7 ნივთი, რომლის ჩაცმაც 40 წლის ქალებისთვის რეკომენდებული არ არის. თქვენ ხომ სოლიდური ქალბატონი ხართ და არა მერვე კლასელი გოგო!

2184
7 ნივთი, რომლის ჩაცმაც 40 წლის ქალებისთვის რეკომენდებული არ არის. თქვენ ხომ სოლიდური ქალბატონი ხართ და არა მერვე კლასელი გოგო!
7 ნივთი, რომლის ჩაცმაც 40 წლის ქალებისთვის რეკომენდებული არ არის. თქვენ ხომ სოლიდური ქალბატონი ხართ და არა მერვე კლასელი გოგო!

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ნივთები, რომლებზეც წლების წინ გიჟდებოდით, ახლა თქვენთვის სასაცილოდ გამოიყურება. ახალგაზრდობაში შეგიძლიათ საკუთარ თავს სხვადასხვა ექსპერიმენტის უფლება მისცეთ, მაგრამ 30, არა 25 წლის შემდეგ სტილი უკვე უნდა განსაზღვროთ. ხოლო 40 წლის შემდეგ გარდერობის შედგენის დროს ბევრ ნივთს ტაბუ აქვს. დიახ, მართალია თქვენ გაქვთ უფლება ჩაიცვათ ის, რაც გსურთ. მაგრამ მაინც არსებობს ნივთები, რომლებიც მიმზიდველი ქალიდან მერვე კლასელ გოგონად გადაგაქცევთ.

თქვენ შეიძლება იდეალური სხეულის ფორმები და მოვლილი სახე გქონდეთ, მაგრამ ზრდასრული ადამიანის თვალი უფრო თავდაჯერებული ხდება. სწორედ ამიტომ ზოგიერთი საბაზისო ნივთი განსხვავებულად გამოიყურება. დღეს გიამბობთ იმ ნივთების შესახებ, რომლის გადადგება და შორეულ თაროზე გატანა ღირს, რომ სოლიდურად და ქალურად გამოიყურებოდეთ.

ტანსაცმელი ქალებისთვის 40 წლის შემდეგ

1.პომპონიანი ქუდი

თავის აქსესუარი წარმოშობით მშვენიერი ბავშვობიდან. დროდადრო ასეთი ნივთები მოდის სამყაროს იპყრობს, მაგრამ უფრო მოზარდებსა და 22 წლამდე გოგონებს შორის. სოლიდური ქალბატონები მას გვერდს უვლიან. დიახ, სამწუხაროდ, ასეთი თავის აქსესუარი იშვიათად რომ ვინმეს უხდებოდეს, რადგან თავის ზომას ზრდის. უმჯობესია თუ თავშალს, შლიაპას ან ჩვეულებრივ ქუდს დაიხურავთ – უფრო ლამაზი და ქალური იქნება.

2.ფერადი და ბადე კოლგოტები

თვალის მომჭრელი ქალი, ლამაზი კაბა და ფერადი კოლგოტი…ისეთი გოგონა-გოგონა. ოღონდ თქვენ 40 წლის ხართ და არა 10 წლის. შავი ან ხორცისფერი კოლგოტი მბზინვარების გარეშე – აი, ეს ლამაზია. თან ფეხებს უფრო მოხდენილს აჩენს. თუ რაღაც უჩვეულო ძალიან გინდათ, შოკოლადისფერი, გრაფიტული და მუქი შინდისფერი აირჩიეთ.

3.ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

40 წლის შემდეგ ქალებს ჩვეულებრივ ძალიან ბევრი საქმე აქვთ. სწორედ ამიტომ 12 სმ-ზე მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ფეხებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია. ამასთან სოლიდური ქალბატონის ყველა ნივთს დიდად არც უხდება.

4.ზურგჩანთა

2016 წელს ტყავის ზურგჩანთები ძალიან იყო მოდაში. მაგრამ მოდა წარსულს ჩაბარდა და ეს უფრო სკოლის მოსწავლეების და სტუდენტების ნივთი არის. დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამოგზაუროდ ან სალაშქროდ წასვლას აპირებთ. ყოველდღიური ცხოვრებისთვის კი ძალიან ბევრი მოდური ჩანთა არსებობს, როგორც დიდი, ასევე პატარა ზომის.

5.თეთრეულის სტილის ტანსაცმელი

თეთრეულის სტილის ტანსაცმელი ახლა მოდაში არის, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება. თქვენ ამ სტილის კაბების და კოსტიუმების ჩაცმა შეგიძლიათ, ოღონდ მხოლოდ ქუსლიან ფეხსაცმელებთან და ლამაზად დავარცხნილ თმებთან. ასე უფრო ეფექტური იქნება. აი ახალგაზრდულ კომბინაციას მაისურთან და ბოტასებთან ერთად სჯობს უარი უთხრათ.

6.ეკო-ტყავის ელასტიკები

იყო დრო, როცა მას ყველა იცვამდა. მაგრამ დრო გავიდა და ეს ტრენდი წარსულს ჩაბარდა, განსაკუთრებით პატივსაცემი ქალბატონებისთვის. ის უკვე არა მოდურად, არამედ ვულგარულად გამოიყურება.

7.თინეიჯერული კაბა

მოკლე კაბა ყვავილების პრინტით ან სხვა საყვარელი პრინტით – 40 წლის ქალბატონებისთვის არ არის. თუ ოდესღაც ასეთი სტილის კაბაში ადრე კომპლიმენტებს არ გაკლებდნენ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ახლაც იგივე წარმატებას მიაღწიოთ.

თქვენს ქალურობას ხაზი ყოველთვის გაუსვით და ისწავლეთ დაემშვიდობოთ ტანსაცმელს, რომლებიც თქვენ არ გალამაზებენ. სასარგებლო რჩევები თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!