10 ნიშანი, რომ თქვენი მფარველი ანგელოზი ძალიან ახლოს არის

2890
10 ნიშანი, რომ თქვენი მფარველი ანგელოზი ძალიან ახლოს არის
10 ნიშანი, რომ თქვენი მფარველი ანგელოზი ძალიან ახლოს არის

ჩვენ ხშირად გვანუგეშებს ფიქრი იმაზე, რომ მფარველი ანგელოზი გვერდში გვიდგას, გვიყურებს და ცხოვრების რთულ მომენტებში გვიცავს. ეს აზრი ყველაზე რთულ სიტუაციებში კი იმედს გვაძლევს და ზოგჯერ მართლად სასწაული ძალით უბედურებას თავიდან ვიცილებთ.

არსებობს თეორია, რომ მფარველი ანგელოზი ჩვენი ახლობელი ადამიანები არიან, რომლებმაც ეს სამყარო ფიზიკურად უკვე დატოვეს, მაგრამ სულიერად ჩვენთან დარჩნენ. ისინი შეუმჩნევლად ჩვენს სიახლოვეს არიან და ცდილობენ დაგვიცვან და უბედურების შესახებ გაგვაფრთხილონ.

რა გვიდასტურებს მათ არსებობს? აი, ეს 10 ნიშანი!

1.ფიგურები ღრუბლებში

ბავშვობაში, ალბათ, მინდორზე დაწოლილს ხშირად ღრუბლებს უყურებდით და მათში ნაცნობი ფორმების დანახვას ცდილობდით. თუმცა, თუ ცაში ახედვისას გარდაცვლილი საყვარელი ადამიანის სახეს გამოკვეთილად დაინახავთ, ეს შემთხვევითობა არაა.

სულებს ღრუბლების გამოყენება შეუძლიათ, რომ შეტყობინება გამოაგზავნონ, ნიშანი მოგვცენ, რომ ისინი არსებობენ. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი აღმოჩენები ან ბუმბული, ან სურათი, რომელიც თქვენ კონკრეტულ ადამიანს გახსენებთ.

2.ფერი

ცოტამ თუ იცის, რომ თითოეული ანგელოზი დაკავშირებულია ფერთან, რომელიც მის ენერგიას განსაზღვრავს. ამ ფერის არჩევით მათ ჩვენს ცხოვრებაში ვეპატიჟებით. ამასთან მათ შეიძლება ეს ფერი გამოიყენონ იმისთვის, რომ მიგვახვედრონ მათი არსებობს შესახებ. თუ ერთსა და იმავე ფერის შემჩნევას ყველგან დაიწყებთ, ამას ყურადღება მიაქციეთ. რამდენჯერმე, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შემთხვევითობა იყოს, მაგრამ თუ ეს ხშირად ხდება, შეიძლება უფრო მეტის მანიშნებელი იყოს.

3.ყურებში შუილი

თუ ყურებში შუილს გრძნობთ, რომელსაც ფიზიკური ახსნა არ აქვს, ყურადღება მიაქციეთ. როდესაც სულიერი არსება ცდილობს ჩვენ რაღაც ინფორმაცია გადმოგვცეს, ეს ხშირად „დატვირთვით“ მოხდეს, მეორე მხრიდან უფრო მაღალი ინფორმაციის მოწოდების გამო.

რადგან ეს ინფორმაცია სულიერ დონეზე გადმოდის, შეიძლება ვერც კი შევამჩნიოთ, გამონაკლის ყურებში ზუზუნი წარმოადგენს.

4.მუსიკა

ამბობენ, რომ მუსიკა უნივერსალური ენაა, რომელიც ყველა ენის, კულტურის და ერის კომუნიკაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობის საშუალებას იძლევა. ასევე მას სულიერი სამყაროდან შეტყობინების გამოგზავნა შეუძლია. არსებობს კონკრეტული სიმღერა, რომელიც გარდაცვლილ მეგობართან ან ოჯახის წევრთან არის დაკავშირებული?

თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ კონკრეტული სიმღერის თავიდან ამოგდება არ შეგიძლიათ ან ამჩნევთ სიმღერას ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდეთ. შეიძლება ეს უბრალოდ დამთხვევით ახსნათ, მაგრამ ასევე სავსებით შესაძლებელია რომ სულიერი სამყაროდან შეტყობინებას წარმოადგენდეს.

5.ანგელოზის ჩარევა

ეს ერთ-ერთი ყველაზე ესქტრემალური ნიშანია. საქმე ეხება ადამიანებს, რომლებიც ცხოვრების რთული სიტუაციიდან ვერ გამოვიდოდნენ რომ არა სასწაული. მაგ., ავტობუსზე დაგვიანების გამო აეროპორტში დროულად მისვლა და გაფრენა ვერ მოახერხეთ, რომელიც მოგვიანებით ჩამოვარდა. ასეთი რამ უბრალოდ სასწაული და ღვთაებრივი ჩარევის მაგალითია. ეს იმის მანიშნებელია, რომ ვიღაც გიცავთ.

6.პეპლები

ბევრ რელიგიასა და კულტურაში პეპელა ცვლილებების და ტრანსფორმაციის სიმბოლოდ ითვლება. გარდაცვალების შემდეგ სული შეიძლება სულ სხვა სახით წარმოგვიდგეს. ამის ნაცვლად შეიძლება გამოიყენონ პეპლები, რომ ხელი გამოგვიწოდონ და გვითხრან, რომ ჩვენ გვერდით არიან.

7.ცხოველები

ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა ხდება თქვენს გარშემო, როცა ცხოვრების რთული დრო გაქვთ. თუ ემოციურად ამოწურული ხართ და ამჩნევთ ცხოველებს ან ფრინველებს, რომლებიც თქვენს ახლოს არიან, ან გიახლოვდებათ ისე თითქოსდა დახმარებას გთავაზობენ, იცოდეთ ეს სულია.

მართალია მფარველ ანგელოზს ყოველთვის პირდაპირ დაკავშირება არ შეუძლია, მაგრამ სხვა სულიერი არსების დახმარებით მხარდაჭერას გვიჩვენებენ.

8.თეთრი ბუმბული

თეთრი ბუმბული უკვე დიდი ხანია სიწმინდისა და მშვიდობის სიმბოლოდ ითვლება, რომელიც ანგელოზთან არის კავშირში. თუ მიწაზე ბუმბულს ხედავ, ჩათვალეთ რომ ეს მხოლოდ დამთხვევა არაა. იმის მიუხედავად, უბრალოდ შეხედავთ თუ აიღებთ სახლში წაიღებთ, ეს ბუმბული იმის ნიშანია, რომ ანგელოზი გიყურებთ.

9.სანთლები ან სინათლის გაელვება

როცა სულიერი არსება ჩვენს სამყაროში შემოდის, ისინი ფიზიკური არსებები არ არიან, როგორც ჩვენ. ამის ნაცვლად ისინი გამოვლინდება როგორც ენერგია.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ფიზიკურად დანახვა არ შეგიძლიათ, თვალის კუთხეში მათი დანახვა შეგიძლიათ. ამას ხშირად სინათლის გაელვებას უწოდებენ.

10.გრძნობა ან შეგრძნება

მაშინ როცა ბევრი ფიზიკური აღქმადი ნიშანი არსებობს, რომლებიც ყურადღებაში უნდა ვიქონიოთ, საკუთარი ინტუიციის ძალა ყოველთვის დააფასეთ. ზოგჯერ თქვენ უბრალოდ იცით, რომ ის თქვენს გვერდით არის.

თუ ამ გრძნობას კომფორტი, უსაფრთხოება და სითბო ახლავს, ეს იმის მანიშნებელი შეიძლება იყოს, რომ მფარველი ანგელოზი თქვენს უკან არის. შეიძლება იგრძნოთ რომ ვიღაც გიყურებს ან მხარზე ხელს გადებთ.

მფარველ ანგელოზებს სხვა მეთოდებიც აქვთ იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში მათი არსებობის შესახებ შეგატყობინოთ. ამ ნიშნებს ყურადღება მიაქციეთ და შესაძლოა ეს დაგეხმაროთ, რომ უბედურება თავიდან აიცილოთ ან ბედნიერებას შეხვდეთ.