9 ტურისტული ადგილი, რომელთა დათვალიერებას მხოლოდ ძლიერი ნერვის მქონე ადამიანები შეძლებენ

1154
9 ტურისტული ადგილი, რომელთა დათვალიერებას მხოლოდ ძლიერი ნერვის მქონე ადამიანები შეძლებენ
9 ტურისტული ადგილი, რომელთა დათვალიერებას მხოლოდ ძლიერი ნერვის მქონე ადამიანები შეძლებენ

ყოველთვის შეიძლება წახვიდეთ ტურისტულ ცენტრში, მუზეუმში, გამოფენაზე ან სანაპიროზე. ასეთი დასვენება ნამდვილი კლასიკა არის, მაგრამ ის დიდად არაფრით გამოირჩევა და მალე გვავიწყდება

გთავაზობთ იდუმალებით მოცული ადგილების სიას, რომელთა დათვალიერებას მხოლოდ ძლიერი ნერვების მქონე ადამიანები შეძლებენ. მათთვის, ვინც ძლიერ შეგრძნებებს ეძებს, მზად არის გამყინავი ისტორიები მოისმინოს და თავისი ფსიქიკური მდგომარეობა შეამოწმოს. დღეს ყველაზე საშიშ ტურისტულ ადგილებზე გიამბობთ.

1.ქალაქი-მოჩვენება ბოდი

ბოდი – პატარა დასახლება სამხრეთ კალიფორნიაში. 1876 წლის ბოლოს აქ ოქროს დიდი მარაგი აღმოაჩინეს, ქალაქმა სწრაფად ზრდა დაიწყო. აქ მოდიოდნენ ოქროს მაძიებლები, თაღლითები, ყაჩაღები და მეძავეები. ქალაქი ტიპიურ ვესტერნს ჰგავდა: ძარცვა, მკვლელობა, ტყუილი, ძალადობა. მოპოვებული ოქრო კი ერთ ღამეში სალონებში ტოვებდნენ.

როცა დეპოზიტები ამოიწურა, მაცხოვრებლებმა ქალაქის დატოვება დაიწყეს, სანამ აქ არავინ აღარ დარჩა. 1962 წელს მთავარობამ ეს ადგილი ისტორიულ პარკად და ტურისტულ ობიექტად გამოაცხადა. ბოდიში მოხვედრა მხოლოდ ზაფხულში შეიძლება: ზამთარში წვიმების გამო გზა გადაკეტილი არის. აქ შეგიძლიათ ნახოთ მე-19 ს-ის შენობა, ავეჯი, მიტოვებული ნივთები და ადგილობრივი ბოროტმოქმედების შესახებ მოისმინოთ.

2.პაბი „ჯონ სნოუ“

ლონდონში, ბროდის ქუჩაზე პაბში, სადაც 1854 წელს ქოლერის გამო 500 ადამიანი დაიღუპა. ყველაფერი კი პაბის წყლის ტუმბოს ინფიცირების გამო.

ექიმი ჯონ სნოუ იყო ის ადამიანი, რომელმაც ინფექცია აღმოაჩინა. მან წყლის ტუმბო პირადად დაანგრია და ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ხოლო მისმა პირადმა კვლევამ ეპიდემიოლოგიის განვითარებას ხელი შეუწყო. სხვათა შორის, ეს ტუმბო დღემდე ამ პაბში არის, თავად პაბს კი ექიმის სახელი ჰქვია.

3.გომანტონგის გამოქვაბული

მალაიზიაში, გომანტონგის მთაზე არსებობს მღვიმე, რომელსაც „საშინელებათა გამოქვაბულს“ უწოდებენ. ამ ადგილის დათვალიერება სუსტი გულის ადამიანებისთვის განკუთვნილი არ არის.

გამოქვაბული სავსეა ათასი ღამურით, ხოჭოებით, ვირთხებით და გველებით. აქ ამიაკის ღრმა სუნი სუფევს, ხოლო ამ არსებების ნარჩენების სიღრმე რამდენიმე მეტრს აღწევს. ამიტომ გამოქვაბულში გამოყოფილია ადგილები, სადაც გადაადგილება შეიძლება. რა თქმა უნდა, თუ გამბედაობას მოიკრებთ და შეხვალთ.

4.მუმიების მუზეუმი გუანაჰუატოში

მუზეუმის კოლექციაში 11 ბუნებრივი გზით მუმიფიცირებული სხეული არის, რომლებიც მექსიკის ქალაქ გუანაჰუატოში იყო დამარხული.

ორგანოები 1833 წლიდან 1958 წლამდე პერიოდში ამოიღეს, როცა მოქმედებდა კანონი, რომელიც გარდაცვლილის ახლობლების გადასახადს უწესებდა იმის გამო, რომ ნეშტი სასაფლაოში იმყოფებოდა. როცა ახლობლებმა გადახდაზე უარს აცხადებდნენ, ისინი სხეულს უბრალოდ აგდებდნენ. ნიადაგი და ჰაერი ამ ადგილას ძალიან მშრალია რის, ამიტომ ნარჩენები ბუნებრივი გზით მუმიფიცირდა. სხეული ბოლომდე არ გაიხრწნა. ძალიან მალე ეს ადგილი საშინელ ღირშესანიშნაობად გადაიქცა.

5.ტრენტონის ფსიქიატრიული კლინიკა

კლინიკა ტრენტონა 1848 წელს დააფუძნეს და ნიუ-ჯერსში პირველი სახელმწიფო საავადმყოფო იყო. მაგრამ 1907 წელს კლინიკის დირექტორი გახდა ექიმი ჰენრი კოტონი. აი მაშინ კი საშინელებები დაიწყო.

კოტონი თვლიდა, რომ ფსიქიკური გადახრები ინფექციებით იყო გამოწვეული და მას დაინფიცირებული ორგანოების ამოჭრით ებრძოდა. შედეგად მან პაციენტებზე ასობით ოპერაცია ჩაატარა. ამასთან განაცხადა, რომ მეთოდის 85%-ის შემთხვევაში ეფექტური იყო. სინამდვილეში კი პაციენტების უმეტესობა იღუპებოდა. მიტოვებული საავადმყოფოს ნახვა დღეს შეგიძლიათ, მაგრამ თუ ისტორიას გავითვალისწინებთ იქ შესვლის გამბედაობა ყველას არ ექნება.

6.მუზეუმი „ვროლიკი“

მუზეუმი ამსტერდამის უნივერსიტეტში – 10 ათასი ანატომიური ანომალიური ადამიანის და ცხოველების სხეულის ფორმების კოლექცია, რომელთაც განსაკუთრებული მეცნიერული მნიშვნელობა აქვთ.

200 წლის წინ მუზეუმი პროფესორ გარარდას ვროლიკის და მისი შვილის ვილიამ ვროლიკის კერძო კოლექცია იყო. იმის გარდა, რომ შვილი მამის კოლექციას ავსებდა, მან დაწერა მუტაციის სირთულის შესახებ, რომელმაც მედიცინა საკმაოდ წინ წასწია.

მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის ღია არის, ოღონდ მხოლოდ მათთვის, ვისაც ძლიერი ნერვები აქვთ.

7.მოჩვენებების ეკლესია

მოჩვენებების ეკლესია, 920 წელს ჩეხეთის სოფელ ლუკოვში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ააშენეს. ეკლესია ბევრჯერ დაიწვა, მაგრამ მას კვლავ აშენებდნენ. 1968 წელს შენობის ჭერი დაკრძალვის დროს ჩამოინგრა, რის შემდეგაც ადამიანებმა დაიჯერეს რომ ეკლესიაში მოჩვენებები დადიან.

ამის გამო შენობა დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული ჰქონდათ. სანამ 2012 წელს სტუდენტმა იაკოვ ხარდავამ ეს ადგილი თავისი ინსტალაციის ადგილად არ გამოიყენა. მან შექმნა გიფსის ფიგურები და შესასვლელში და სკამებზე მოათავსა, მიტოვებული ეკელსია საშინელ ტურისტულ ატრაქციონად გადააქცია.

8.პარიკალას სკულპტურების პარკი

ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და მიმზიდველი ადგილი არის ფინეთში. ამ პარკში გასეირნება გიჟი ადამიანის ქვეცნობიერში მოგზაურობას ჰგავს. ვეი რიონკიონენი, პარკის შემქმნელი, გიჟი არ იყო, არამედ აღიარებული მხატვარი, რომელმაც ამ ადგილის შექმნას 41 წელი მოანდომა. მან  ადამიანის და ცხოველის 450 ბეტონის ქანდაკება შექმნა და ბაღში მოათავსა.

ძეგლები საშიშად გამოიყურება, მაგრამ ამავდროულად მომხიბვლელიც არის. ისინი თემატურად გაყოფილი არის და მხატვრის გზას ასახავს. ბავშვობის მოგონება, თანამედროვე ცხოვრების ფრაგმენტები, ადამიანებთან შეხვედრა და ფანტაზიები.

9.ნიანგების გზა კაჰილას კროსინგი

კაჰილას კროსინგი ავსტრალიაში – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში გადაკვეთა. გზის მცირე მონაკვეთზე დაახლოებით 120 ნიანგი ბინადრობს, რომლებიც მხოლოდ ელოდებიან წყალში ვინმე როდის აღმოჩნდება.

სინამდვილეში, ნიანგები აქ თევზების დასაჭერად მოდიან. ყოველ წელს ათასობით მძღოლი ამ გზის გადალახვას ცდილობს, მაგრამ ეს ყველას არ გამოსდის. გამაფრთხილებელი ნიშანის მიუხედავად, რომლებიც ნიანგების თავდასხმაზე გაფრთხილებთ, გზის ეს მონაკვეთები მეთევზეებსა და ტურისტებში ძალიან პოპულარულია. უკანასკნელისთვის დაცული ტურებიც ეწყობა.