ზოდიაქოს ქალბატონები: როგორ პრინცებს ეძებენ?

1878
ზოდიაქოს ქალბატონები: როგორ პრინცებს ეძებენ?
ზოდიაქოს ქალბატონები: როგორ პრინცებს ეძებენ?

ჰოროსკოპის ერთ-ერთ განსაკუთრებულობას წარმოადგენს ინფორმაცია, რომელიც სასიყვარულო და პირად ცხოვრებას ეხება. მამაკაცებს იდეალური ქალის პოვნა სურთ, ხოლო ქალები ოცნების მამაკაცებს ეძებენ და პრინცს ელოდებიან. გსურთ გაიგოთ, თუ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რომელი პრინცი არის თქვენი ბედი, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ? თქვენს მეორე ნახევარს როგორ აღიქვამთ?

ვერძი

ქალ-ვერძს ძლიერი და მიზანდასახული ადამიანები იზიდავს. არასდროს მისცემს ვინმეს მოტყუების უფლებას და ძალიან ძლიერი ურთიერთობის აშენება შეუძლია. ნებისმიერი ვერძი მოუთმენელი არის, ამიტომაც თუ რჩეულის გამო მთელი ძალ-ღონით იბრძვის, ასე დიდხანს არ გაგრძელდება. გარდა ამისა, ქალი ვერძი ძალიან ძლიერი პიროვნება არის და ნებისმიერ უსარგებლო ადამიანს ადვილად იშორებს, რომელიც მას ატყუებს და პატივს არ სცემს.

კურო

მამაკაცს, რომელსაც ქალი-კუროს დაპყრობა სურს, მკაფიოდ გამოხატული ცხოვრების მიზნები უნდა ჰქონდეს, რადგან ქალი-კურო უფრო მოკავშირეს ეძებს. დიახ, ის ჯიუტი არის, კარგად იცის, თუ რა სურს და საკუთარ ინტერესებს მხედველობის არედან არასდროს კარგავს. ის ძალიან რომანტიული ადამიანია, თუმცა ამავდროულად რაციონალური, გონიერი და განწყობის ცვლილებებით არ იტანჯება.

ტყუპები

ქალ-ტყუპებს უყვარს ცხოვრება, რომელიც სავსეა სიახლეებით, თავგადასავლებით და მოქმედებით. ხშირად გადაწყვეტილების მიღებაზე ორჭოფობს, ამიტომ სჭირდება პარტნიორი, რომელიც ურთიერთობის შენარჩუნების სტიმულატორი იქნება. ქალ-ტყუპს სხვადასხვა სიტუაციასთან ადვილად ადაპტირება შეუძლია, ისინი არაპროგნოზირებად და კომუნიკაბელურ მამაკაცებს ეძებენ, რომლებიც მას ადრენალინს ანიჭებენ.

კირჩხიბი

ქალი-კირჩხიბი ძალიან რომანტიული ადამიანია, ამიტომ ეძებს კენტლმენს, რომელიც მას სტაბილური ცხოვრებით უზრუნველყოფს. კირჩხიბისთვის ურთიერთობა ჩვეულებრივ ხანგრძლივ მარათონს წარმოადგენს, რადგან ძალიან ერთგული და ემოციური ადამიანი არის. თუმცა განწყობის ხშირი ცვლილების გამო მას სჭირდება მამაკაცი, რომელიც ზურგს გაუმაგრებს და მუდმივად მხარს დაუჭერს.

ლომი

ქალი-ლომი ძალიან ძლიერი პიროვნებაა, ამიტომ მას რჩეულისგან ანალოგიური ძალა სჭირდება. მას წარმოუდგენელი საქმეების ჩადენა შეუძლია და თან ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ ქმედებაში. მისმა პარტნიორმა ლომის მნიშვნელობა და ღირებულება უნდა დააფასოს. მისი ერთგული უნდა იყოს და ხელის გულზე ატაროს.

ქალწული

ქალ-ქალწულს მამაკაცი სუპერ გმირი სჭირდება, რომელიც ნებისმიერ მტერს დაამარცხებს და ყველაზე რთულ პრობლემას გადაჭრის. პარტნიორმა ქალი-ქალწული სტაბილური ცხოვრებით და დაცვით უნდა უზრუნველყოფს. ამასთან ქალწულს საკუთარი თავის დაცვა თავად შეუძლია: ისინი ხომ ანალიტიკური უნარის მქონე ადამიანები არიან და საკუთარ შესაძლებლობებს შესანიშნავად აცნობიერებს. როცა ქალწული ხედავს, რომ მას აფასებენ და პატივს სცემენ, ისინი ურთიერთობას ნამდვილ სამოთხედ გადააქცევენ.

სასწორი

ამ ნიშნის ქალებს მამაკაცური და მიმზიდველი მამაკაცები მოსწონთ, რომლებიც მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებიან. ზოგიერთი გახდება არა დიქტატორი, არამედ ჭკვიანი მრჩეველი, რომელსაც მისი ყველა ეჭვის გაქარწყლებას შეძლებს. ქალ-სასწორს შეუძლია არა საჭირო პრობლემის არ შექმნა, რადგან დიპლომატები არიან. გარდა ამისა, ფიზიკური მიმზიდველობის გარდა მისი რჩეული ინტელექტით უნდა გამოირჩეოდეს. აი, ასეთ მამაკაცს ეძებენ სასწორები.

მორიელი

ქალმა-მორიელმა იცის როგორ უყვარდეს მამაკაცი, რომ მან მისი დავიწყება ვერ შეძლოს. თუმცა ჩვეულებრივ მასზე სუსტ ადამიანს მისი მოხიბვლის უფლებას არ აძლევს და მის დაუყონებლივ მოშორებას იწყებს. ქალი-მორიელი რთული და წინააღმდეგობრივი პიროვნება არის. მათმა მამაკაცმა მისი ბობოქარი ხასიათი მშვიდად უნდა აიტანოს.

მშვილდოსანი

ქალ მშვილდოსანს მისი მსგავსი თავისუფალი ადამიანი უყვარდება, მაგრამ თავის განზრახვასა და ქმედებას შორის ბალანსის მოპოვება უჭირს, რადგან პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება არ უყვარს. თუმცა, თუ იპოვიან მამაკაცს, რომელიც გულუხვი და მომთმენი იქნება, შესანიშნავი წყვილი იქნებიან.

თხის რქა

ქალი-თხის რქისთვის იდეალური პარტნიორია ის, ვინც სტაბილური და წარმატებულია, ამასთან ფინანსური პრობლემები არ აწუხებს. ეს ქალები თვითკონტროლის და ეფექტური მართვის ნათელ მაგალითს წარმოადგენენ. მათ სურთ, რომ ირგვლივ სუფევდეს გონიერება, თავშეკავებულობა და წესრიგი. სწორედ ასეთია მათი მოთხოვნები რჩეულის მიმართ და მხოლოდ ასეთ საფუძველზე სურთ ოჯახის შექმნა.

მერწყული

ქალი-მერწყული ოროგინალური და დამოუკიდებელი ადამიანი არის, რომელიც ზოგჯერ ძალიან განცალკევებული და მოუთმენელი ხდება. ამ ქალებს გულის მოსაგებად, ექსცენტრიული და არასტანდარტული პარტნიორი სჭირდებათ, რომელიც ყველას ყურადღებას მიიპყრობს. მათი რჩეული ყოველთვის სიტყვის შემსრულებელი უნდა, საიმედო და გამგებიანი უნდა იყოს.

თევზეი

ქალი-თევზებისთვის იდეალური მამაკაცი არის ნამდვილი ჯენტლმენი ყველანაირი გაგებით, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალი-თევზები მოწყვლადი, შინაგან სამყაროში ჩაკეტვისკენ მიდრეკილი ადამიანი არის. მათ უბრალოდ სჭირდებათ ადამიანი, ვინც გაუგებს, დააფასებს და მისი თვისებებით აღფრთოვანებული იქნება. ამ ნიშნის ქალები რჩეულის მიმართ განსაკუთრებულად მომთხოვნები არიან, რადგან მსხვერპლის და წამებულის როლის თამაში უყვარს.