კირჩხიბი – ბუზღუნა, რომელიც ყველას აღიზიანებს და კრიტიკას ვერ იტანს

2327
კირჩხიბი -ბუზღუნა, რომელიც ყველას აღიზიანებს და კრიტიკას ვერ იტანს
კირჩხიბი -ბუზღუნა, რომელიც ყველას აღიზიანებს და კრიტიკას ვერ იტანს

კირჩხიბი ემოციური წყლის ნიშანია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, როგორც წესი, საშინელი მტირალები არიან მიუხედავად იმისა, რომ  მყარი გარსი აქვს. კირჩხიბო, თქვენ ერთადერთი არ ხართ, ვისაც ეს ძლიერი გრძნობა ახასიათებს. ის ყველას აქვს.

ემოციური კირჩხიბი ემოციებს ისე ძლიერად აღიქვამს, რომ სიტუაციას აკონტროლებს ყოველთვის, როცა გრძნობს რომ „კრიზისი“ აქვს, ასე კი მუდმივად ხდება.  მაგ., კირჩხიბს საერთოდ არ შეუძლია სადილობის დროს გაჩუმდეს იმის შესახებ, რომ თავს კვლავ მიტოვებულად გრძნობს მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა 3 თვის წინ დასრულდა. ამასთან, შეიძლება მისი მეგობარი გუშინ მიატოვეს.

მსოფლიოში ყველაფერი მშვიდად იქნებოდა, კირჩხიბს რომ ახსოვდეს რომ გრძნობები სხვებსაც აქვთ – იქნებ ჯერ სხვებს კითხოთ, როგორ გაატარეს დღე, რას გრძნობენ და შემდეგ დაიწყოთ თქვენ ემოციურ კრიზისში გადასვლა, რომლის შესახებაც უკვე ყველამ იცის?

ვისაც კირჩხიბთან ურთიერთობა ჰქონია, გეტყვით რომ ისინი ზედმეტად ემოციურები და საკმაოდ თხელ კანიანები არიან, მიუხედავად მყარი გარსისა.

თუ რომელიმე საშინელი ადამიანი ერთ ცუდ შენიშვნას მისცემს, კირჩხიბი თავს საშინლად იგრძნობს და მთელი ღამე ემახსოვრება. ასევე კირჩხიბი, როგორც წესი, შეყვარებულის ცუდ დღეებზე ზედმეტად ემოციურად რეაგირებს. შეიძლება, საქმე შენში არაა, კირჩხიბო, იქნებ მას ყაბზობა აქვს.

კირჩხიბთან ურთიერთობის საიდუმლო ასეთია: უთხარით, რომ 100 %-ით ენდობით და რომ ის ლამაზი, ნიჭიერი და წარმატებისთვის განწირულია. ის დაუყონებლივ სულიერად ამაღლდება და იმდენად ემოციური გახდება, რომ თქვენს წინაშე ცრემლებად დაიღვრება. შეიძლება ამან გაგაღიზიანოთ, მაგრამ ასე წუწუნს მოეშვება.

კირჩხიბი სხვის თვალში ბეწვს ხედავს და საკუთარში კი დირეს ვერ ხედავს. შემდეგ კი გაოცებულნი არიან, როცა მათ ტოვებენ ან სამსახურში ადგილს არ აძლევენ.

როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში, კირჩხიბს კრიტიკის ატანა ძალიან უჭირს. ჩვენ, ყველა ადამიანები ვართ და შეცდომებს ვუშვებთ. ურთიერთობაში თუ შეცდომას დაუშვებთ პარტნიორის მხრიდან შენიშვნა გარდაუვალია. ასევე ყველამ ვიცით, რომ თუ ნელა ვიმუშავებთ ამასთან ნაბახუსევი გვექნება ან თათბირზე სისულელეს ვიტყვით, უფროსი აუცილებლად გაგიბრაზდება.

კირჩხიბს ასეთი კრიტიკა გულთან ახლოს მიაქვს და პასუხებს არასწორად აღიქვამს – თითქოსდა ის სძულთ. ეს ხარვეზი განსაკუთრებით სასაცილოა მაშინ, როცა კირჩხიბი ზედმეტად ემოციურად რეაგირებს და შეჩერების გარეშე სხვა ადამიანებს ეჩხუბება.

კირჩხიბის ნიშანს მთვარე მართავს. მთვარე სხეულთან, ემოციურ მოთხოვნილებასთან და დედასთან არის კავშირში. ეს ძალიან ბევრია.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მთვარის ასპექტი – რომ, კირჩხიბი ზრუნავს და უყვარს როცა სხვები მასზე ზრუნავენ. ზრდასრულ ასაკში ყველამ ბუნაგიდან გამოსვლა და თვითგადარჩენა უნდა ვისწავლოთ. ამის გამო კირჩხიბი ხშირად იმედგაცრუებულია, რადგან რთულ სიტუაციებში მათზე კარგად არ იზრუნეს.

კირჩხიბი წყლის ნიშანია, ხოლო კირჩხიბის სეზონი ეგვიპტეში ნილოსის ყოველწლიურ წყალდიდობას ემთხვევა. ეს წყალდიდობა ნიადაგს მომავალი წლისთვის ანაყოფიერებს და უხვი მოსავლის გარანტიას წარმოადგენს.

ეს სიმბოლო კირჩხიბის გასაგებად ძალიან მნიშვნელოვანია: ემოცია მათთვის დიდი წყალდიდობის მსგავსია. თუმცა ერთი მხრივ, კირჩხიბი სხვა ადამიანებს ტკივილის გაქარწყლებაში ადვილად ეხმარება, ასევე მათ სულიერად კვებავს და მხარს უჭერეს.

კირჩხიბმა მუდმივად ტრაგედიის შექმნა და სისულელეებზე ისტერიკა უნდა შეწყვიტონ, ამის ნაცვლად ყურადღება წყალდიდობის შექმნის სტრატეგიაზე  გაამახვილონ, რომელიც ადამიანების გულებში შეაღწევს.

ცნობილია, რომ კირჩხიბის ძველი სიმბოლოა კიბორჩხალა. უცნობია, რატომ.

ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერკულესი ქალღმერთი ჰერას ბრაზის მიზეზი გახდა (ჰერა ვერ იტანდა ჰერკულეს, რადგან ქმარმა, ზევსმა მას სხვა ქალთან უღალატა და ასე გაჩნდა ჰერკულესი. მან უკანონო შვილს არსებობა ვერ აპატია). შურისძიების გამო, ჰერამ ჰერკულეს საშინელ ჰიდრასთან ბრძოლა აიძულა. როცა ჰერკულესი ყველაფრის მიუხედავად ჰიდრაზე იმარჯვებდა, ჰერამ მას გიგანტური კიბო გაუგზავნა, რომ ის გმირს თავს დასხმოდა და გამარჯვებაში ხელი შეეშალა.

ჰერკულესმა ბოლოს ჰიდრაზეც და კიბორჩხალაზეც გაიმარჯვა, გაბრაზებულმა ჰერამ კიბორჩხალა ზეცაში გამოკეტა, რომ ზევსისთვის ეჩვენებინა, რომ მის ღალატს არასდროს დაივიწყებდა.

უძველეს მითოლოგიაში ქალღმერთები რაღაც მიზეზის გამო ვერ მშვიდდებოდნენ, ხოლო სხვებს თვალების დათხრა უწევდათ. კირჩხიბს ჰერასგან ბევრი რამ აქვს: მათ სკანდალის დავიწყება არ შეუძლიათ.

კირჩხიბის დამაინტრიგებელი მაგალითია პრინცესა დაიანა. როგორც ყველასთვის ცნობილია, პრინც ჩარლზს მთელი ცხოვრება კამილა პარკერ-ბოულზთან რომანი ჰქონდა. როცა დაიანამ მას პრეტენზია გამოუცხადა, ჭორების მიხედვით, პრინცმა უპასუხა: „მე არ მსურს ვიყო ერთადერთი უელსის პრინცი, რომელსაც საყვარელი არ ჰყოლია“.

დაიანა რომ ტყუპები ყოფილიყო, იფიქრებდა რომ ქმარი მაინც საშინელია და უფრო სიმპათიურ მამაკაცთან რომანს გააბამდა.

რატომ არ აჩვენებდა თავს, თითქოსდა ყველაფერი რიგზე იყო და ცხოვრების ბოლომდე რეალური პრობლემის გარეშე არ იცხოვრა?

დაიანა კირჩხიბი იყო და ღალატი ვერ დაივიწყა და მან ჩარლსა და სამეფო ოჯახზე შური იძია. ჟურნალისტს საიდუმლოდ მოუყვა, თუ მას სამეფო ოჯახი რა საშინლად მოექცა.

ამას თავისი დადებითი მხარე ჰქონდა: ქმრისგან დამცირებული დაიანა ეტალონად იქცა და თავის პოზიციას იყენებდა, რომ ხალხს დახმარებოდა.

მას ბავშვები გაჭირვებულების უფასო სასასიდილოებში დაჰყავდა. შიდსით დაავადებულებს ხვდებოდა, როცა ამ დაავადების უარყოფითი დახასიათება პიკზე იყო. მან დაარღვია ტაბუ და ბულემიაზე საჯაროდ ისაუბრა და იმის შესახებ, თუ ჩარლზის რომანმა როგორ გაანადგურა: ასევე ინგლისსა და მთელ მსოფლიოში ადამიანებს გაუჩნდათ მიზეზი, საკუთარი თავის ნაკლებად შერცხვენოდათ.

კირჩხიბის სეზონი ზაფხულის დასაწყისში იწყება. ეს წლის ის დროა, როცა ტბორში წყლის შროშანები ყვავის. ველურ ბუნებაში ტბორი საშინელი და ამაზრზენია: ბრწყინვალე აუზის წარმოდგენა ტყუილია. მაგრამ ამ სიბინძურეში შეიძლება შროშანები აყვავდეს. კირჩხიბო, ბინძურ წყალზე ჩაციკვლას მოეშვით, შეეგუეთ რომ, რომ ცხოვრება იდეალურად სუფთა არა, იზრუნეთ ყვავილებზე და სხვა ყველაფერი დაივიწყეთ.

ეთანხმებით აღწერილობას? საკუთარ თავზე ან ახლობელზე ბევრი რამ გაიგეთ?