აი სრული ინსტრუქცია, თუ როგორ შევავსოთ სწორად „გრინქარდი“ – დაზოგეთ 100 დოლარი

4000
აი სრული ინსტრუქცია, თუ როგორ შევავსოთ სწორად „გრინქარდი“ - დაზოგეთ 100 დოლარი
აი სრული ინსტრუქცია, თუ როგორ შევავსოთ სწორად „გრინქარდი“ - დაზოგეთ 100 დოლარი

გსურთ იღბალი გამოცადოთ და აშშ-ში მწვანე ბარათის დახმარებით გადახვიდეთ? გიამბობთ ყველაფერს, რისი ცოდნაც საჭიროა.

რეგისტრაცია

Green Card 2020 ლატარეაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 2018 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო და 2018 წლის 6 ნოემბრამდე ღია იქნება. რეგისტრაცია მხოლოდ საიტზე www.dvlottery.state.gov შეიძლება. რეგისტრაცია უფასოა. უმჯობესია თუ განაცხადს პირადად შეიტანთ. დამხმარეები არა მხოლოდ თანხას გამოგართმევენ, არამედ მოგატყუებენ კიდეც. გადაწყვეტილებაზე „გავლენას“ ვერავინ მოახდენს – თაღლითებს არ უსმინოთ!

შევსება

განცხადების ანკეტის შევსებისთვის 30 წუთი გეძლევათ. ბოლოს განაცხადის დათვალიერების საშუალება გეძლევათ, რომ შეცდომა არ გამოგეპაროთ. ანკეტა ლათინური ასოებით უნდა შეავსოთ. ანკეტა რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი – პირადი მონაცემებია. თუ თქვენ მეუღლე ან ბავშვები მიუთითეთ, მეორე ნაწილი გაიხსნება, რომელიც უნდა შეავსოთ.

1.სახელი

სახელი, გვარი, მამის სახელი/მეორე სახელი (სრულად და როგორც პასპორტში წერია)

გრაფაში Middle იწერება მამის სახელი, თუ ის პასპორტში მითითებულია. თუ პასპორტში მამის სახელი არაა, გრაფაში ჩაწერეთ „No Middle Name”.

2.სქესი

ქალი ან კაცი მიუთითეთ.

3.დაბადების თარიღი

ფორმატი თვე/დღე/წელი/

4.დაბადების ქალაქი

მიუთითეთ ქალაქი (რაიონის გარეშე). ქალაქის სწორი ინგლისური დასახელება შეგიძლიათ ინტერნეტში (მაგ., ვიკიპედიაში) იპოვოთ. თუ უცნობია, დაწერეთ „Birth City Unknown”.

5.დაბადების სამშობლო

სიიდან ქვეყანა აირჩიეთ.

6.ქვეყანა პროგრამაში მონაწილეობის უფლებით

თუ დაიბადეთ ქვეყანაში, რომელსაც ლატარეაში მონაწილეობის უფლება აქვთ მონიშნეთ yes და შემდეგზე გადადით. ქვეყნების სია, რომლებიც დაშვებულია ლატარეაში, ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ.

თუ ქვეყანა, სადაც დაიბადეთ, ლატარეაში დაშვებული არაა, ორი ვარიანტი არსებობს. პირველ რიგში, თუ თქვენი მეუღლე დაიბადა ქვეყანაში, რომელსაც ლატარეაში მონაწილეობის უფლება აქვს, შეგიძლიათ მეუღლის დაბადების ქვეყანა მიუთითოთ. ამ შემთხვევაში მთავარი განმცხადებლის უფლება მეუღლის ქვეყნის მიხედვით განისაზღვრება, ვიზა DV-1 გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეს ლატარეაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს და მისთვის DV-2 ვიზის გაცემა შეიძლება. ამასთან ცოლ-ქმარი აშშ-ში ერთად უნდა წავიდეს. ანალოგიური ვითარდება შეიძლება ბავშვს მშობლების დაბადების ქვეყნის მითითებით.  მეორე მხრივ, შეგიძლიათ რომელიმე მშობლის დაბადების ადგილის მითითება მიუხედავად იმისა, თუ არცერთი მშობელი თქვენი დაბადების ქვეყნის მოქალაქე არაა. ჩვეულებრივ ქვეყნის მოქალაქედ არ ითვლება პირი, რომელიც მის ტერიტორიაზე დაბადებული არაა და არ აქვს მოქალაქეობა, თუ ქვეყანას დროებით ეწვია ან ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

ამ შემთხვევაში აღნიშნეთ NO  და შესაბამისი ქვეყანა მიუთითეთ.

7.მონაწილის სურათი

დააჭირეთ გრაფას „ფაილის არჩევას“ და სურათი ატვირთეთ. სურათი შემდეგ წესებს უნდა აკმაყოფილებდეს:

სურათზე ადამიანი პირდაპირ კამერას უნდა უყურებდეს;

თავი ზემოთ აწეული, ქვემოთ დახრილი ან გვერდზე არ უნდა იყოს;

თავის სიმაღლე კადრის სიმაღლის 50%-დან 69%-ს უნდა იკავებდეს.

ფონი ნეიტრალური ღია ფერის, მაგ., თეთრი უნდა იყოს. მუქი ან ნახაზიანი ფონი მიუღებელია.

სურათი ფოკუსში უნდა იყოს.

ადამიანს სურათში სათვალეები ან რაიმე აქსესუარი არ უნდა ეკეთოს, რომელიც სახეს ფარავს.

თავსაფარი დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ ეს რელიგიური რწმენით არის განპირობებული. იმის დაშვებით, რომ სახის ნაწილი დაფარული არაა.

ჩრდილები არ უნდა იყოს.

ტექნიკური პარამეტრები:

სურათი JPEG ფორმატში უნდა იყოს.

მაქსიმალური ზომა – 240 კილობაიტი;

სურათის დაშვებული ზომა: 600 პიქსელი სიგრძე, 600 პიქსელი სიგანე (600X600)

ფერის სიღრმე: 24 ბიტი

8.საფოსტო მისამართი

მისამართი ლათინური ასოებით უნდა შეავსოთ, ამასთან მისამართი წერილის მიმღებისთვის გასაგები უნდა იყოს.

ხაზის მიხედვით:

a.მიმღების სახელი

b.მისამართი

c.მისამართის გაგრძელება (თუ საჭიროა)

d.ქალაქი

e.რაიონი

f.ინდექსი

g.ქვეყანა

თუ ინდექსი არ არის, მიუთითეთ No Postal Code/Zip Code.

9.ამჟამინდელი საცხოვრებელი ქვეყანა

აირჩიეთ ქვეყანა, სადაც ამჟამად ცხოვრობთ (მოქალაქეობის მიუხედავად)

10.ტელეფონის ნომერი

ტელეფონის ნომერი საერთაშორისო ფორმატით მიუთითეთ. მისი შევსება სავალდებულო არაა, მაგრამ რეკომენდებულია.

11.ელექტრონული ფოსტის მისამართი

პირველ გრაფაში თქვენი ემეილი მიუთითეთ, მეორეში დააკოპირეთ,

12.განათლების დონე

Primary school only — მხოლოდ დაწყებითი სკოლა;

High School, no degree — საშუალო სკოლა, ატესტატის გარეშე;

High School degree — საშუალო სკოლა ატესტატით;

Vocational School — პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი;

Some University Courses — არა სრული უმაღლესი (შეიძლება ტექნიკური);

University Degree — უმაღლესი განათლება;

Some Graduate Level Courses — მაგისტრატურის დონის ზოგიერთი კურსი;

Master’s Degree — მაგისტრის ხარისხი;

Some Doctorate Level Courses — დაუსრულებელი ასპირანტურა/დოქტორანტურა/

Doctorate Degree — დოქტორანტურა.

13.ოჯახური მდგომარეობა

Unmarried — არასდროს ყოფილა დაქორწინებული.

Married and my spouse is NOT a U.S.citizen or U.S. Lawful Permanent Resident (LPR) — დაქორწინებული, მაგრამ მეუღლეს აშშ-ს მოქალაქეობა არ აქვს ან არ არის აშშ-ში ნებადართული მაცხოვრებელი

Married and my spouse IS a U.S.citizen or U.S. Lawful Permanent Resident (LPR) — დაქორწინებული, მეუღლეს აქვს აშშ-ს მოქალაქეობა ან ცხოვრების ნებართვა აქვს.

Divorced — გაშორებული

Widowed — ქვრივი

Legally Separated —კანონიერად გაშორებული.

14.ბავშვების რაოდენობა

თქვენ ყველა 21 წლამდე ასაკის დაუქორწინებელი ბავშვების რაოდენობა უნდა მიუთითოთ ცხოვრების ადგილის და აშშ-ში იმიგრირების სურვილის მიუხედავად. გამონაკლისია მხოლოდ ბავშვები – აშშ-ს მოქალაქე ან მუდმივი მაცხოვრებელი. თუ ბავშვები არ გყავთ, ცარიელი დატოვეთ.

თუ თქვენ მეუღლეს წინა ქორწინებიდან 21 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავს, ისინიც უნდა მიუთითოთ. მეუღლის აყვანილი ბავშვების მითითება აუცილებელი არა. მათ მხოლოდ განმცხადებელი უთითებს თავის ანკეტაში.

ახლა გადაამოწმეთ, ყველაფერი სწორად შეავსეთ თუ არა და „Continue” დააჭირეთ.

მეორე ნაწილი

თუ მეუღლე ან ბავშვები მიუთითეთ, მეორე ნაწილი გაიხსენა. აქვე ყველა ის მონაცემები უნდა შეიყვანოთ, რაც პირველ ნაწილში, მაგრამ უკვე მათი მონაცემებით.

როცა ყველაფერს შეავსებთ, დააჭირეთ გაგრძელება. გაიხსნება გვერდი, სადაც კიდევ ერთხელ გადამოწმებას შეძლებთ.

შემდეგ მხოლოდ ლოდინი დაგრჩენიათ!

წარმატებას გისურვებთ!