ცრემლებამდე გემრიელი – რეცეპტი, რის შემდეგაც ხახვის კოტლეტები შეგიყვარდებათ

1410

მიუხედავად იმისა, რომ ხახვი ძალიან ბევრ კერძში გვხვდება და ძალიან სასარგებლოა, ის ყველას მაინც არ მოსწონს. შეფ-მზარეულები უამრავ ხრიკს სწავლობენ იმისათვის, რომ შენიღბონ ხახვის სუნი და საკვები იყოს სასარგებლო. თუ თქვენი ძვირფასი დროის დიდი ნაწილი ხახვის წვნიანის მოსამზადებლად იხარჯება, შეგიძლიად მხოლოდ 30 წუთში მოამზადოთ ხახვის კოტლეტი.

რატომ უნდა მოვამზადოთ
ყველამ იცით ხახვის სასარგებლო თვისებების შესახებ. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ძილის მოწესრიგებას. თუმცა ეს არაა ყველა ის მიზეზი, რის გამოც ეს კერძი უნდა მოამზადოთ.
როდესაც მაცივარი ცარიელია, ან უბრალოდ ყველაფერი მოგწყინდათ და გსურთ მსუბუქი სადილი ან ლანჩი, ამისათვის იდეალური ვარიანტია. მას არ აქვს ხახვის მკვეთრი სუნი და სავსეა ბოსტნეულით.

მასალები:

  • 2 თავი ხახვი
  • 1 ცალი კარტოფილი
  • 1 ცალი სტაფილო
  • მცენარეული ზეთი
  • ტომატის წვენი
  • მარილი, წიწაკა

მომზადება:
ხახვი დაჭერით წვრილად. შეგიძლიათ სპეციალური საჭრელი აპარატის ან ბლენდერის გამოყენება. დაჭერით კარტოფილი და სტაფილო და ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთს. გააჩერეთ 5-7 წუთის განმავლობაში. მიეცით სასურველი ფორმა, ამოავლეთ ტომატის წვენში.დაბალ ტემპერატურაზე გაახურეთ ტაფა და შეწვით.

მისია შესრულებულია!