15 ცოტათი გიჟური თმის ხრიკები, რომელთაც სილამაზის ბლოგერები გვთავაზობენ

2924
15 ცოტათი გიჟური თმის ხრიკები, რომელთაც სილამაზის ბლოგერები გვთავაზობენ
15 ცოტათი გიჟური თმის ხრიკები, რომელთაც სილამაზის ბლოგერები გვთავაზობენ

თითოეულმა გოგონამ იცის: თმა არის ის, რაც ყოველთვის წესრიგში უნდა იყოს. მშრალი და არაჯანსაღი თმა, დაუდევარი ვარცხნილობა და ცხიმიანი ძირები არც თუ ისე კარგ შთაბეჭდილებას ქმნის. უხერხული მომენტები თავიდან რომ ავიცილოთ და ყოველთვის მიმზიდველად გამოვიყურებოდეთ, შეგიძლიათ ეს პატარა ხრიკები გამოიყენოთ.

დღეს თქვენთვის რამდენიმე ხრიკი შევაგროვეთ, რომლებიც თმის მოვლის პროცესს სასიამოვნოს გახდის.

1.თმას მსუბუქი ტალღის ეფექტი შეგიძლიათ სამზარეულოს საწურის გამოყენებით მიანიჭოთ.

ამ შემთხვვაში საწური დიფუზორის როლში გამოდის და მოდური ვარცხნილობის გაკეთებაში გეხმარებათ.

2.ელექტრო დამუხტული თმების დასავარცხნად შეგიძლიათ კომპიუტერის ეკრანის საწმენდი სველი სალფეთქები გამოიყენოთ.

კომპიუტერის ეკრანის საწმენდი სალფეთქები ანტისეპტიკებით არის გაჟღენთილი, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ეკრანზე მტვერი არ დაგროვდეს. თმებს ის ნაკლებად დამუხტვაში დაეხმარება.

3.თუ თმები ძალიან  სწრაფად ბინძური ხდება, შეგიძლიათ ანტისეპტიკი გამოიყენეთ.

ხელისგულებზე ცოტა ხელების სადიზენფიქციო საშუალება დაისხით და თმის ძირები დაიმასაჟეთ. ანტისეპტიკი შეიცავს სპირტს, რომელიც თქვენს თმებს უფრო ახალდაბანილ იერს მიანიჭებს. მეთოდი ძალიან ხშირად არ გამოიყენოთ, რომ თმის ძირები არ დააზიანოთ.

4.პატარა ბუსუსები ვარცხნილობიდან უშნოდ ამოშვერილი რომ არ იყოს, დეზოდორანტი სტიკი გამოიყენეთ.

ამისთვის დეზოდორანტი თმაზე მსუბუქი მოძრაობით გადაატარეთ.

5.თმის დახვევა კოვზის გამოყენებით შეიძლება.

ამისთვის კოვზის ტარი ფენით კარგად გააცხელეთ და მასზე თმა დაახვიეთ. კვლავ გააცხელეთ. კულულები მზად არის!

6.მასაჟური სავარცხლის გაწმენდა საპარსი ქაფით შეგიძლიათ.

საპარსი ქაფის სქელი ფენა სავარცხელს წაუსვით და 15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ უბრალოდ წყლით გარეცხეთ.

7.თუ სავარცხელზე თმა და მტვერი დაგროვდა, შამპუნი და კბილის ჯაგრისი დაგეხმარებათ.

კბილის ჯაგრისს ცოტა შამპუნი დაასხით, სავარცხელი წყლით დაასველეთ. მსუბუქი მოძრაობით სავარცხელს მტვერი და სიბინძურე მოაშორეთ.

8.ფენი და თმის დასასწორებელი ერთად შეინახეთ, ამისთვის პლასტმასის მილი გამოიყენეთ.

სანტექნიკის ორმაგი პლასტმასის მილი იყიდეთ, თითოეულ ხვრელს ძველი წინდა ჩამოაცვით. კომფორტული ვერტიკალური შესანახი მზად არის.

9.თუ ქუდის ქვეშ თმა სწრაფად ბინძურდება, შეგიძლიათ შიგნიდან მშრალი შამპუნი შეასხათ.

თმაზე საშუალების ნარჩენები რომ არ ჩანს, ქუდის მოხსნის შემდეგ, თმა დაივარცხნეთ.

10.უჩინარები ჩანთაში რომ არ დაგეკარგოთ, შეგიძლიათ მაგნიტი ან მაგნიტის ლენტა გამოიყენოთ.

მაგნიტის ლენტას მიამაგრეთ ან ჩანთაში მაგნიტი ჩაიდეთ, ახლა დარწმუნებული იქნებით, რომ უჩინარები არ დაგეკარგებათ.

11.ვარცხნილობის უკეთესი ფიქსაციისთვის შეგიძლიათ ხვეული თმის სარჭი გამოიყენოთ.

სახლის პირობებში ხვეული თმის სარჭის გაკეთება სწორი სარჭიდან ან უჩინარიდან შეგიძლიათ გააკეთოთ. გაასწორეთ, ფანქარზე დაახვიეთ და ხვეული სარჭი მზად არის.

12.გაყოფილი ბოლოების პრობლემას ხელის კრემი მოგიგვარებთ.

ხელის კრემი როგორც ჩვეულებრივ გამოიყენეთ, ხოლო ხელზე დარჩენილი ზედმეტი კრემი თმებში შეიზილეთ. ასე თმის ბოლოები დამატებით კვებას მიიღებენ.

13.თმის სახვევი უთოს ჩასადები შეგიძლიათ სამზარეულოს ხელთათმანებისგან გააკეთოთ.

ხელთათმანი ორად გაჭერით, შემდგომ გვერდითა და ქვედა მხარე შეკერეთ. ასეთ ჩასადებში თმის სახვევი უთოს სადენები კარადაში აღარ აირევა.

14.თმის ნიღბის მოქმედებას თმის გასასწორებელი უთო გააძლიერებს.

თმის დასასწორებელი უთოს თითოეულ მხარეს ფოლგა ორჯერ შემოახვიეთ. ნიღაბი სველ, სუფთა თმაზე წაისვით და ცხელი უთოთი თმას ჩამოუშვით. ტემპერატურა აქტიურ ნივთიერებებს გააქტიურებს.

15.თმის თვითნაკეთი დამჭერი ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთების საშუალებას მოგცემთ.

ჩიფსის ქილას ლამაზი ქაღალდი შემოახვიეთ, რომ დამჭერი ლამაზი ფორმის იყოს. წებოვანი იარაღით სააბაზანოს სარკეზე მიამაგრეთ.

რომელი ხრიკი მოგეწონათ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.