აი, როგორ მოვამზადოთ იდეალური ფუნთუშები სახლის პირობებში, რომლის შემადგენლობაც 100%-ით იცით

7647
აი, როგორ მოვამზადოთ იდეალური ფუნთუშები სახლის პირობებში, რომლის შემადგენლობაც 100%-ით იცით
აი, როგორ მოვამზადოთ იდეალური ფუნთუშები სახლის პირობებში, რომლის შემადგენლობაც 100%-ით იცით

ვის არ უყვარს ფუნთუშები? ის კიდევ უფრო გემრიელია, თუ სახლში ნატურალური პროდუქტებისგან გამოაცხობთ! ეს კი ბევრ დროს არ მოითხოვს!

აი რა გჭირდებათ:

ცომი:

  • 500 მლ რძე
  • 2 ცალი კვერცხი
  • 125 გრ კარაქი ან მარგარინი
  • 2 ს/კ + 1ჩ/კ შაქარი
  • 1,5 ჩ/კ მარილი
  • 11 გრ (პაკეტის) მშრალი საფუარი
  • 0,5 ჭიქა თბილი წყალი
  • იმდენი ფქვილი, რომ ცომი არც ძაან სქელი იყოს და ხელზეც არ გეწეპებოდეთ;

შიგთავსი:

ჯემი, მურაბა, შესქელებული რძე ან მოხარშული კრემი.

მომზადება:

1.რძე და წყალი ერთმანეთს აურიეთ, ოდნავ შეათბეთ. შაქარი და საფუარი დაუმატეთ. აურიეთ და საფუარს „გაცოცხლების“ დრო მიეცით (15 წუთი).

2.ახლა კვერცხი და გამდნარი კარაქი (ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული, ან სრულად გამდნარი), მარილი, ვანილი (სურვილის მიხედვით) დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ.

3.ახლა ნელ-ნელა ცომი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ცომი მაგიდაზე გადმოდგით და მოზილეთ. ცომი არც ძალიან რბილი არ უნდა იყოს და არც ძალიან მაგარი – საშუალო. დაახლოებით 400 გრ ფქვილი დაგჭირდებათ.

4.ცომს პირსახოცი დააფარეთ და 1,5 საათი გააჩერეთ, სანამ ზომაში 2-ჯერ არ გაიზრდება. როცა ცომი მზად იქნება, შეგიძლიათ ფუნთუშის მომზადებას შეუდგეთ.

5.ამოსული ცომი 1 სმ-ის სისქის ნაწილებად დაანაწევრევთ, ჭიქით საშუალო ზომებად დაჭერით და ამოსვლა აცადეთ. ღრმა ქვაბში ზეთი კარგად გააცხელეთ, ისე გაავსეთ ზეთით, რომ ფუნთუშა მასში ცურავდეს და ძირს არ ეხებოდეს.

6.ორივე მხრიდან შეწვით, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. მზა ფუნთუშა სალფეთქზე გადმოიტანეთ. სანამ მეორე პორცია იწვება, პარალელურად მზა ფუნთუშაში შიგთავსი ჩადეთ. შეგიძლიათ შიგთავსი არ გამოიყენოთ და უბრალოდ შაქრის ფხვნილი მოაყაროთ.

ფუნთუშა ცხელი მიირთვით! თქვენ როგორი ფუნთუშა გიყვართ?