ინგრედიენტები: გარგარის ჩირი – 5ცალი, ნიგოზი – 5 ცალი, შემდეგ ვიღებთ. სახლში მომზადებული, გემრიელი!

7722
ინგრედიენტები: გარგარის ჩირი - 5ცალი, ნიგოზი - 5 ცალი, შემდეგ ვიღებთ. სახლში მომზადებული, გემრიელი!
ინგრედიენტები: გარგარის ჩირი - 5ცალი, ნიგოზი - 5 ცალი, შემდეგ ვიღებთ. სახლში მომზადებული, გემრიელი!

ადამიანები სულ უფრო უფიქრდებიან იმას, რომ მაღაზიაში შეძენილ ტკბილეულობას არანაირი სარგებელი არ აქვს, რადგან მის შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი შაქარი და ქიმიური დანამატი არის.

ამიტომ ჯობს საკუთარ ჯანმრთელობაზე დაფიქრდეთ და მაღაზიის ტკბილეულის ალტერნატივა იპოვოთ. დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ძალიან მარტივად და სწრაფად კანფეტი ნიგვზისა და ჩირისგან სახლის პირობებში.

როგორ მოვამზადოთ კანფეტი სახლის პირობებში

ასეთი კანფეტები იდეალურია ოჯახებისთვის, სადაც პატარა ბავშვები იზრდება, ისინი ამ დესერტს შეიყვარებენ.

სახლის კანფეტი ჩირით და ნიგოზით

ინგრედიენტები:

  • ½ ჭიქა თაფლი
  • 70 გრ მწარე შოკოლადი
  • 5 ნიგოზი
  • 40 გრ გარგარის ჩირი
  • 1 ს/კ რძე
  • კაკაოს ფხვნილი ან ქუნჟუტი მოსართავად

მომზადება:

1.შოკოლადი გატეხეთ და გაადნეთ (მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის ორთქლზე);

2.გარგარის ჩირი და ნიგოზი წვრილად დაჭერით;

3.გამდნარი შოკოლადი, კაკალი, ჩირი და თაფლი ერთმანეთს აურიეთ, გააგრილეთ;

4.მიღებული მასისგან პატარა ბურთები გააკეთეთ.

5.კაკაოს ფხვნილში ამოავლეთ.

 

შოკოლადის კანფეტი ლეღვით

ინგრედიენტები:

  • 250 გრ ლეღვის ჩირი
  • 100 გრ მწარე შოკოლადი
  • 1 ს/კ კარაქი
  • 2-3 ცალი ნიგოზი
  • კაკაოს ფხვნილი მოსართავად

მომზადება:

1.ცოტა ხნით ლეღვი მდუღარე წყალში დაალბეთ;

2.წყლის ორთქლზე შოკოლადი გაადნეთ, ცოტა კარაქი დაუმატეთ;

3.ლეღვის ქვედა ნაწილი გაჭერით ჯვარედინად და თითოეული ნიგოზი ამოავსეთ;

4.ლეღვს ტრუფელის ფორმა მიეცით;

5.ლეღვი თბილ შოკოლადში ამოავლეთ, ფრთხილად ამოიღეთ და საწურზე დააწყვეთ;

6.როცა შოკოლადი გამაგრდება, კანფეტი კაკაოს ფხვნილში ამოავლეთ და წვრილი ნიგოზით მორთეთ. შემდეგ რამდენიმე საათით მაცივარში შეინახეთ.

 

ხრაშუნა ბურთები თხილით

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ფინიკი
  • 1 ჭიქა თხილი
  • ½ ჭიქა მწვანე წიწიბურა
  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი

მომზადება:

1.მწვანე წიწიბურა და გარეცხილი თხილი დააბლენდერეთ;

2.ფინიკი და კაკაო დაუმატეთ. ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ;

3.საშუალოს ზომის ბურთები გააკეთეთ.

 

რბილი ვაშლის კანფეტები

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა გამომშრალი ვაშლი
  • ½ ჭიქა შვრიის ფანტელები
  • 60 მლ ფორთოხლის წვენი
  • 2 ს/კ კაკაოს ბურბუშელა
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 2 ს/კ ნებისმიერი სიროფი

მომზადება:

1.შვრია და ვაშლი ბლენდერში ან ყავის საფქვევში დააქუცმაცეთ;

2.დიდ თასში ვაშლი-შვრიის პიურე, სიროფი, წვენი და დარიჩინი აურიეთ;

3.მცირე ზომის ბურთები გააკეთეთ და კაკაოში ამოავლეთ. კანფეტები მაცივარში შეინახეთ.

 

ტრუფელი კოჭით

ინგრედიენტები:

  • 60 გრ კაკაოს ფხვნილი
  • 4 ს/კ კაკაოს ზეთი
  • 4 ს/კ თაფლი
  • 4 ს/კ ფორთოხლის წვენი
  • 3 ს/კ კარაქი
  • ½ ს/კ კოჭა

მომზადება:

1.კაკაოს ზეთი წყლის ორთქლზე გაადნეთ;

2.კაკაოს ზეთი ცეცხლიდან გადმოდგით, კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ;

3.კაკაო, ფორთოხლის წვენი, კოჭა დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

4.მასა მაცივარში 10 წუთით შედგით. ამის შემდეგ 15 მცირე ზომის ტრუფელი გააკეთეთ;

5.მზა ტრუფელი კაკაოში ამოავლეთ და მაცივარში შეინახეთ.

თქვენთვის სასარგებლო ვიტამინებით სავსე კანფეტები მოვამზადეთ ჩირით და კაკალით, რომელიც მაღაზიაში ნაყიდი ტკბილეულის შესანიშნავი ალტერნატივა იქნება. ისინი საჭირო ვიტამინებს, მინერალებს და მიკროელემენტებს მოგაწვდიან და ენერგიით აგავსებენ.