როგორ მოვამზადოთ ფუმფულა კექსი

10607
როგორ მოვამზადოთ ფუმფულა კექსი
როგორ მოვამზადოთ ფუმფულა კექსი

კექსი „ვერცხლის იარლიყით“ ჯერ კიდევ ბავშვობიდან მახსოვს და არასდროს მიფიქრია, რომ მისი მომზადება სახლის პირობებში შესაძლებელია. ყველაფერი ძალიან მარტივი აღმოჩნდა: საჭიროა საბჭოთა კავშირის დროინდელი სამზარეულოს რეცეპტის და ტექნოლოგიის დაცვა.

შედეგად გასაოცრად გემრიელი ნამცხვარი გამოდის, რომელიც პირში დნება. ძალიან ნაზი და ფუმფულა კექსი ყოველგვარი ქიმიის და გამაფხვიერებლების გარეშე, მხოლოდ მომზადების ტექნოლოგიის ხარჯზე.

ფუმფულა კექსი

ინგრედიენტები:

  • 200 გრ კარაქი
  • 200 გრ შაქარი
  • 5 მცირე ზომის კვერცხი
  • 150 გრ ფქვილი
  • 50 გრ კარტოფილის სახამებელი
  • შაქრის ფხვნილი მოსართავად
  • კექსის საცხობი ფორმა

მომზადება:

1.კვერცხი და კარაქი მაცივრიდან წინასწარ გამოიღეთ, რომ ისინი ოთახის ტემპერატურის იყვნენ.

2.კარაქი მიქსერით 5-6 წუთით ამოიყვანეთ, კარაქი რომ თეთრი ფერის გახდეს.

3.მთელი შაქარი თანდათანობით ჩაყარეთ და მიქსერით კარაქის ამოყვანა კიდევ 10 წუთით გააგრძელეთ.

4.რეცეპტის მიხედვით ყველა კვერცხი ერთად ნაჭუჭის გარეშე 240 გრ უნდა იყოს. ეს ჩემთან 5 მცირე ზომის კვერცხს შეადგენს. ცალკე ჭურჭელში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

5.მიქსერით კარაქის და შაქრის ამოყვანა 15-20 წუთი კიდევ გააგრძელეთ, პერიოდულად კვერცხის მცირე რაოდენობა დაუმატეთ.აიღეთ მცირე ზომის ნარევი, თუ შაქარს ვერ გრძნობთ, მასა უკვე მზად არის.

6.ფქვილი და სახამებელი ერთმანეთში სამჯერ აურიეთ ჰაეროვნად. მათ ნარევი დაუმატეთ და 20-30 წამი კარგად აურიეთ.  ცომი მზად არის!

7.საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით, ცომი მასში გადაიტანეთ და კოვზით გაათანაბრეთ. ცომი ამოვა, ამიტომ ფორმა მხოლოდ ნახევარზე ამოავსეთ.

8.ფორმა 50 წუთით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში გამოაცხვეთ.

9.ღუმელიდან კექსი გამოიღეთ და ფორმაში ბოლომდე გაგრილებამდე დატოვეთ, შემდეგ თეფშზე გადმოიტანეთ და ზემოდან შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

10.ფუმფულა კექსი ბავშვობის გემოთი მზად არის! გემრიელად მიირთვით!