ბიგოსი ახალი კომბოსტოსგან – არაყთან მისაყოლებელი შესანიშნავი კერძი

1474
ბიგოსი ახალი კომბოსტოსგან - არაყთან მისაყოლებელი შესანიშნავი კერძი
ბიგოსი ახალი კომბოსტოსგან - არაყთან მისაყოლებელი შესანიშნავი კერძი

ბიგოსი, ან როგორც მას უწოდებენ ბიგუსი, აღმოსავლეთ ევროპული სამზარეულოს ტრადიციული კერძია. ითვლება, რომ ის პოლონეთში მოიგონეს. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იპოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს კერძი პოლონეთში ლიტვიიდან ბატონმა ვლადისლავ იაგაილომ შემოიტანა, რომელმაც ბიგოსი ნადირობის დროს გასინჯა.

ვისაც არ უნდა მოეფიქრებინა ეს კერძი, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან გემრიელია. მისი მომზადების ბევრი ვარიანტი არსებობს. მაგრამ მთავარი მისი ინგრედიენტები არის – კომბოსტო და ხორცი. მზა კერძი გამოდის სქელი, ოდნავ მჟავე და შებოლილის გემოთი. ჩვეულებრივ ბიგოსს პომიდვრის გარეშე ამზადებენ, მაგრამ სიმჟავისთვის მისი დამატება ჯობს.

ინგრედიენტები:

  • 400 გრ ძროხის ხორცი
  • 1 კგ კომბოსტო
  • 1 ცალი სტაფილო
  • 2 ცალი ხახვი
  • 2 ცალი პომიდორი
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით
  • მზესუმზირას ზეთი გემოვნებით

მომზადება

1.ხორცი კუბებად დაჭერით. უმჯობესია თუ ძროხის ხორცს აიღებთ, მაგრამ შეგიძლიათ ღორის მკერდი ან ნეკნები გამოიყენოთ.

2.ტაფაზე ზეთი გააცხელეთ. ხორცი შეწითლებამდე შეწვით. დაჭრილი ხახვი დაუმატეთ. ხორცი ხახვთან ერთად დაახლოებით 8 წუთი მოთუშეთ. გრძლად დაჭრილი სტაფილო დაუმატეთ და კიდევ 8 წუთით თუშეთ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ.

3.პომიდორი წვრილ კუბებად დაჭერით. მასა დაუმატეთ და 5 წუთით თუშეთ.

4.კომბოსტო გაფქცვენით და დაჭერით. მარილი მოაყარეთ, ხელებით აურიეთ. ცოტა დრო მიეცით, რომ წვენი გამოუვიდეს. კომბოსტო ხორცს და ბოსტნეულს დაუმატეთ. თავსახური დაახურეთ და ბიგოსი 50-60 წუთით თუშეთ. დროდადრო კარგად აურიეთ.

5.სურვილის მიხედვით დაჭრილი ოხრახუში მოაყარეთ.

ხშირად ბიგოსი სუფრაზე შემწვარ შავ ან თეთრ პურთან ერთად გააქვთ. ეს კერძი არაყთან ან სხვა ალკოჰოლურ სასმელთან შესანიშნავი მისაყოლებელია.