5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ურთიერთობაში ძალიან ვნებიანი და ემოციური არიან

1797
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ურთიერთობაში ძალიან ვნებიანი და ემოციური არიან
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ურთიერთობაში ძალიან ვნებიანი და ემოციური არიან

თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაში მცირე ინტრიგა მას უფრო ამაღელვებელს და ვნებიანს ხდის. ერთ-ერთი პრობლემა, რამაც შეიძლება თქვენი სასიყვარულო კავშირი დაარღვიოს – როცა პარტნიორები ერთმანეთს ზედმეტად ეჩვევიან და ურთიერთობაში „ნაპერწკალის“ დამატებას, რომელიც ურთიერთობას სიქორფეს და პიკანტურობას სძენს, არ ცდილობენ. ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი იმდენად სავსეა ვნებით, რომ მათი შინაგანი ცეცხლის ჩაქრობა შეუძლებელია. ისინი გიჟდებიან, როცა ურთიერთობაში მუდმივად თავგადასავალი და რომანტიკა არსებობს.

ვერძი

ენერგიული, მოუთვინიერებელი და აქტიური ვერძი ურთიერთობაში,  ალბათ, ყველაზე ვნებიანია. ის მუდმივად იმუშავებს იმაზე, რომ მისი პარტნიორი თავს კომფორტულად გრძნობდეს და თავი სრულად დაცულად იგრძნობს. ვერძი კომპლიმენტებისთვის ყოველთვის გულუხვია, უყვართ ემოციური „ამერიკული მთები“ და რჩეულს ბევრ ადრენალინს და შთაბეჭდილებას უზიარებენ.

ლომი

მიუხედავად იმისა, რომ ლომი ყურადღების მიქცევას თავად ცდილობს, გიჟური სიყვარულის მდგომარეობაში, მას შეუძლია პარტნიორზე ჩაციკვლა. ახლა რჩეულის ლომის ცხოვრების ცენტრი ხდება და თავის დაკარგვის შემთხვევაში, მასზე მზე და მთვარე ამოსდის. ის მის ცხოვრებას ზღაპრად აქცევს, სიყვარულის და ჰიპერ-მზრუნველობას არ მოაკლებს.

სასწორი

სასწორი ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე და ნაზი ზოდიაქოს ნიშანია. მისთვის რჩეული ყოველთვის ნომერ პირველია და სრულად კარგავს თავს, თითქმის ეთაყვანება კიდეც. ურთიერთობა თავიდან ნელა ვითარდება, მაგრამ შემდეგ უცებ ხურდება ისეთი ტემპით, რომ რჩეული გრძნობების ქარიშხალში ხვდება და სასწორის მხრიდან ემოციურ ზეწოლასაც კი გრძნობს.

მორიელი

იდუმალებით მოცული მორიელი, ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე მგრძნობიარეა, ადამიანების წინაშე გახსნას არ ჩქარობს. თუმცა, თუ რჩეულს დარწმუნებულია, მისი ვნებები ისეთ დონემდე ადის, რომ რჩეული შეიძლება ამ გადაჭარბებული გრძნობების გამო დაიღალოს. ასეთი ემოციებისთვის მზად იყავით, თუ ამ ნიშნის პარტნიორი შეგხვდათ.

თევზები

თევზებს ემოციურ პარტნიორს ვერ ვუწოდებთ, თუმცა მათი შემოქმედებითი მიდგომა და ფანტაზია ზოგჯერ ყველა ზღვარს სცდება. თევზები სიყვარულში უანგაროები არიან. ამ ნიშანს რჩეულზე ყურადღების გამახვილება უყვარს და მას კომპლიმენტებით და საჩუქრებით ავსებს. გარდა ამისა, თევზებს უყვართ გაცემა და არა აღება, ამიტომ ურთიერთობაში მაქსიმუმ ძალისხმევას დებენ.