ყველაზე ძლიერი დამოკიდებულება ზოდიაქოს ნიშნებში

1919
ყველაზე ძლიერი დამოკიდებულება ზოდიაქოს ნიშნებში
ყველაზე ძლიერი დამოკიდებულება ზოდიაქოს ნიშნებში

ყველა ადამიანს აქვს სავალალო ჩვევა, დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა ამას ვაღიარებთ თუ არა. დამოკიდებულება ადამიანის პიროვნულ თვისებებთან არის დაკავშირებული, ამიტომ გასაგებია რომ ასტროლოგია და ჰოროსკოპი აქ გარკვეულ როლს ასრულებს. გთავაზობთ, გაარკვიოთ თუ რა ძლიერი დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს თქვენს ზოდიაქოს ნიშანს.

ნებისმიერი დამოკიდებულების მოშორება ძალიან რთულია, მაგრამ დამეთანხმეთ, ყველა დამოკიდებულება ერთნაირად მავნე და მომწამვლელი არაა. თუმცა ცუდი არ იქნება თუ ამ ყველაფერს სხვა კუთხით შეხედავთ, რომ არაჯანსაღი და ზოგჯერ საშიში დამოკიდებულება შეამჩნიოთ.

ვერძი

ვერძს რისკის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და მას შეიძლება ადრენალინის ნარკომანი ვუწოდოთ. რაც უფრო მეტ ადრენალინს ღებულობს, მით უფრო კარგად გრძნობს თავს, ამიტომ ვერძი ყოველთვის პრობლემას და თავგადასავლებს ეძებს. მისი სარისკო ქმედება ყოველთვის სახიფათო არ არის, უბრალოდ ვერძს ნერვებზე თამაში უყვარს.

კურო

კურო, როგორც წესი, სასიამოვნო შეგრძნებებით ერთობა, რაც მისი ახირებების შესრულებას ნიშნავს. ამ ნიშნის ადამიანებს გემრიელი საკვები და მასაჟი უყვართ. ძვირადღირებულ ბრენდულ სანთლებზე, საძინებლის ნივთებზე, ყვავილებზე ფულს ხარჯავენ და ესთეტიკას დიდად აფასებენ. კუროს შეიძლება სპა-სალონების და საუნების მიმართ დამოკიდებულება გაუჩნდეს, რომ საკუთარ თავს კომფორტი შეუქმნას.

ტყუპები

ტყუპებს სოციალური ქსელები უყვარს და დღე და ღამე იქ ცხოვრობენ. საკუთარი აზრის გამოხატვა, კომენტარების დაწერა და ხალხთან ურთიერთობა უყვართ. ისინი ვირტუალურ ნაცნობებზე დროს საათობით ხარჯავენ, თუმცა ეს მათ სოციალურ ცხოვრებას რეალურ დროში ამცირებს. ტყუპები სოციალურ ქსელში სხვების პროფილებს ათვალიერებენ და ადამიანებისგან მაქსიმალურ ინფორმაციას ღებულობენ.

კირჩხიბი

კირჩხიბი პარტნიორის მიმართ დამოკიდებული ხდება, მაშინაც კი თუ ეს ღიად მომწამვლელია. ტიპიურ კირჩხიბს მარტოობას არაჯანსაღი ურთიერთობა ურჩევნია. ის თავის რჩეულს არასდროს მიატოვებს და ეცდება გამოასწოროს ყველაფერი მაშინაც კი, თუ ურთიერთობა უკვე დიდი ხნის წინ დასრულდა.

ლომი

ლომი ყურადღებაზე დამოკიდებული არის. თუ სათანადო ყურადღებას ვერ ღებულობს, მას „ლომკა“ ეწყება და მაშინ ლომი ემოციურ და დრამატულ სიტუაციას ქმნის, რომ ყველამ ყურადღება მას მიაპყროს. ის ყველა შესაძლო და შეუძლებელ რამეს გააკეთებს, რომ ხალხის წინაშე თვალწარმტაცი იყოს.

ქალწული

ქალწული გიჟდება, როცა ადამიანების წრეში ყველაზე ჭკვიანია. ცოდნა – არის ძალა და ეს ძალა ქალწულს წამლავს. მას თავისი ჭკუის, განათლების და ინტელექტის დემონსტრირება უყვარს, ზოგჯერ გადაჭარბებულადაც კი. ქალწული კანიდან ძვრება, რომ ყველაფერი იდეალურად და მაღალ დონეზე გააკეთოს, ამიტომ მათი პრობლემა ხშირად პერფექციონისტობა ხდება.

სასწორი

სასწორები გაჯეტებზე გიჟდება. როცა ისინი საზოგადოებაში არიან, მუდამ ტელეფონში ცხვირს ყოფენ, რომ სოციალური ქსელი შეამოწმონ ან მეგობრებს მიწერონ. სწორედ ასე იქცევიან მაშინ, როცა თავს არაკომფორტულად გრძნობენ ან კონფრონტაციის თავიდან აცილება სურთ.

მორიელი

მორიელი თავის ვნებებზე დამოკიდებული არის. ეს ნიშანი ყოველთვის აღწევს იმას, რაც სურს – ამასთან ნებისმიერი გზით, თუნდაც ეს ულამაზო და არასწორი იყოს. მორიელს თავისი ბუნების ბნელი მხარის გამოყენებით სურვილების ასრულება უყვარს და არავის და არაფრის წინაშე არ შეჩერდება.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ახალი გამოცდილების და ცვლილებების პროცესზე დამოკიდებული არის. თუ ერთ ადგილას ძალიან დიდხანს იმყოფება, ის მოწყენილი ხდება და თავს ცუდად გრძნობს. მშვილდოსანს მუდმივად ახალი შთაბეჭდილებები ან ახალ ადამიანთან შეხვედრები და ახალი ნაცნობებთან თავის გამოცდა უყვარს. რაც უფრო მეტს ნახავს ან „შეიგრძნობს“ მით უფრო უკეთ გრძნობს თავს.

თხის რქა

თხის რქის ყველაზე ძლიერი დამოკიდებულება – სამსახური. ის ტიპიური შრომისმოყვარე ადამიანია და შვებულება არ აინტერესებს. ეს დამოკიდებულება შეიძლება სახიფათო იყოს, განსაკუთრებით მაშინ როცა თხის რქა ტემპის შემცირებას და საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობაზე ყურადღების გამახვილებაზე უარს ამბობს.

მერწყული

მერწყული, როგორც წესი, უახლოესი ტექნოლოგიებით ერთობა. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ახალი გაჯეტი შეიძინოს, რადგან ახალი ტექნიკა მას შთაგონებას აძლევს საკუთარ საქმიან გამოგონებასა და ინოვაციაში.

თევზები

თევზებს ბევრი დამოკიდებულება აქვთ და მისი განწყობა იმაზე არის დამოკიდებული, თუ რას აკეთებს. მათ შეიძლება მიირთვან არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი ჭარბად მიიღონ და საათობით ტელევიზორის წინ დივანზე იწვნენ. როცა თევზები თავს შთაგონებულად გრძნობს, ბევრს იმუშავებს – რეცესიის პერიოდში კი შეიძლება ბევრი იძინონ ან ცუდი ჩვევებით თავი გაინადგურონ.