რატომ არის პატარა ბავშვისთვის ჩვეულებრივი წყლის დალევა კატეგორიულად აკრძალული

1256
რატომ არის პატარა ბავშვისთვის ჩვეულებრივი წყლის დალევა კატეგორიულად აკრძალული
რატომ არის პატარა ბავშვისთვის ჩვეულებრივი წყლის დალევა კატეგორიულად აკრძალული

ახალგამომცხვარი მშობლები მთელ რიგ „საშინელებათა“ სიას აწყდებიან, რომლებიც ბავშვებისთვის აკრძალული არის. რა თქმა უნდა, ზოგიერთი მათგანი ბავშვის საკვების მწარმოებლების და ფარმაცევტების მიერ გამოგონილი არის. მაგრამ ერთმა რამემ ბავშვს მართლად შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს. ეს ჩვეულებრივი სასმელი წყალია.

თუ ბავშვი ბევრ წყალს სვამს, ამან შეიძლება გამოიწვიოს თავისებური გართულება, კრუნჩხვა და კომა.

ზოგადი წესის თანახმად, 6 თვემდე ბავშვს მხოლოდ დედის რძე უნდა მისცეთ. ამის შემდეგ ბავშვს შეგიძლიათ მცირე რაოდენობის წყალი დაუმატოთ.

მაგრამ კლინიკის „მეიო“ დიეტოლოგი კეიტი ზერაცკი ირწმუნება, რომ ბავშვებს წყლის გარეშე ცხოვრება 1 წლამდე შეუძლიათ. საჭირო რაოდენობის სითხეს და საკვებ ნივთიერებებს ბავშვი დედის რძიდან ან რძის ნარევიდან ღებულობს. ამასთან ბავშვების საკვები ნარევი სწორად უნდა იყოს მომზადებული. ზედმეტი წყალი მას ძალიან თხევადს ხდის. შედეგად, მნიშვნელოვანი საკვები კომპონენტები მცირდება.

ბავშვები სწრაფად იზრდებიან, მათი ენერგეტიკული მოთხოვნილებები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უფროსებში. წყალი, თუმცა ოდნავ ორგანიზმს აჯერებს, მაგრამ ამ მოთხოვნებს ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს.

დიეტოლოგი ამატებს, რომ თუ ბავშვი ბევრ წყალს სვამს – მის სისხლში ნატრიუმის დონე მცირდება და ეს კი, ფატალურ შედეგებს გამოიწვევს.

მოზრდილ ადამიანს ამ ვითარებაში მდგომარეობის დაბალანსება შეუძლია, თუ წყალს მხოლოდ წყურვილის შემთხვევაში მოიხმარს. პატარებს კი ამ პატარა წესის დაცვა ხშირი კვების გამო უჭირთ.

თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ, რადგან ასეთი კარდინალური მიდგომა ბებიებისა და პედიატრების მოსაზრებებს არ ემთხვევა?