ეს საშუალება XXI საუკუნის სასიკვდილო დაავადებისგან დაგიცავთ – გაფრთხილებული, ანუ შეიარაღებული ხართ

2704
ეს საშუალება XXI საუკუნის სასიკვდილო დაავადებისგან დაგიცავთ - გაფრთხილებული, ანუ შეიარაღებული ხართ
ეს საშუალება XXI საუკუნის სასიკვდილო დაავადებისგან დაგიცავთ - გაფრთხილებული, ანუ შეიარაღებული ხართ

უკვე ასწლეულების განმავლობაში მორინგა და კოჭა ცნობილი არიან, როგორც მრავალრიცხოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებები და ხშირ შემთხვევაში ორივეს საოცარი შედეგები აქვს.

ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ თუ ამ ორ საოცარ ინგრედიენტს გავაერთიანებთ და სწორად შევარჩევთ დოზას, სასწაულ მოქმედ საშუალებას მივიღებთ!

მაგრამ მანამდე გავარკვიოთ, რით არის ისინი სასარგებლო. მორინგას მაგ., „სიცოცხლის ხეს“ უწოდებენ. თავდაპირველად ორივე მხოლოდ ინდოეთში, ავღანეთსა და პაკისტანში იყო ცნობილი, მაგრამ თავისი უნიკალური თვისებების წყალობით მსოფლიოს სხვა ნაწილებში პოპულარული გახდნენ.

1.თავის ტკივილი

ძველ ინდურ მედიცინაში მორინგას ფოთლებს ანთების საწინააღმდეგო თვისების გამო თავის ტკივილის, შაკიკის და თავთან დაკავშირებული სხვა ტკივილის დროს იყენებდნენ (ახლაც იყენებენ). როგორც წესი, მას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს, რომელიც ტკივილის ნებისმიერ სახეობას ამცირებს. უფრო მეტიც, მორინგა ართრიტით დაავადებული ადამიანებისთვის სასარგებლოა.

გარდა ამისა, ამ ხეში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, როგორებიცაა მაგნიუმი, რკინა, სპილენძი, კალიუმი და კალციუმი, რომლებიც ნერვული სისტემის ლოკომოტორულ ფუნქციებს აძლიერებენ.

2.სიმსივნე

მეცნიერება ამბობს, რომ მორინგის ფოთლების ექსტრაქტი პოპულარული მასში შემავალი ბენზილიზოტიოციონატით გახდა. რომელიც როგორც აღმოჩნდა სიმსივნის უჯრედების შეფერხების თვისებას ფლობს. გარდა ამისა, ის რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომლებიც ქიმიოთერაპიას გადიან, რადგან უჯრედს აძლიერებს, ანუ დაავადებას ებრძვის.

3.ქოლესტერინის დონე

მორინგას ეფექტი შეიძლება სიმვასტატინს შევადაროთ, რომელიც ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ის ქოლესტერინის დონეს აკონტროლებს, ასევე სისხლის არტერიულ წნევას არეგულირებს.

4.კუჭი

მორინგას ფოთლები კუჭის წყლულის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროს ეფექტურია. გარდა ამისა, მორინგა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ღვიძლის ან მეტაბოლიზმის პრობლემები აწუხებს.

ეს ასევე იმასაც ნიშნავს, რომ მორინგა ორგანიზმს კალორიების სწრაფად წვაში ეხმარება. გარდა ამისა, მორინგას ფოთლები მდიდარია უჯრედისით, რაც აუცილებელი ფაქტორია, როცა საქმე ჭარბ ჭამას ეხება. უჯრედისი სწორი დიეტის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, რომელიც ზედმეტი წონის შემცირებაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

კოჭა, მეორე მხრივ, ცნობილია როგორც მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო და გემრიელი სანელებელი.

კოჭა მრავალრიცხოვანი დაავადების სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება, მათ შორის ხველების, გაციების, დიარეას, დიაბეტის და კუჭის პრობლემების დროს. ის პოპულარულია მასში შემავალი მკვებავი ნივთიერებებით და ბიოაქტიური ნაერთებით, რომლებიც ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ტვინისთვის.

კვლევამ აჩვენა, რომ კოჭა მე-2 ტიპის დიაბეტის დროს სასარგებლოა. ამასთან სისხლში შაქრის დონეს ამცირებს და თავბრუსხვევას ებრძვის.

სასარგებლო რჩევა: თავბრუ რომ არ დაგეხვათ, რეკომენდებულია კოჭა ნებისმიერ ტრანსპორტში ჩაჯდომამდე 3 საათით ადრე დალიოთ.

კოჭა მენსტრუაციული ტკივილის დროს საკმაოდ ეფექტურია. სიმსივნის დაავადების დროს რეკომენდებულია კოჭის მიღება, ქიმიოთერაპიის შემდეგ გულისრევის შეგრძნების შესამცირებლად.

აი, სასარგებლო რეცეპტი ბევრი დაავადების სამკურნალოდ

85 გრ კოჭა, 10 ცალი მორინგას ახალი ფოთოლი, 1 ჩ/კ თაფლი და 4 ჭიქა წყალი მოამზადეთ.

კოჭის ფესვები გარეცხეთ და დაჭერით, 4 ჭიქა წყალში ხარშეთ, მინიმუმ 10 წუთით. ამის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და მორინგას ფოთლები, დაუმატეთ. ნაყენი დააყენეთ. გადაწურეთ სითხე. თაფლი გემოვნებით დაუმატეთ.

ეს შესანიშნავი საშუალება თითო ჭიქა დილით, ძილის შემდეგ, და საღამოს, ძილის წინ, დალიეთ.

ოდესმე ასეთი საშუალების მიღება გიცდიათ?