9 გარეგნული ნიშანი ქალისა, რაც მამაკაცს ინსტინქტის დონეზე აგიჟებს

2496

მამაკაცს რომ შეეკითხოთ, პირველ რიგში, რას აქცევენ ყურადღებას ქალის დანახვისას, პასუხი იქნება: მკერდი და ღიმილი. თუმცა საქმე ასე მარტივად არ არის. სინამდვილეში ეს მხოლოდ სტერეოტიპია და მიმზიდველობა დეტალებში იმალება, რასაც მრავალი ფაქტორი ადასტურებს. ეს ყველაფერი მხოლოდ აღქმის დონეზე კი არა, არამედ ბიოლოგიური ფაქტორებით არის განპირობებული.

1. გრძელი თმა

კვლევების თანახმად დასტურდება, რომ მამაკაცებს ურჩევნიათ ბუნებრივი, სქელი თმა. ისინი საკმაოდ კარგად ცნობენ ჯანსაღ და ბუნებრივ თმას. ალან მილერისა და სატოში კანაზავას წიგნში ნათქვამია, რომ ჯანმრთელი ქალები გამოირჩევიან ბრწყინვალე და ჯანსაღი თმით, ხოლო ცუდი ჯანმრთლელობის მქონენი კი პირიქით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარგად უნდა დაფიქრდეთ ვარცხნილობის შერჩევისას, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია იყოს თქვენი სტილი. მამაკაცების უმრავლესობა გრძელ თმას ამჯობინებს, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.

2. განსაკუთრებული სუნი

ადამიანის უმეტესობისთვის ცნობილია რას ნიშნავს ,,ქიმიური სიგნალები”. ქვეცნობიერ დონეზე ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. კვლევები ადასტურებს, რომ იმუნურ სისტემას აქვს საკუთარი სუნი, რასაც ქვეცნობიერი აღიქვამს. ის ჯანმრთელობასთანაც არის დაკავშირებული.

3. სიმეტრიული სახე

ესეც ასე, სილამაზის სტანდარტიც კი ზოგჯერ მათემატიკურად არის გათვლილი. სახის სიმეტრია მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ განვსაზღვროთ ქალის მიმზიდველობა. მამაკაცები ყურადღებას აქცევენ ამ კრიტერიუმს. სიმეტრიული სახე ჯანმრთელობის, კარგი გენების ნიშანია, ხოლო ასიმეტრია პირიქით – დაკავშირებულია ცუდ გენებთან და რეპროდუქციული სისტების დარღვევასთან.

4. კბილის ფერი

მეცნიერებმა სცადეს ღიმილის გავლენის შესწავლა მის მიმზიდველობაზე. მათ ფოტოშოფის გამოყენებით ფოტოებზე შეცვალეს კბილების ფერი და წარმოგვიდგინეს შედეგი: მამაკაცის ფოტოები აჩვენეს ქალებს და პირიქით. შედეგად, აღმოჩნდა, რომ ქალის კბილების მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის განურჩევლად ასაკისა. საბედნიეროდ, უამრავი გზა არსებობს კბილების გასათეთრებლად. ე.წ. ჰოლივუდური ღიმილისთვის არაა აუცილებელი ძალიან თეთრი კბილები, მთავარია კბილი არ გახდეს ყვითელი

5. გრძელი ხელები

ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომელსაც ჩვენ ან ვფლობთ, ან არა. საინტერესოა იმის ცოდნა, რომ მამაკაცებისთვის უფრო მიმზიდველია გრძელი ხელები, იმაზე უფრო მიმზიდველი ვიდრე გრძელი ფეხებია. სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, სადაც მამაკაცებს აჩვენეს 20დან 49 წლამდე ასაკის 96 ქალის ვიდეო. კვლევამ აჩვენა რომ, გრძელი ხელების მქონე ქალები უფრო მიმზიდველად შეფასდნენ. წელის ზომა ასევე მნიშვნელოვანია ასაკის მიხედვით. თუმცა, ფეხების სიგრძემ, რომელიც ასეთი საამაყოა გოგონებისთვის, მამაკაცებმა ყურადღება არ გაამახვილეს.

6. მაღალი ხმა

კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცებს ურჩევნიათ ქალს ჰქონდეს მაღალი ხმა, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს უფრო ახალგაზრდული და ქალურია. მაღალი ხმა მამაკაცებისთვის პატარა ზომებთან ასოცირდება, ხოლო შედარებით დაბალი ტონალობა უმეტესად მამაკაცის ხმისთვის არის დამახასიათებელი.

მეცნიერება აღნიშნეს, რომ ხმის ტონალობა ცხოველებშიც კი მნიშნელოვანია. დაბალი ხმა უფრო მსხვილ ცხოველთან ასოცირდება, ხოლო მაღალი ხმა უფრო გალობასთან და დაუცველობასთან.

7. ზურგი და ხერხემალი

არ არის საიდუმლო, რომ მამაკაცებს მსხვილი ფორმები მოსწონთ. სინამდვილები მიმზიდველად განიხილება ისეთი ფორმები, რომლებიც გარკვეული ცვლილებების ხარჯზე (მაგ. ვარჯიში) ჩამოყალიბდა და არა ჭარბი წონის გამო.

ბილკენტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა დევიდ ლუისმ ექსპერიმენტი ჩაატარა. ექსპერიმენტისას მან 100 მამაკაცს სთოვა ქალების მიმზიდველობის შეფასება ფოტოებიდან. მამაკაცებმა აღნიშნეს, რომ 45 გრადუსიანი კუთხის შექმნა უფრო მიმზიდველია. ყველა მამაკაცი დათანხმდა იმას, რომ უკანალის ზომა საკმაოდ მნიშვნელოვანია

8. წითელი ფერი

ანდრიუს ელიოტისა და დანიელა ნიესტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცის კონკრეტული რეაქცია წითელზე შეიძლება ბიოლოგიურად იყოს განპირობებული. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ცხოველთა სამყაროში ეს ფერი, როგორც წესი, მზადყოფნას ითვალისწინებს.

შესავალ წინასიტყვაობაში, ელიოტი და დანიელა წერენ: ,,მრავალი პრიმატისთვის, წითელი ფერი აძლიერებს მიმზიდველობას. ადამიანების პარალელური ეფექტი ჩვენს 5 კვლევაში აისახება. ” ნაწარმოების ავტორები ასევე შეთანხმდნენ, რომ მამაკაცებმა, როგორც წესი, არ იციან, თუ როგორ მოქმედენს ეს ფერი მათზე.

9. პროპორციები 7:10

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიზიკური ატრიბუტი, რომელსაც ადამიანები ყურადღებას უთმობენ, ფართო ბარძაყებია. მეცნიერთა აზრით, მამაკაცებს განსაკუთრებულად ურჩევნიათ წელისა და ბარძაყის შეფარდება 7:10, რადგან ის პირველ რიგში ითვლება. ამ პროპორციის არ მქონე ადამიანს შესაძლოა მშობიარობისას გართულებები მოჰყვეს.

რა თქმა უნდა, მამაკაცებს არ ესმით, ან აღიარებენ, რომ მიზანმიმართულად ეძებენ ამ კონკრეტულ ფაქტს. სინამდვილეში, მამაკაცებსს ქვეცნობიერად ურჩევნიათ ქალები, რომლებიც შეძლებენ ჯანსაღი შთამომავლების შექმნას. მიუხედავად ამისა, ამ საკითხში ინსტინქტების როლის უარყოფა შეუძლებელია, როდესაც არსებობს უამრავი სამეცნიერო მტკიცებულება.