ოჯახის ჰოროსკოპი: როგორ მივხვდეთ რომ თქვენი პარტნიორი რაღაცით უკმაყოფილოა, თუ ვიცით მისი ზოდიაქოს ნიშანი

2010
ოჯახის ჰოროსკოპი: როგორ მივხვდეთ რომ თქვენი პარტნიორი რაღაცით უკმაყოფილოა, თუ ვიცით მისი ზოდიაქოს ნიშანი
ოჯახის ჰოროსკოპი: როგორ მივხვდეთ რომ თქვენი პარტნიორი რაღაცით უკმაყოფილოა, თუ ვიცით მისი ზოდიაქოს ნიშანი

ასტროლოგების აზრით, ნეგატიურ სიტუაციებზე ჩვენი რეაქცია დამოკიდებულია არა მხოლოდ ხასიათზე, არამედ დაბადების მომენტში ვარსკვლავების განლაგებაზე. ეს ჰოროსკოპი ოჯახის მქონე ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლოა. პარტნიორის ზოდიაქოს ნიშნის ცოდნა დაგეხმარებათ, გაიგოთ თუ ურთიერთობაში რით არის უკმაყოფილო.

ვერძი

ამ ნიშნის წარმომადგენლები როცა გაბრაზებულები არიან, უბრალოდ საკუთარ თავში იკეტებიან. თუ თქვენი პარტნიორი ვერძი ბოლო დროს ძალიან ჩუმად არის და ცდილობს ინტიმურ ურთიერთობას თავი აარიდოს, უმჯობესია დაუყონებლივ დაინტერესდეთ და ჰკითხოთ თუ ურთიერთობაში რა არ მოსწონთ.

კურო

როცა ამ ნიშნის წარმომადგენელი უკმაყოფილოა, ის ჭამაზე უარს ამბობს. თუ თქვენი პარტნიორი კურო გემრიელ კერძზე უარს ამბობს და ცხოვრებით ტკბობას წყვეტს, შეგვიძლია გითხრათ რომ ის ურთიერთობაში უბედურია.

ტყუპები

თუ პარტნიორმა ტყუპებმა თქვენთან საუბარი შეწყვიტა, ეს ცუდის ნიშანია. შესაძლოა, მისი ნერვიულობა თქვენს ურთიერთობაზე კავშირში არ იყოს, მაგრამ ვერ გაიგებთ ასეა თუ არა, სანამ არ ჰკითხავთ!

კირჩხიბი

თუ ეს მოსიყვარულე და მზრუნველი ნიშანი რაიმეთი უკმაყოფილოა, თქვენზე ზრუნვას შეწყვეტს. მაგ., საძინებელში ყავას აღარ მოგართმევთ ან ერთად ვახშმის მომზადების სურვილი არ ექნება, როგორც ადრე. თუ ეს ასეა, იქნებ დროა ამაზე ისაუბროთ?

ლომი

თუ თქვენი პარტნიორი სახლში დარჩენას ამჯობინებს იმის ნაცვლად, რომ ერთად რომელიმე მორიგ წვეულებაზე წახვიდეთ, დაფიქრდით. რა თქმა უნდა, ასეთი ქცევა შეიძლება ურთიერთობის გამო არ იყოს გამოწვეული, ამიტომ იმწამსვე ცუდზე ნუ იფიქრებთ. მაგრამ საუბარი მაინც ღირს!

ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენელი თუ ურთიერთობაში უკმაყოფილოა, მისი ზე-კრიტიკული საქციელით ყველაფერს მიხვდებით. რაც არ უნდა გააკეთოთ, ეს ქალწულისთვის საკმარისად კარგი არ იქნება.

სწორედ ამიტომ, თუ თქვენმა ჩვეულებრივ კეთილმა პარტნიორმა ყველა წვრილმანზე გამოკიდება დაიწყო, დროა თქვენს ქცევაზე დაფიქრდეთ!

სასწორი

მაშინაც კი, როცა სასწორი თავს ძალიან უბედურად გრძნობს, ღიმილს აგრძელებს! თუმცა თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ პარტნიორმა თქვენთან კომუნიკაცია შეამცირა. საუკეთესო დროა დახმარების ხელი გაუწოდოთ!

მორიელი

როცა ამ ნიშნის წარმომადგენელი უკმაყოფილოა, პარტნიორს საყვედურებით ავსებს. სწორედ ამიტომ, თუ პარტნიორი მორიელი მოულოდნელად აგრესიული და გაღიზიანებული გახდა, პრობლემის გამოსასწორებლად გულწრფელად ესაუბრეთ.

მშვილდოსანი

თუ თქვენი პარტნიორი, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული, ხუმრობას წყვეტს, ეს აშკარა ნიშანია რომ ის ურთიერთობაში უკმაყოფილოა. პირად ცხოვრებაში პრობლემაზე მიუთითებს პესიმიზმის უეცარი ამოფრქვევა, რომელიც მშვილდოსნისთვის დამახასიათებელი არაა.

თხის რქა

როცა თხის რქა პარტნიორი უკმაყოფილოა, თავის კომფორტულ ზონაში შესვლის უფლებას აღარ გაძლევთ. თითქმის აღარ გეპატიჟებათ სახლში, იშვიათად გირეკავთ და გწერთ. თუ ეს ასეა, აუცილებლად უნდა ჰკითხოთ თუ რაშია საქმე. რაც უფრო მალე შეამჩნევთ და ისაუბრებთ, მით უკეთესი.

მერწყული

როცა პირად ცხოვრებაში უბედური არის, მერწყული საკუთარ თავში იკეტება. თქვენ ადვილად შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ პარტნიორი უკმაყოფილოა, თუ მეგობრებთან ურთიერთობას შეწყვეტს.

თევზები

როცა ამ ნიშნის წარმომადგენელი რაიმეთი უკმაყოფილოა, დიდ ყურადღებას პირად ჯანმრთელობას უთმობს და აკეთებს იმას, რაც „უკეთ ყოფნის საშუალებას აძლევს“. მაგ., შეიძლება შეამჩნიოთ, რომ პარტნიორმა უფრო მეტი ძილი ან ფიზიკური ვარჯიშით გატაცება დაიწყო.

მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანებს, სამწუხაროდ, ფიქრების წაკითხვა არ შეუძლიათ. ბევრი კი ცხად ნიშნებსაც ვერ ამჩნევს! სწორედ ამიტომ, თუ პრობლემის არსებობაში ეჭვი შეგეპარათ, მაგიდასთან დასხედით და პრობლემა განიხილეთ. თქვენ გაოცდებით, თუ ამ მარტივი გზით რამდენი საკითხის მოგვარება შეიძლება.