რომელ ცხოველს შეიძლება შევადაროთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? აი პასუხი

2887
რომელ ცხოველს შეიძლება შევადაროთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? აი პასუხი
რომელ ცხოველს შეიძლება შევადაროთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? აი პასუხი

ქალებს ხშირად მტაცებელ ცხოველებს ადარებენ და არა შემთხვევით! თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს თავისი ცხოველი შეესაბამება. დღეს გიამბობთ, თუ რომელ ცხოველს ჰგავს ქალი დაბადების თარიღის მიხედვით:

ვერძი – ენოტი

ნამდვილი მებრძოლები, რომელთაც არაფრის და არავის არ ეშინიათ. ისევე, როგორც ვერძი-ქალი, რომლებიც, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან საყვარლები არიან. სანამ ნადირობა დაიწყება…

კურო – დათვი

დათვის სახე ყველაზე დიდ სადავო ასოციაციებით გამოირჩევა: ის ერთდროულად საშიში მტაცებელი, ტყის მეპატრონე და თაფლის მოყვარული მხიარული ბუმბერაზია. ვინ არის ის სინამდვილეში? შეხედეთ კურო ქალს და თავად მიხვდებით. როგორც ნამდვილი დათვი, ის საკუთარ თავთან განმარტოებით ყოფნას უპირატესობას ანიჭებს.

ტყუპები – ბარხანის კატა

მტაცებელი ცხოველი მომხიბვლელი არსება, რადგან ზრდასრული კატაც კი კნუტს ჰგავს. ამავე დროს ბარხანის კატის ნახვა მხოლოდ სასოწარკვეთილ მოგზაურებს და ნატურალისტებს შეუძლიათ, რადგან ყველაზე მშრალ და უკაცრიელ ადგილებში ცხოვრობს და ხალხთან შეხვედრას თავს არიდებს.

ქალ ტყუპს ასევე უყვარს თავისი შინაგანი სამყარო, რომელიც გვერდიდან შეიძლება უსიცოცხლო უდაბნოს ჰგავდეს. სინამდვილეში მათი შინაგანი სამყარო – ეს ნამდვილი მჭიდროდ დასახლებული მეგაპოლისია.

კირჩხიბი – ძუ ლომი

ქალი კირჩხიბი, როგორც ძუ ლომს, ნამდვილი მამაკაცი ლომი სჭირდება. ისეთი, რომლის დანახვაც შორიდან შესაძლებელი იქნება. მისი ყურადღების მიპყრობით, შეგიძლიათ თავი დიდად არ შეიწუხოთ, რადგან ქალი კირჩხიბი, ისევე როგორც ძუ ლომი, ყველაფერზე თავად იზრუნებს. ის სანადიროდაც წავა და ბავშვებსაც მოუვლის და სახლში წესრიგსაც დაიცავს. მამაკაცი მისთვის დაცვას და მხარდაჭერას წარმოადგენს, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ ის ნამდვილი მამაკაცი ლომი იქნება.

ლომი – სახლის კატა

ლამაზი, რბილი და დამოუკიდებელი მტაცებელი. დღეს კატებს იმდენი გულშემატკივარი ჰყავს, რომ ეს ქალღმერთის კულტს ჰგავს. ხოლო ქალი ლომი ნამდვილი ქალღმერთია. ის მიჩვეულია, რომ მას თაყვანს სცემენ. ასევე ის მტაცებელია, როგორც კატა: ორივეს შეუძლია დიდხანს და მტკივნეულად მსხვერპლის მოკვლა.

ქალწული – მგელი

მგელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ფრთხილი მტაცებელია. ამასთან მგლებში ჩვეულებრივ ქალი მგელი დომინირებს – სწორედ ის არის პასუხისმგებელი საერთო კეთილდღეობაზე. თითქმის ისევე, როგორც ქალი ქალწული. მის გარშემო ხშირად ასობით ადამიანი იკრიბება, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ რთულ სიტუაციაში მისი დახმარების და გონიერი რჩევის მიღების იმედი ყოველთვის შეიძლება ჰქონდეთ.

სასწორი – პანდა

გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიოში ეს ერთადერთი დათვია, რომელმაც ვეგეტარიანულობა აირჩია. რა თქმა უნდა, ზოგჯერ შეიძლება ჭამონ კვერცხი, მცირე ზომის ცხოველები, ფრინველები ან მწერები, მაგრამ ყველაზე მეტად ბამბუკის ღეჭვა უყვარს. სწორედ ასე იქცევა ქალი სასწორი – აუცილებლობის გარეშე თავს არავის ესხმის. ამ დროს ათჯერ დაფიქრდება, ღირს თუ არა მოქმედება. გასაოცარი არაა, რომ მშვიდობის მოყვარულ ქალ სასწორს ყველაფერში პრაქტიკულობა უყვარს.

მორიელი – ვეფხვი

ვეფხვი საშიში და იდუმალებით მოცული კატის ოჯახის წარმომადგენელია. ვეფხვი ადამიანებს თავს ხშირად ესხმის, ამასთან მიზეზი ხშირად უცნობია. დაახლოებით ასეთივე იდუმალებით მოცულია ქალი მორიელი, რომელიც ჩვეულებრივი ნადირობის დროს ვინმეს გულს იპყრობს. რა თქმა უნდა, მათ შეიძლება ამის შესახებ ვკითხოთ, მაგრამ კითხვით გიპასუხებთ.

მშვილდოსანი – ცელნამგალა ვეშაპი

მტაცებელი ცელნამგალა ვეშაპი ძალიან ჭკვიანია, როგორც ნამდვილი სტრატეგი და ტაქტიკოსი. ამ ცხოველის მთავარი საიდუმლო არის ადამიანთან ურთიერთობა, რომელსაც თავს ესხმის. მხოლოდ იმ შემთხვევაში ესხმიან თავს, თუ მათ დაიჭერენ და ჩასვამენ ციხეში – დელფინარიუმი.

თავისუფალ სივრცეში კი ხალხთან სიხარულით ურთიერთობს. კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა ერთი შემთხვევაც, როცა ცელნამგალა ვეშაპი ადამიანს თავს ესხმის თავისუფალი ცხოვრების პირობებში. ეჭვგარეშეა, რომ ცელნამგალა ვეშაპი ისეთივე კეთილშობილია, როგორც მშვილდოსანი.

თხის რქა – ძაღლი

უძველესი დროიდან ძაღლი ერთგული შინაური ცხოველია, რომელიც ყოველთვის სახლს და მის მფლობელებს იცავს, მეპატრონეს ნადირობის დროს თან დაჰყვება და ბავშვებს ართობს. ახლა ძაღლი თითქმის ოჯახის წევრია. ასეა ქალი თხის რქაც: ის ახლობლებისა და ოჯახის წევრებისთვის ყველაფერს აკეთებს, რომელთა კეთილდღეობაც მისთვის პირველ ადგილას დგას. ეს ქალები, ძაღლის მსგავსნი არიან – ახლობლების დამხმარე ადამიანები. ისინი ყველაფერს გასცემენ, ოღონდ კი ისინი კარგად იყვნენ.

მერწყული – ქრცვინი

ქრცვინი ძალიან საყვარელი ცხოველია, რომელსაც წამში აურზაურის მოწყობა შეუძლია, ისევე როგორც ქალ მერწყულს. არ გაგიკვირდეთ, თუ დასვენების დროს უცებ აფეთქდებიან, როგორც ატომური ბომბი ჯიბეში. ორივეს მთავარი თვისება – მოულოდნელობა და სისწრაფეა, არც ეცადოთ მათი ქცევის პროგნოზირება ან მათი შეჩერება.

თევზები – მელა

მელა წითელი ლამაზმანია, ეშმაკობის და თაღლითობის სიმბოლო. გსურთ მელიას მოთვინიერება? ბევრი მუშაობა მოგიწევთ! ანალოგიურია ქალი თევზების შემთხვევაში. ისინი მიმზიდველნი, საყვარლები არიან და საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ, მაგრამ ასევე ძალიან ეშმაკები, ჭკვიანები და ზოგჯერ მზაკვრულია. ქალი თევზი მსახიობად არის დაბადებული.

და არ გვითხრათ რომ არ გაგაფრთხილეთ!