5 ყველაზე მკაცრი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ხშირად გარშემომყოფებს ტკივილს აყენებენ

1769
5 ყველაზე მკაცრი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ხშირად გარშემომყოფებს ტკივილს აყენებენ
5 ყველაზე მკაცრი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ხშირად გარშემომყოფებს ტკივილს აყენებენ

სასტიკი ხალხი საკმაოდ უსიამოვნო, ბრაზიანი და შურისმაძიებელი ადამიანები არიან. ასტროლოგიის წყალობით, შეგვიძლია გავიგოთ, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან მიდრეკილნი სიმკაცრისკენ და როგორ ავიცილოთ მათი სიმკაცრე. შესაძლოა, ასეთი ქცევა მათ თავს ძლიერებად და უფრო თავდაჯერებულად აგრძნობინებთ, ან სხვებისთვის ზიანის მიყენებს საინტერესოდ თვლიან. ამ ნიშნებს, როგორც წესი, თანაგრძნობის უნარი არ გააჩნიათ და სხვების გრძნობები არ აინტერესებთ.

ვერძი

ვერძი შეიძლება სასტიკი იყოს თავის სიტყვებში. მაგ., თუ გაბრაზდა, ყველა თავის ბრაზიან ფიქრს ორაზროვნების გარეშე გააჟღერებს და თან არ დაფიქრდება, ეს მეორე ადამიანს გულს ატკენს თუ არა და არც იმაზე დაფიქრდება,  თუ ამ დროს თავად სხვების თვალში როგორ გამოიყურება. ვერძი იმდენად კონკურენტუნარიანია, რომ შეუძლია ქედმაღლურად მოიქცეს, თუ გაიმარჯვებს და საკმაოდ ტოქსიკურად, თუ დამარცხდება. ვერძთან ნებისმიერი შეჯიბრება – მორალური გამოცდაა, რადგან შეიძლება მისი ყველაზე შხამიანი და მუქარით აღსავსე კომენტარები მოისმინოთ. როდესაც ვერძი დამშვიდდება, ის კვლავ მხიარული და საყვარელი გახდება, მაგრამ მისი სიმკაცრის ობიექტი ასე სწრაფად და მარტივად ვერ აღდგება.

კირჩხიბი

კირჩხიბი ემოციების გავლენის ქვეშ  შეიძლება მდგომარეობიდან გამოვიდეს და ძალიან ეჭვიანი და მესაკუთრე გახდეს. თუ კირჩხიბი საფრთხეს გრძნობს და ფიქრობს, რომ რამეს ან ვინმეს კარგავს, აქტიურად მოქმედებას იწყებს. ასეთ მდგომარეობაში კირჩხიბი ძალიან სასტიკი ხდება და ინსტინქტურად იცის, თუ სად დაარტყას ადამიანს ტკივილის მისაყენებლად. კირჩხიბს შედეგების არ ეშინია, მორალურ ზიანზე საერთოდ არ ფიქრობს. შეიძლება დანაშაული და სინანული იგრძნოს, მაგრამ მკაცრი საქციელიდან საკმაოდ დიდი დროის გასვლის შემდეგ.

ლომი

ლომი იმდენად პოპულარული და ქარიზმატულია, რომ რთულია არ გიყვარდეს. როგორი თვალისმომჭრელიც არ უნდა იყოს ლომი, თუ მას საფრთხე ემუქრება (რეალური ან მოჩვენებითი), შეიძლება თავს დაგესხას და გაგანადგუროს. მან იცის, თუ რა არის ბრძოლა და შერკინების არ შეეშინდება. ლომი წესების გარეშე მარტივად ითამაშებს, ბინძურ მეთოდებს გამოიყენებს, თუ თქვენი განადგურება გადაწყვეტილი აქვს. ლომის წყენინება ან გზის გადაჭრა არც გაბედოთ. ამ დიდ კატას კბილები და კლანჭები აქვს და როცა მასში პირველყოფილი ინსტიქტები იღვიძებს, ის მრისხანე და სასტიკი ხდება.

მორიელი

მორიელი ყველაზე სასტიკი ნიშანია. ის ადამიანებს უპრობლემოდ გადათელავს და მათზე მანიპურებას მოახდენს, რომ სასურველს მიაღწიოს. ის საკმაოდ მკაცრია და ადამიანებს არასდროს თანაუგრძნობს. მორიელი თვლის, რომ ეს სხვა ადამიანის დანაშაულია, რადგან გაბედა და მას აწყენინა. მორიელს თქვენზე, თქვენს მოტივებზე და ღირებულებაზე შეფასებების გაკეთებას არ მოერიდება და არც დაფიქრდება, მისი ფასეულობები რამდენად სწორია. რთულია თავი დაიცვათ, როცა გადანაშაულებენ იმაში, რაშიც ჭეშმარიტება არაა. მორიელს ადამიანის ქვეშ მიწის გამოღება უყვარს, შემდეგ კი ნელ-ნელა მისი დაპყრობა.

თხის რქა

თხის რქას ბუნების ძალიან ბნელი მხარე აქვს, რომელიც ზოგჯერ გარკვეულ ვითარებაში გარეთ გამოდის. ის ძალიან სასტიკი და უგრძნობი ხდება, თუ საქმე კარიერაში წინსვლას, სასურველის მიღწევას ან მტრების განადგურებას ეხება. თხის რქა, სხვისი უბედურებით სიამოვნებას ღებულობს და ყოველთვის სიხარულით გიამბობთ ისტორიებს, როცა ვინმემ მას წარსულში გული ატკინა და თავისი კარმული სასჯელი მიიღო. ამ ნიშანს ემპათიის გრძნობა ხშირად არ გააჩნია  და სხვების წარუმატებლობა ახარებს.