკურიდან სპორტულისკენ, მაშინ ჩანთა ორი ერთში შესანიშნავი ვარიანტი იქნება. ამ დიზაინის საშუალებით, შეძლეს თანამედროვეობის და მრავალფეროვნების შერწყმა.

არამოდური ტენდენციები

ახალგაზრდა ქალი მოდის შეგრძნების გარეშე არ უნდა იყოს. მოდით, შეამოწმეთ თქვენი გარდერობი და ნახეთ, რომელი ჩანთა აღარ არის მოდაში.

რკინებით გაწყობილი

რკინებით გაწყობილი ჩანთა ძალიან ლამაზი, მაგრამ უკვე მივიწყებულია. შეგიძლიათ თქვენც დაივიწყოთ.

დაპრინტული

პრინტები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ მას. შეინახეთ და გამოიყენეთ მაშინ, როდესაც მოდა დაბრუნდება.

ბრენდის ქვეშ

უმჯობესია არ გამოიყენოთ ბრენდის ნიშნით ჩანთები. შესაძლოა თქვენ არ იცოდეთ, მაგრამ ისინი შანხაის ბოლოში იყოს დამზადებული.

როგორიც ყველას აქვს

როგორც კი ეს მოდელი გახდა პოპულარული და ქუჩაში ყველა მეორე ქალი უჭირავს, დროა, ის თქვენს შვილებს მისცეთ, რომ თოჯინებთან ერთად ითამაშონ.

შეამოწმეთ და აუცილებლად განაახლეთ თქვენი კარადა. გისურვებთ წარმატებას!