გაიგეთ რომელი ცნობილი ადამიანი იქნებოდა თქვენი საუკეთესო მეგობარი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2596

მაშინაც კი, თუ თქვენ სკეპტიკოსი ხართ, მაინც ვერ შეძლებთ უარყოთ სხვადასხვა ასტროლოგიური პრაქტიკა. ასტროლოგია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია ადამიანების თავსებადობის დასადგენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზოდიაქოს ნიშნების მეგობრობა.
რა შეგვიძლია გითხრათ ცნობილ ადამიანებზე? რა თქმა უნდა, ყოველდღიურად თვალს ვადევნებთ მათ ცხოვრებას, ვეცნობით მათ ახალ თავგადასავლებს, თუმცა საინტერესოა, რომელი მათგანი იქნებოდა თქვენი საუკეთესო მეგობარი.

ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მინიმუმ 2 ვარსკვლავებს, რომელთანაც თქვენი მეგობრობა უდეალურად განვითარდებოდა.

1. კირჩხიბი
თუ თქვენ ამ ნიშნის ქვეშ დაიბადეთ, თქვენთვის კამერონ დიასი ან პრინცი ჰარი იდეალური მეგობარი იქნებოდა. თუ შეხვდებით მათ აუცილებლად აირჩიეთ ერთ-ერთი მათგანი მეგობრად. თქვენს შორის ნდობა და ურთიერთპატივიცემა აუცილებლად იქნება.

თქვენ ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ, თუმცა გარკვეულწილად მაინც ჩაკეტილი. მხოლოდ განსაკუთრებულ პარტნიორს ენდობით. ასეთი ნიშანი მხოლოდ ქალწულია. თქვენ მხარდაჭერას ელით პარტნიორისგან. ქალწული იდეალურად შეინახავს თქვენს ყველა საიდუმლოს.

2. ვერძი
ვერძისთვის სასწორთან ურთიერთობა იდეალური იქნება. ისინი ერთმანეთს დააბალანდებენ. თქვენ სრულყოფილები იქნებით თუ თქვენს გვერდით იქნებიან ვილ სმიტი ან ქეით უინსლეტი.

მოუთმენლობა და თავგადასავლებისთვის მუდმივად მზადყოფნა თქვენი ხასიათის ნაწილია. ამიტომ გჭირდებათ მშვიდი მეგობარი, რომ დროულად შეაჩეროს თქვენი იმპულსები. სტაბილურობა და სიმშვიდე, ეს არის სასწორთან მეგობრობის ძირითადი უპირატესობა.

3. კურო
კუროსთვის კირჩხიბი მშვენიერი ვარიანტია. როგორ მოგწონთ პრინცესა დიანასთან ან ტომ ჰენკსთან მეგობრობის პერსპექტივა?

კუროს და კირჩხიბის ტანდემი სრულყოფილია – ეს ნიშნები ერთმანეთს ავსებენ. კურო საკმაოდ აქტიური და დაუღალავია და სწორედ ჰარმონია და სიმშვიდე სჭირდება. კირჩხიბთან ერთად ნებისმიერი მიზნის მიღწევა მისთვის გაცილებით მარტივია.

4. ტყუპები
ლომები საუკეთესოები არიან ტყუპებისთვის. თქვენთვის საუკეთესო მეგობრები იქნებიან ჯენიფერ ლოპესი და კრის ჰემსვორტი.

ტყუპებს სხარტი გონება არ აძლევთ მოდუნების საშუალებას. ლომები შეძლებენ მუდმივი აქტიურობა შეაწყვეტინონ და დაეხმარონ ჯანმრთელობაზე ან სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ყურადღების გადატანაში. ლომებს შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვთ. ტყუპები და ლომი ერთად იდიალური გუნდია და ნებისმიერი გამოწვევისთვის მზადაა.

5. ლომი
თხის რქა ლომისთვის მშვენიერი პარტნიორია. მაგალითად, ქეით მიდლტონი და დენზელ ვაშინგტონი იდეალური მეგობრები იქნებოდნენ თქვენთვის.

ზოდიაქოს ნიშნებს შორის თქვენი ზოდიაქო დომინანტია. ისინი ლიდერებად არიან დაბადებულნი და საკმაოდ ჯიუტად ისწრაფიან მიზნისკენ. თხის რქა ყველაფრის ორგანიზებაში დაგეხმარებათ. მისგან ბევრი ახალი რამის სწავლას შეძლებთ.

6. ქალწული
თქვენი ვარსკვლავური მეგობრები არიან მორიელები ლეონარდო დიკაპრიო და ემა სტოუნი.

მორიელებს ტალანტის აღმოჩენა შეუძლიათ და სწორედ ამაში დაეხმარებიან ქალწულებს. ეს ორი ნიშანი არ ეგუება დამარცხებას. ისინი ყველა პრობლემას ერთად გადაჭრიან. ქალწულის და მორიელის ტანდემი ერთ-ერთ ყველაზე საიმედოდ ითვლება.

7. სასწორი
რას იტყვით ტყუპებზე, ანჯელინა ჯოლისთან და ქანიე ვესტთან მეოგბრობაზე?

ორივე ჰაერის ნიშანია და მარტივად ამყარებენ ურთიერთობებს. სასწორი მუდმივად სწორი გადაწყვეტილების ძიებაშია, ტყუპები კი – საკმაოდ მარტივი ადამიანები არიან, რომლმებთანაც ყოფნა არასოდეს მოგბეზრდებათ.

8. მორიელი
თქვენი საუკეთსო მოგაბარია მერწყული. მაგალითად, ჯენიფერ ენისტონი და ოპრა.

ამოუცნობი და მამაცი მორიელი საკმაოდ ჩაკეტილია და არ სურს თავისი გრძნობების აფიშირება. მერწყულს ყველაზე მეტად ესმის მათი და მხარს უჭერენ. მორიელები საკმაოდ ლოიალურები არიან. ვინც მათ დაფარულ გრძნობებს აღმოაჩენს, ისინი მთლიანად გაარკვევენ საკუთარ გრძნობებში.

9. მშვილდოსანი
მათი საუკეთსო მეგობარია ლომი. სანდრა ბულოკი და რობერტ დე ნირო საუკეთესო პარტნიორობას გაგიწევენ.

მშვილდოსნები ავანტიურიტები არიან. უყვართ მოგზაურობა და თავიანთი მსგავსი ენთუზიასტები სჭირდებათ. ენერგიული, თავდაჯერებული და მამაცი ლომი მათი იდეალური თანხმხლები იქნება, მათ მუდმივად დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ.

10. თხის რქა
თხის რქისთვის საუკეთესოა თევზები – დრიუ ბერიმორი და დანიელ კრეიგი.

პრაგმატული თხის რქა არ არის მიდრეკილი ხალხთან ურთიერთობისკენ. თევზები მათ ყველაფერში დაეხმარებიან. ორივე ნიშანი თავგანწირვისკენ არის მიდრეკილი და ერთმანეთს იდეალურად შეავსებს.

11. მერწყული
მერწყულზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდებს კურო. მათთვის საუკეთესო მეგობრები არიან ჯორჯ კლუნი და ადელი.

თავშეკავებული მერწყული არ არის ძალიან მომთხოვნი. ისინი იშვიათად იჩენენ ინიციატივას. კურო სავსეა ენერგიით და მერწყულის მამოძრავებელი ძალა იქნება. ისინი მუდმივად არიან მზად დაეხმარონ მეწყულს წარმატების მიღწევაში და მუდამ დაუჭერენ მხარს.

12. თევზები
თევზებისთვის იდეალურია კურო – უმა თურმანი და ჩანინგ ტატუმი.

თევზები საკუთარ სამყაროში არიან ჩაკეტილები, ხოლო კურო რეალურად ისწრაფვის მიზნისკენ და თევზებსაც ამაში დაეხმარება, თუმცა თევზები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი იდეალები და პრინციპები შეინარჩუნონ.

ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, თუმცა მხოლოდ ვარსკვლავებზე არ ვრცელდება. დარწმუნებულები იყავით, რომ თქვენს ცხოვრებაში იქნებიან ადამიანები, რომლებთანაც ჯერ არ მეგობრობთ, თუმცა თქვენთვის საუკეთესო მეგობრობის გაწევა შეუძლიათ.