ყველაზე მეტად რომელი ყველი შეგესაბამებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

2549
ყველაზე მეტად რომელი ყველი შეგესაბამებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ყველაზე მეტად რომელი ყველი შეგესაბამებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

იცით თუ არა, რომ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ყველის კონკრეტული სახეობა შეესაბამება? გთავაზობთ საუკეთესო ასტროლოგების და გასტრონომების რეკომენდაციებს, სცადეთ!

ვერძი – დორბლუ

ამ ნიშნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორიგინალური და სხვების ფონზე გამორჩეული იყოს. სწორედ ეს თვისება მათ ექსპერიმენტებისკენ და შეუცნობლის შესწავლისკენ უბიძგებს.

ასე რომ დორბლუ – სასიამოვნო არომატის და უჩვეულო ტექსტურის წყალობით ყველის სახეობებს შორის გამოირჩევა.

კურო – პარმეზანი

კუროებს არცერთ საქმეში აჩქარება არ უყვართ, იქნება ეს სასიყვარულო ურთიერთობა თუ საკვების მიღება. მათთვის „სისწრაფე“ ნიშნავს „ნაჩქარევს“, რადგან ყველაფერმა, მათ შორის პროდუქტებმა დროის და ხარისხის შემოწმება უნდა გაიარონ.

არსებობს კი უფრო კლასიკური ყველის სახეობა, ვიდრე პარმეზანი? პარმეზანის სიდიადე ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში ყველის ეს სახეობა უყვარს და სამზარეულოში მას იყენებს.

ტყუპები – როკფორი

ისინი მწვავე წინააღმდეგობრივი და პარადოქსული ადამიანები არიან. თუ ტყუპების ინტერესის მოპოვება გსურთ, მათ რაღაც რთული და მრავალფეროვანი შესთავაზეთ. იგივე პირობებია გასტრონომიული კუთხითაც – მხოლოდ ექსტრაორდინალური, მხოლოდ ახალი.

როკფორი – სწორედ ასეთი მრავალმხრივი გემოს მქონე ყველი არის. ამასთან ყველის გემო იცვლება: როცა მას ჭამთ ახალი შეგრძნებები ჩნდება და არომატი ცხვრის რძეს ჰგავს.

კირჩხიბი – ტალეჯო

კირჩხიბის მყარი და მძიმე გარსის ქვეშ სუსტი და მგრძნობიარე ბუნება იმალება. კონკრეტულ მხარეს შეხება არის საჭირო, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელი დადნეს. განსაკუთრებით როცა საქმე სიყვარულს ეხება.

ამ ყველის არათანაბარი ზედაპირი თავიდან არ მიგიზიდავთ, მაგრამ დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ! სინამდვილეში ტალეკოს უნაზესი გემო და კრემისებური ტექსტურა აქვს.

ლომი – გრიუნერი

ეს ნიშანი არასდროს გაუშვებს შანსს ხელიდან, რომ საკუთარ თავზე ხმამაღლა ისაუბროს. ყოველთვის ძვირადღირებულ, მაღალი კლასის და ელიტური ნივთებს ირჩევს. გაგება „ძალიან“ მისთვის არ არსებობს.

გრიუნერი ტრადიციული შვეიცარიული ყველია ხვრელების გარეშე, რომელსაც ცხარე პიკანტური არომატი და ოდნავ არაქისის გემო აქვს. მაღალი ხარისხის სახეობა – „ძველი“ გრიუნერი, რომელიც 15 თვეზე მეტხანს ინახება.

ქალწული – კონტე

ქალწულს სიურპრიზები არ უყვარს, ის ნატურალურს და ხარისხიანს ირჩევს. მათი ნება რომ იყოს, ისინი ფერმაში გაემგზავრებოდნენ, სადაც მათ საყვარელ ყველს ამზადებენ, რომ თანამშრომლების პროფესიონალიზმში პირადად დარწმუნდეს.

კონტე – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგული ყველია, რომელიც იდეალურია ფონდიუსთვის.

სასწორი – ბრინზა

სასწორი – პარტნიორობის ნიშანი. გასტრონომიულ სამყაროში ეს ნიშნავს მაგ., ყველი + ღვინო ან ყველი + თაფლი. ანუ ამ ნიშანს შეესაბამება ისეთი ყველი, რომელიც სხვადასხვა პროდუქტს და სასმელს შესანიშნავად ერწყმის.

სწორედ ბრინზას აქვს ნაზი არომატი და წარმოუდგენელი გემო, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ რამესთან კომბინაციაში მიირთვათ.

მორიელი – გორგონძოლა

მორიელი ყველაფრიდან მაქსიმუმს იღებს, ასევე ინტენსიური და ძლიერი არომატები უყვარს. რაც შეეხება გასტრონომიულ უპირატესობას, მორიელი ხშირად ელიტური გემოს ადამიანებს მიეკუთვნება.

ყველის ეს სახეობა შეგიძლიათ ნებისმიერ სუპერმარკეტში იპოვოთ, მაგრამ მორიელი განსაკუთრებულ გორგონძოლას 200 დღიანი ვადით აირჩევს. თუ ეს რაღაც სუსტად მოეჩვენება, მაშინ 300 დღიანს!

მშვილდოსანი – რიკოტა

მუდმივად საუკეთესოს მძებნელ მშვილდოსანს მსოფლიოს ყველაზე შორეული კუთხეების დაპყრობა და მათი გასტრონომიული ტრადიციების დაგემოვნება უყვარს.

რიკოტა ტრადიციული იტალიური ყველი არის, რომელიც მოცარელას ან სხვა სახეობის ყველის მომზადების დროს დარჩენილი შრატისგან მზადდება. ეს მას განსაკუთრებულს ხდის – ზუსტად მშვილდოსნისთვის არის!

თხის რქა – მაასდამი

ტრადიციული მიდგომის მიმდევარს, თხის რქას უპირველეს ყოვლისა ხარისხი და კიდევ ერთხელ ხარისხი აინტერესებს. ახალი ყველის სახეობები მასზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენს, რადგან მასში დროში გამოცდილი სჭირდება.

ტრადიციული ჰოლანდიური ყველი მაასდამი გამოირჩევა დიდი ხვრელებით და მოტკბო-არაქისის გემოთი. დღეს მაასდამი ჰოლანდიაში ედამერას და გაუდის შემდეგ ყველაზე პოპულარული ყველი არის.

მერწყული – მიუნსტერი

პროგრესულ და ცოტათი ექსცენტრულ მერწყულს რაღაც ახლის გასინჯვა უყვარს. ამასთან მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ მისი წარმოების ყველა დეტალი: სად და როგორ. უფრო კარგი იქნება, თუ ყველას თავისი, განსაკუთრებული ისტორია ექნება.

მიუნსტერის მომზადება დაიწყეს იტალიელმა ბერებმა ბენედიქტების მონასტერში, რომელიც 660 წელს აშენდა. ბერები ხორცს იშვიათად ღებულობდნენ და იძულებული იყვნენ რძის პროდუქტებისგან ექსპერიმენტები გაეკეთებინათ. შედეგად კი რბილი ყველი მივიღეთ.

თევზები – სტილტონი

ზოდიაქოს ყველა ნიშანს შორის, თევზებს ყველაზე რთული ხასიათი აქვთ და იდუმალი, სიცოცხლით სავსე და მგრძნობიარე თვისებების შეხამება შეუძლიათ.

ტრადიული ინგლისური ყველი სტილტონი ასეთი სირთულით გამოირჩევა. სტილტონს ხშირად უმატებენ ნიახურს, ამატებენ ბოსტნეულის წვნიანში,განსაკუთრებით ბროკოლის და ნიახურის წვნიანში. გამოიყენება სენდვიჩებში სხვადასხვა კრეკერებთან და პეჩენიებთან ერთად.

თქვენ რომელი ყველი გიყვართ?