ზოდიაქოს რომელი ნიშანი არის საუკეთესო ქმარი? ყველაზე სამართლიანი რეიტინგი

3088
ზოდიაქოს რომელი ნიშანი არის საუკეთესო ქმარი? ყველაზე სამართლიანი რეიტინგი
ზოდიაქოს რომელი ნიშანი არის საუკეთესო ქმარი? ყველაზე სამართლიანი რეიტინგი

ყველა ქალი ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებაზე ოცნებობს, მაგრამ როგორ არ დავუშვათ შეცდომა და გულგატეხილი არ დავრჩეთ? ეს რეიტინგი სხვადასხვა ნიშნის მამაკაცებთან ოჯახურ ცხოვრებაზე ზოგად წარმოდგენას მოგცემთ. აი, რას უნდა ელოდოთ მათგან.

12.ტყუპები

ქმარი, რომელიც თან არის და თან არ არის. ამასთან ყველაზე ხშირად მაშინ უჩინარდება, როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ. სხვა დროს ყოველთვის თქვენია (მასთან ერთად მისი ბინძური წინდები, უცნაური ჰობი და ორსული საყვარელი). არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენგან ფულიც ისესხა.

საერთოდ მათთან ცხოვრება ღირს, მხოლოდ იმის გამო, რომ:

  • ის – სექსის ღმერთი;
  • ის ძალიან ჭკვიანი და გასაოცრად ენამახვილია;
  • ის – სექსის ღმერთია. დიახ, ზუსტად ასე!

11.თევზები

ქმარ თევზებს ყველა და ყველაფერი სურს. ველური, გიჟური სექსი, ბორში, ჩახუტება და დედა. შესაბამისად, თევზებთან ასე მუშაობს ყველაფერი: ცოლი მზრუნველი უნდა იყოს, როგორც დედა. მას ზრუნვა და სიმკაცრე ერთდროულად სჭირდება! მეორე მხრივ, თევზები პარტნიორის ერთგულნი არიან, ასე რომ სახლიდან მის გაგდებას ნუ იჩქარებთ – ის თავისით წავა.

10.მშვილდოსანი

რომანტიულობა, პრაქტიკულობა, მამაკაცურობა, სინაზე, მზრუნველობა… დიახ, ეს ყველაფერი მშვილდოსანს არ ახასიათებს. ილუზიებს მოეშვით. თუ მშვილდოსნის ცუდ თვისებებს თავიდან აიცილებთ, ის იფიქრებს რომ უკვე ყველაფერი მოსაწყენია და ვინმე სხვას იპოვის. ასე რომ არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენ მისი მეექვსე ან მეშვიდე ცოლი ხართ.

9.მორიელი

მორიელი ნამდვილი ტირანია. თუ მასსავით არ ფიქრობთ, ე,ი არასწორად ფიქრობთ. არასწორი ფიქრების ცოლი ერთ ადგილას, ჯოჯოხეთში – ფიქრობენ მორიელები. სწორი ფიქრების ცოლისთვის ასეთი მეუღლე ნამდვილ სამოთხეს შექმნის. ასეთი ქმრისთვის მთავარია შთაგონება. შთაგონება სექსის, დალაგების, რეცხვის და ბორშის კეთების დროსაც. რა თქმა უნდა, მასაც სიყვარულით და შთაგონებით უნდა მოეპყრათ!

8.კირჩხიბი

ეს ქმარი ყველასთვის სამაგალითო იქნება, ოღონდ მხოლოდ საჯაროდ. სხვების თვალში ის იდეალური მეუღლეა, შესანიშნავი მამა, ჭკვიანი მეწარმეა. სახლში დივანზე წვება, ტელევიზორს რთავს და ლუდს სვამს. სიტყვაზე, თუ სახლში ასე არ იქცევა, სავარაუდოდ, ასე სხვა ქალის სახლში აკეთებს. ამას კირჩხიბს ვერ წაართმევთ – კვალის დაფარვა შეუძლიათ.

7.ვერძი

ღორი, ეგოისტი, სკანდალისტი და უხეში – ტიპიური „ქმარუკა“! თმიანი და ხმაური ვერძის სახლში არა მარტო ბევრ ბინძურ წინდას არამედ დივნის ქვეშ ძველ პიცასაც იპოვით.

თუ ბრაზობს – გაიქეცით, თან შორს. თუ რამდენიმე დღე მოგზაურობას და ვერძი ქმრის ბავშვებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად მარტო დატოვებას აპირებთ, მზად იყავით იმისთვის, რომ მთელი მაცივარი საჭმლით გაავსოთ, რადგან ყველას გაყინული პელმენის ჭამა მოუწევს.

6.მერწყული

მერწყული საპატიო მეექვსე ადგილს იკავებს. ასეთი ქმარი უპრეტენზიო და მხიარულია, ცნობილია თავისი მსუბუქი ხასიათით. მას მსოფლიო პრობლემები და რიგში დგომა არ უყვარს, ამიტომ ამის თავად გასაკეთებლად მოემზადეთ. მეორე მხრივ, ის ყოველთვის იპოვის, თუ რითი დაგასაქმოთ მასთან იშვიათად რომ მოიწყინოთ!

5.კურო

კურო ერთგული და მზრუნველია. მას მოღალატეები არ უყვარს და ცდილობს ოჯახი ყველაფრით უზრუნველყოს. მათ ზედმეტი ყურადღება არ მოსწონთ და საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებულია. ასეთი ქმარი – კეთილი, გულწრფელი და საჩუქრების გამცემია. თუ მასთან მოწყენილობით არ მოკვდებით, მაშინ ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება გელოდებათ.

4.სასწორი

სასწორს რომანტიკა უყვარს. მაშინაც კი, თუ უკვე 200 წელი ერთად ცხოვრობთ, მაინც საკუთარ გრძნობებზე ისაუბრებს და ყვავილებს გაჩუქებთ. ქმრის მოვალეობას ტყუპებზე უკეთ ასრულებს, მაგრამ ამასთან ღალატზე არ ფიქრობს. ის ძალიან მზრუნველი და ნაზია, მაგრამ სავარაუდოდ  ჭურჭლის თავად გარეცხვა მოგიწევთ.

3.თხის რქა

ეს სწორედ ის მამაკაცია, რომელსაც ცოლად უნდა გაჰყვეთ. თუ კონკურენციის არ გეშინიათ. თხის რქა – მამაკაცური ღირსების მოსიარულე ნაკრებია: პატიოსანი, მომხიბვლელი, ჭკვიანი, მიმზიდველი და ნაზი! გარდა ამისა, თხის რქა სიცოცხლის ბოლომდე საუკეთესო თვისებებს ინარჩუნებს, ამასთან მოსაწყენ ადამიანად არ გადაიქცევა.

2.ლომი

ლომი მხოლოდ იშვიათ ლამაზ ქალებზე ქორწინდება ან ქალებზე, რომლებმაც მათი ამაში დარწმუნება მოახერხეს (ეს რთული არაა). ის საყვარელ ადამიანზე ბავშვივით იზრუნებს, მილიონობით საჩუქარს აჩუქებს, ხელით ატარებს და საუკეთესო ადგილებში წაიყვანს. ლომთან დაქორწინება ახალი მამის შეძენას ნიშნავს, თავისი უპირატესობებით.

მართალია, ასეთ შემთხვევაში ლომის ქება მოგიწევთ. ყოველთვის და ყველაფერში. არ გაიმეოროთ და თვალი არ მოაშოროთ. თუ დროულად არ შეაქებთ, ის დაჭკნება, როგორც ძველი თაიგული.

1.ქალწული

ვინ არის ჯეინ ოსტინის ნაწარმოებიდან ბატონი დარსის გულშემატკივარი? ჭკვიანი, კარგი გარეგნობით და კარგად აღზრდილი – მამაკაცი ქალწული შესანიშნავად საუბრობს, კარგად გამოიმუშავებს, არ აშინებს სახლის დალაგება და ბინძური საქმე.

ცოლის და ბავშვების მიმართ ყურადღებიანია, შესანიშნავად უმკლავდება პრობლემებს და ოჯახურ მოვალეობებს. თუმცა მისი ხასიათის გამო მხოლოდ გამოუვალ შემთხვევაში შეუყვარდებათ. ყველაფერი იმიტომ, რომ „მის გარეშე უბრალოდ დაიკარგება“. აჰ…

თქვენ ასეთ რეიტინგს ეთანხმებით? ბევრი რამ დაემთხვა?