ტუჩის ბალზამის გამოყენების 12 გასაოცარი ალტერნატიული მეთოდი

993

1. ფეხსაცმელი აღარ გატკენთ ფეხს
ახალი ფეხსაცმელი ხშირად გვტკენს ფეხს. ამისათვის ტუჩის ბალზამი იდეალურია. წაისვით ის დაზიანებულ ადგილებზე და მთლიანად დაგავიწყდებათ ფეხის ტკივილი.

2. ვერ იხსნით ბეჭედს?
თუ ბეჭედი გაგეჭედათ და ვეღარ იხსნით, არ ინერვიულოთ, გრმად ჩაისუნთქეთ და გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი. წაისვით ის თითზე და ფრხილად მოიხსენით ბეჭედი. ეს ყოველთვის მუშაობს.

3. მშრალი ცხვირი
თუ ხშირად გიშრებათ ცხვირი ცივ ამინდში, არ ინერვიულოთ. გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი. მისი გამოყენება შეგიძლიათ არამარტო ცხვირზე, არამედ ნებისმიერი გამომშრალი კანიზე. სინამდვილეში ის უკეთესად მუშაობს, ვიდრე სპეციალური კრემები,

4. ნაკაწრები
შეგიძლიათ პატარა ჭრილობები ტუჩის ბალზამის გამოყენებით გაიქროთ. როდესაც ნაკაწრები და გამომშრალი ადგილები გაქვთ, ბალზამი აუცილებლად დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.

5. ფეხსაცმის მოვლა
თუ თქვენ არ გაქვს ფეხსაცმლის სპეციალური მაზი, აუცილებლად გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი. ის იდიალურად გააპრიალებს ფეხსაცმელს.
6. ფეხსაცმლის ზონარი
თუ თქვენ გაგიფუჭდათ ზონარი, ვეღარ იკრავთ კარგად, აუცილებლად გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი. ის ამ პრობლემას მარტივად გადაგიჭრით და შეძლებთ მჭიდრო კვანძის გაკეთებას.

7. თმისთვის
განსაკუთრებით ზამთარში თმა ხშირად იმუხტება. შედეგად კი თქვენი ქუდი სულ ფრიალებს. ამ პრობლემის მოგვარებაში ეს ბალზამი დაგეხმარებათ. წაისვით თმაზე ძალიან მცირე რაოდენობით, რათა თქვენი თმა არ გაცხიმიანდეს. ასევე შეგიძლიათ ბალზამი პირდაპირ გადაისვათ წარბებზე.

9. გაყოფილი ბოლოები
თუ თქვენი თმა ძალიან მშრალია, სწრაფად იმოქმედეთ, შესაძლოა თმამ გაყოფა დაიწყოს. წაისვით ბალზამი თმის ბოლოებზე. არ გამოიყენოთ ბევრი, რომ არ გაგიცხიმიანდეთ.

10. პირსინგი
თუ თქვენ პირსინგის გაკეთება გადაწყვიტეთ, აუცილებელად გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციების გავრცელება და დისკომფორტი.

11. მოიშორეთ ზედმეტი ტუში
ხშირად ძნელია თავიდან ავიცილოთ ტუშის კანზე გადმოსვლა. ამისათვის წაისვით ტუჩის ბალზამი იმ ადგილებში, საიდანაც ტუშის მოშორება გსურთ.

12. თვალის ჩრდილი
ბალზამი საშუალებას მოგცემთ გაიუმჯობესოთ თვალის ჩრდილი. წაისვით ტუჩის ბალზამი ქუთუთოებზე. თქვენ აღარ დაგჭირდებათ ძვირადღირებული პროდუქტები.

როგორც ხედავთ, ჩვეულებრივი ტუჩის ბალზამი შეიძლება თქვენთვის შეუცვლელი გახდეს.