5 სამკურნალო ბალახი, რომელიც სისხლის მიმოქცევას გაგიუმჯობესებთ

3220

თუ გადაწყვიტეთ რაიმე მედიკამენტის მიღება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, ჩვენ გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან, ვინაიდან თავიდან აიცილოთ უკუჩვენებები.
სისხლის მიმოქცევის სრულყოფისთვის ჩვენ გვეხმარება ჟანგბადის და ნუტრიენტების სწორი ტრანსპორტირება სხვეულის ყველა ორგანოში.
სისხლის მიმოქცევა აქტიურდება გულის კუნთის უწყვეტი მუშაობის გამო, რომელიც ტუმბავს სისხლს და აწვდის სხეულის ყველა ორგანოს.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სისხლის მიმოქცევა, რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის პრობლემები.
რა საკვირველია, არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც უარყოფიდან მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, თუმცა არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომელიც აღგიდგენთ მას.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე ბუნებრივ საშუალებას, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზმში სწორ სისხლის მიმოქცევას და თავიდან აგაცილებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც სწორედ ცუდი სისხლის მიმოქცევისგან არის გამოწვეული.

1. ტავოლგას სასმელი


ტავოლგა არის ერთ-ერთი სამკურნალო მცენარე, რომელიც შეგინარჩუნებთ კარგ სისხლის მიმოქცებას, ვინაიდან ის ხელს უწყობს ფლავონოიდებს, რომელიც ცნობილია, რომ არტერიაში სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს.

მასალები:
1 ჭიქა წყალი (250 მლ)
2 ჩ.კ. ტავოლგას ყვავილი

მოხმარების წესი:
თუ თქვენ გაწუხებთ სისხლის მიმოქცევის პრობლემები, მიიღეთ ეს სასმელი დღეში 2 დან 3 ჭიქამდე.

2. ტირიფის ქერქის სასმელი
ტირიფი ცნობილა თავისი სამკურნალო თვისებებით. ის აუმჯობესებს სიხლის მიმოქცევას და ამცირებს კარდიოვასკულარული სისტემის დაავადების რისკს.

მასალები:
1 ჩ.კ. ტირიფის ქერქი (5 გ)
1 ჭიქა წყალი (250 გ)

მომზადება:
10 წუთის განმავლობაში ტირიფის ქერქი მოათავსეთ მდუღარე წყალში.

მოხმარების წესი:
ეს სასმელი დღეში მხოლოდ ერთხელ უნდა მიიღოთ. დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზს დააზიანებს.

შენიშვნა: მისი მიღება არ შეიძლება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ასპირინზე ალერგგია აქვს. ასევე არ არის რეკომენდირებული მიიღონ მათ, ვისაც აქვს წყლულები და ასთმა.

3. როზმარინის და ლიმონის ბალზამის სასმელი

ეს სასმელი ხელს შეგიწყობთ ვენების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევის სისტემა.

მასალები:
1 ჩ.კ. როზმარინი (5 გ)
1 ჩ.კ. ლიმონის ბალზამი
1 ჭიქა წყალი (250 გ)

მომზადება:
როზმარინს დაამატეთ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10 წუთი.

მოხმარების წესი:
ეს სასმელი უნდა მიირთვათ კვირაში სამჯერ, დღეში 2-ჯერ.

4. გინგო ბილობის სასმელი
ეს არის კიდევ ერთი პოპულარული და ბუნებრივი საშუალება სისხლის მიმოქცევის გასაუჯმობესებლად.
მას შარდმდენის ფუნქცია აქვს, რაც ხელს შეუშლის სხეულში სითხის შეკავებას და შეამცირებს ქოლესტერინს.

მასალები:
1 ჭიქა წყალი (250 გ)
1 ს.კ. გინგო ბილობი.

მომზადება:
ჩაყარეთ წყალში და აადუღეთ, ხოლოს ამის შემდეგ გააჩერეთ 10 წუთი.

მიღების წესი:
დალიეთ ყოველდღე შუადღეს.

5. სასმელი ,,ცხენის კუდი”

სწორედ ამ სახელითაა ეს სასმელი ცნობილი. ის ფართოდ არის გავრცელებული. მას შარდმდენი და ანთების საწყინააღმდეგო თვისებები აქვს. ეს მცენარე ხელს შეუწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

მასალები:
1 ჭიქა წყალი (250 გ)
1 სუფრის კოვზი ,,ცხენის კუდი”

მომზადება:
წყალი დაადგით ცეცხლზე, როდესაც ადუღდება მცენარე დაუმატეთ და ასე დატოვეთ 2 წუთი. შემდეგ გადმოდგით და როდესაც სასმლის ტემპერატურა მისაღები იქნება თქვენთვის, რომ დალიოთ, მაშინ მიირთვით.

მოხმარების წესი:
ამ სასმლის მიღების ხანრძლივობა მინიმუმ 2 კვირას უნდა გაგრძელდეს. მიირთვით დღეში 2-3 ჭიქა.

თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, აირჩიეთ ამ მცენარეებიდან ერთ-ერთი და მიირთვით. ყველა მათგანი ძალიან სასარგებლო და ეფექტურია.
არ დაგავიწყდეთ, რომ ამ პრობლემის გასამკლავებლად მხოლოდ ეს სასმელი საკამრისი არ არის, აუცილებელია დაბალანსებული დიეტა და ფიზიკური აქტივობა.