5 ცინიკოსი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ყველაფერში უარყოფითს ხედავენ

2604
5 ცინიკოსი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ყველაფერში უარყოფითს ხედავენ
5 ცინიკოსი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ყველაფერში უარყოფითს ხედავენ

ცინიკოსებს არ სჯერათ, რომ ადამიანები შეიძლება კარგები იყვნენ და არჩევანს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ აკეთებენ და ყველაფერში უარყოფითს ხედავენ. ისინი სხვებს არ ენდობიან, მათ გულწრფელობასა და პატიოსნებაში ეჭვი ეპარებათ. მათთვის დამახასიათებელია პესიმიზმი, ეგოცენტრულობა და სკეპტიციზმი. რა ხდის მათ ცინიკურს? ისინი უკვე ამ გრძნობით იბადებიან ან ცხოვრებისეული გამოცდილების გამო სწავლობენ? რას ამბობენ ამის შესახებ ვარსკვლავები?

1.კურო

კურო ყველაზე დიდი სკეპტიკოსი არის და გარშემო მხიარულ სახეებს ვერ იტანს. საქმე იმაში კი არ არის, რომ არ სჯერათ ადამიანების გულწრფელი ბედნიერების განცდის, არამედ ფიქრობენ რომ ეს ყველაფერი ზედმეტად თვალთმაქცური და დემონსტრაციულია, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. კუროს უარყოფითზე კონცენტრირება არ სურს, მაგრამ ადამიანის ნამდვილი გრძნობის არ სჯერა. თვლის, რომ ადამიანებს ჩვეულებრივ სურთ, რომ მათი შურდეთ.

2.ქალწული

ქალწული იმდენად ცინიკურია, რომ ცინიზმი საკუთარ თავთან დამოკიდებულებაშიც კი გავლენას ახდენს. მათ ყველაზე გულწრფელი კომპლიმენტებისაც კი არ სჯერათ. ისინი ილაპარაკებენ ბოროტულად, იცინებენ და შეეცდებიან სარკაზმის ნიღაბში დაიმალონ და მოძებნონ უარყოფითი ყველაფერში, რაც მათ გარშემო არის. უფრო მეტიც, ქალწული ეჭვის თვალით უყურებს მათ, ვინც კარგად ექცევა, მათგან მოტყუებას და მუხთლობას ელოდება. დარწმუნებული არიან, რომ ყველას მათი მანიპულირების სურვილი აქვთ.

3.მორიელი

მორიელი მიიჩნევს, რომ ადამიანები ყოველთვის იტყუებიან და მათი ნათქვამის უმეტესობა სიმართლეს არ შეესაბამება. მორიელი იმდენად ცინიკურია, რომ ნებისმიერ საუბარში უკვე მტკიცე რწმენით იწყებენ, რომ მათი თანამოსაუბრე აუცილებლად მოატყუებს და ამასთან პატიოსან სახეს მიიღებს. ამ ნიშანთან ურთიერთობა გადაჭარბებული ეჭვიანობის გამო საკმაოდ რთულია.

4.თხის რქა

თხის რქას ძალიან უჭირს ვინმეს ენდოს, რაც შეიძლება იმის მიზეზი იყოს, რომ ეს ნიშანი ძალიან ცინიკურია. ის მიდრეკილია ყველაფერში უარყოფითი ირწმუნოს და ყველაფერში ცუდ სცენარს ხედავს. თხის რქა, როგორც წესი, პესიმისტურია და თვლის, რომ ადამიანების უმეტესობა საკუთარი ინტერესებით არიან მოტივირებულნი და ამას სულიერი სიკეთით იშვიათად აკეთებენ.

5.თევზები

თევზები იდუმალებით მოცულები არიან, ამიტომ გარშემომყოფებს ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს. მათგან ტყუილს, ღალატს და ზურგში ლახვრის ჩარტყმას ელოდება. თევზებს ყალბი ემოციები და ღიმილი არ უყვარს, თან იმდენად რომ გულწრფელი და არა გულწრფელის გარჩევას საერთოდ ვერ ახერხებენ. მათთვის ადამიანების უმეტესობა მსახიობები არიან, რომლებიც ნიღბებს ატარებენ.