6 რჩევა ვენების  ვარიკოზული გაფართოების თავიდან ასაცილებლად

2789
6 რჩევა ვენების  ვარიკოზული გაფართოების თავიდან ასაცილებლად
6 რჩევა ვენების  ვარიკოზული გაფართოების თავიდან ასაცილებლად

ვარიკოზული ვენების გაფართოების თავიდან აცილების და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება დღეში რამდენიმე წამით ფეხების ზემოთ აწევაა, რომ ვენებში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდეს.

ვარიკოზული ვენები გაფართოებული ვენებია, რომლებიც კანზე ნათლად ჩანს, ჩვეულებრივ სხეულის ქვედა ნაწილში სისხლის მიმოქცევის პრობლემის გამო ჩნდება. გთავაზობთ 6 მთავარ რჩევას, რომლებიც ვენების ვარიკოზული გაფართოების თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკას წარმოადგენს.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ სისხლი გულთან ნორმალურად ვერ ბრუნდება, ან ქსოვილებში ანთებითი პროცესის შედეგია, ან ვენებში სარქველი, რომელიც სისხლის კარგ მიმოქცევას უზრუნველყოფს, დროთა განმავლობაში სუსტდება.

ვარიკოზი ყოველთვის ესთეტიკურ პრობლემად განიხილება, რადგან წითელი ან იისფერი ფერის ვენები კანზე მკვეთრად გამოხატული ჩანს. გარდა ამისა, ჯანმრთელობის საკითხი ასევე მნიშვნელოვანია, რადგან გაფართოებული ვენები იწვევენ სიმძიმის განცდას, ტკივილს და სხვა უსიამოვნო სიმპტომებს, რაც ცუდ სისხლის მიმოქცევას ახლავს.

საბედნიეროდ, ზოგიერთი კარგი ჩვევა ვარიკოზული ვენების გაჩენის რისკს ამცირებს, განსაკუთრებით თუ მათ პრაქტიკას ადრეული ასაკიდან დაიწყებთ.

ვენების ვარიკოზული გაფართოების პროფილაქტიკა

  1. აკონტროლეთ წონა

ვარიკოზული ვენების გაჩენა ჭარბი წონის ერთ-ერთი გამომწვევი შედეგია. ჭარბი წონა სისხლის ნორმალურ მიმოქცევას ხელს უშლის, რაც კაპილარების ანთებით რეაქციას იწვევს.

რჩევა:

  • აკონტროლეთ თქვენს რაციონში შემავალი კალორიები და ცხიმები;
  • თქვენი დიეტა ძირითადად ხილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულისგან უნდა შედგებოდეს;
  • რეგულარულად შეასრულეთ ვარჯიშები, დღეში მინიმუმ 30 წუთით;
  • თუ თქვენი წონა ნორმას ძალიან აჭარბებს, სპეციალისტს მიმართეთ.
  1. კომფორტული ფეხსაცმელი ჩაიცვით

დაბალ ქუსლიანი ფართო ფეხსაცმლის არჩევა შეიძლება სისხლის მიმოქცევის პრობლემის თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი ფაქტორი იყოს.

მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი სარქველებს ასუსტებს. ეს მათ სტაგნაციას და შემდეგ ანთებას იწვევს.

რჩევა:

  • მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას მოერიდეთ. მისი სიმაღლე 5 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
  • დროის უმეტეს ნაწილში უქუსლო ფეხსაცმელი შეარჩიეთ, რომელიც ფეხზე კომფორტულად გაქვთ და ფეხების ვენტილაციას ხელს არ უშლის.
  1. ბევრი წყალი დალიეთ

ადამიანებს, რომლებიც ცოტა წყალს სვამენ, ხშირად სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა აქვთ, ვიდრე მათ, ვინც დღეში 2 ლიტრამდე წყალს სვამს.

ეს სითხე, ყველა ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სისხლს იდეალურ თხევად მდგომარეობას უნარჩუნებს, მის სხეულის ნებისმიერ ნაწილში მიწოდებას უზრუნველყოფს.

რჩევა:

  • დარწმუნდით, რომ დღეში 6-დან 8 ჭიქამდე წყალს სვამთ;
  • თუ უბრალო წყლის დალევა არ შეგიძლიათ, წყალს ლიმონის წვენი დაუმატეთ ან მცენარეების ნაყენებით და ნატურალური ხილის წვენებით ჩაანაცვლეთ;
  1. ძალიან მჭიდრო ტანსაცმელი არ ჩაიცვათ;

ძალიან მჭიდრო ტანსაცმელმა შეიძლება ვარიკოზული ვენების გაჩენა გამოიწვიოს. ჯინსები, ქამრები, და ტანსაცმლის სხვა ნივთები, რომლებიც ფეხების მოჭერას იწვევს, სისხლის მიმოქცევას ხელს უშლის, დროთა განმავლობაში კი ესთეტიკურ პრობლემას იწვევს.

რჩევა:

  • თავისუფალი სტილის ტანსაცმელი ატარეთ, რომელიც ნატურალური ქსოვილისგან არის შეკერილი.
  • შარვლის ან სხვა ტანსაცმლის შეძენისას სწორი ზომა შეარჩიეთ.
  1. ფეხები ზემოთ ასწიეთ

ისეთი მარტივი რამ, როგორიცაა ფეხების ზემოთ აწევა, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ვარიკოზულ ვენებს თავიდან აგაცილებთ. ეს ვარჯიში სისხლის ზედა ორგანოებში დაბრუნებას ხელს უწყობს და ამასთან დიდი ხნით სიარულის შემდეგ ფეხების მოდუნებაში ხელს შეგიწყობთ.

რჩევა:

  • ფეხებით ზემოთ შესაძლებლობის მიხედვით 2 ან 3 წუთით ასწიეთ;
  • ეს ვარჯიში სამუშაო დღის დასრულების შემდეგ შეასრულეთ;
  • ეცადეთ ფეხები ზემოთ ასწიოთ, თუ დიდხანს ერთ მდგომარეობაში იმყოფებით.
  1. ჭარბი მარილის მიღებას მოერიდეთ

მარილი სამზარეულოში ყველაზე ხშირად გამოიყენება. მას ბევრ კერძში ვხვდებით და სამწუხაროდ რაციონიდან მისი სრულად ამოღება შეუძლებელია.

ბევრმა არ იცის, რომ მარილის ჭარბი მოხმარება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემებს იწვევს.

მარილი ორგანიზმში სითხეს აკავებს, ეს კი შეშუპებას და ანთებას იწვევს, სისხლის მიმოქცევას აფერხებს, რაც ვარიკოზული ვენების და ცელულიტის გაჩენასთან პირდაპირ კავშირშია.