კეფირზე მომზადებული ცხრაფურცელა სუფრაზე დიდხანს არ დარჩება! ძალიან ფუმფულა და კარგად ამოსული გამოდის.

1543
კეფირზე მომზადებული ცხრაფურცელა სუფრაზე დიდხანს არ დარჩება! ძალიან ფუმფულა და კარგად ამოსული გამოდის.
კეფირზე მომზადებული ცხრაფურცელა სუფრაზე დიდხანს არ დარჩება! ძალიან ფუმფულა და კარგად ამოსული გამოდის.

დღეს ტკბილი გამომცხვარის საუკეთესო რეცეპტს გთავაზობთ. ცხრაფურცელა კეფირზე ყველასთვის საყვარელ „ნაპოლეონს“ გემოთი დაჩრდილავს! მათი მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ფენოვანი ცომის ნაცვლად, კეფირზე მომზადებული ცომი მაცივარში დიდხანს გაჩერებას არ მოითხოვს.

როგორ მოვამზადოთ ცხრაფურცელა

ცომის ინგრედიენტები:

  • 240 გრ ფქვილი
  • 125 გრ კარაქი
  • 125 გრ კეფირი
  • 5 გრ გამაფხვიერებელი

ნაფხვენის ინგრედიენტები:

  • 80 გრ ფქვილი
  • 100 გრ შაქარი
  • 70 გრ კარაქი

მომზადება:

1.პირველ რიგში ცომი მოამზადეთ. ღრმა თასში ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ, შემდეგ ყველაფერი საცერში გაცერით.

2.ცივი კარაქი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და ფქვილს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

3.მიღებულ მასას კეფირი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

4.მიღებული ცომი საკვებ ცელოფანში შეახვიეთ და მაცივარში 1 საათით შედგით.

  1. ტკბილი ფხვნილის მომზადების დრო დადგა. ღრმა თასში ფქვილი და შაქარი ერთმანეთს აურიეთ.

6.გახეხილი კარაქი დაუმატეთ და სწრაფად ყველაფერი ნამცეცებად გადააქციეთ. ჭურჭელს თავსახური დააფარეთ და მაცივარში შედგით.

7.დროის გასვლის შემდეგ ცომი მაცივრიდან გამოიღეთ და თანაბარ ნაწილებად გადაანაწილეთ (მასზე ფენების რაოდენობა იქნება დამოკიდებული). ფხვნილს თანაბარ ნაწილებად უნდა გადაანაწილოთ.

  1. ცომის ერთი ნაწილი გააბრტყელეთ და ზემოდან ფხვნილის ერთი ნაწილი მოაყარეთ. შემდეგ მეორე ფენა დააფინეთ.

9.ამ პრინციპით ყველა ფენა დააფარეთ და შემდეგ თანაბრად გაჭერით.

10.ნაჭრები საცხობ ფორმაზე დაფარებულ პერგამენტის ქაღალდზე დაალაგეთ და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით შედგით.

სუფრაზე გატანის წინ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ!

გემრიელად მიირთვით!