რისი გაკეთება შეიძლება და არ შეიძლება, როცა ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს – 7 ოქროს წესი!

35372
რისი გაკეთება შეიძლება და არ შეიძლება, როცა ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს - 7 ოქროს წესი!
რისი გაკეთება შეიძლება და არ შეიძლება, როცა ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს - 7 ოქროს წესი!

მაღალი ტემპერატურა – ინფექციაზე საპასუხო რეაქციაა, დამცავი მექანიზმი, რომელიც ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში ეხმარება. მაღალი ტემპერატურის დროს ორგანიზმში დამცავი ფაქტორები იზრდება.

როდის და როგორ უნდა დავწიოთ ბავშვს ტემპერატურა?

ტემპერატურის დაწევა ხდება მხოლოდ მაშინ, თუ ის 39 გრადუსზე მეტია. ჩვენი ამოცანაა ტემპერატურა შევამციროთ 38,9-მდე საზარდულში (38,5-მდე იღლიაში). ტემპერატურის შესამცირებლად გამოიყენეთ პარაცეტამოლი (აცეტამინოფენი), იბუპროფენი. არასდროს გამოიყენოთ ასპირინი, განსაკუთრებთ მაშინ თუ ბავშვს ჩუტყვავილა აქვს.  ბავშვს გახადეთ (არ შეფუთოთ!). ოთახში ჰაერის განიავება არ დაგავიწყდეთ. ტემპერატურის შესამცირებლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ცივი აბაზანები (წყლის ტემპერატურა სხეულის ნორმალური ტემპერატურის შესაბამისი). სპირტიანი ტილოები, განსაკუთრებით ჩვილებში, არ გამოიყენოთ. გახსოვდეთ, ალკოჰოლი ბავშვისთვის შხამია.

რატომ არ შველის ყოველთვის პარაცეტამოლი და იბუპროფენი?

საქმე იმაშია, რომ პედიატრიულ პრაქტიკაში ყველა მედიკამენტი კონკრეტული ბავშვის წონაზე არის გათვლილი. პრეპარატი სწორად უნდა მისცეთ, დოზა კონკრეტული ბავშვის წონაზე კონკრეტულად უნდა დაიანგარიშოთ. ამისთვის კი სპეციალური საზომი შპრიცები გამოიყენეთ. მწარმოებლები, განსაკუთრებით იაფი პარაცეტამოლის, ხშირად დოზას ამცირებენ, ორიენტაციას კი რეკომენდაციაზე „6 თვიდან 3 წლამდე“ აკეთებენ და არც ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთი დოზა 8-დან 18 კგ-მდე ბავშვს ერთნაირად მოუხდეს.

როგორ მივცეთ სწორად სიცხის დამწევი მედიკამენტი? (მედიკამენტის დოზა გამოთვალეთ)

პარაცეტამოლი (პანადოლი, ეფერალგანი, ცეფეკონი დე) ერთჯერადი დოზა – 15 მგ/კგ. ანუ 10 კგ წონის ბავშვის ერთჯერადი დოზა 10კგ X 15 = 150 მგ. 15 კგ ბავშვისთვის 15X15=225 მგ. ასეთი დოზა შეგიძლიათ დღეში 4-ჯერ მისცეთ, საჭიროების შემთხვევაში.

იბუპროფენი (ნუროფენი, იბუფენი) ერთჯერადი დოზა – 10 მგ/კგ. ანუ 8 კგ წონის ბავშვის ერთჯერადი დოზა 80 მგ-ია, ხოლო 20 კგ-ის 200 მგ. მედიკამენტი დღეში მაქსიმუმ 3-ჯერ შეგიძლიათ მისცეთ.

მედიკამენტები ტემპერატურას საათის ან ნახევარი საათის განმავლობაში დაახლოებით 1-1,5 გრადუსით ამცირებენ. ტემპერატურის „ნორმალურ“ 36,6 გრადუსამდე ჩამოსვლას არ ელოდოთ.

რომელი მედიკამენტების მიცემა არ შეიძლება ბავშვებისთვის?

ანალგინი (ნატრიუმის მეტაზიზოლი). ცივილურ სამყაროში მედიკამენტის მიღება მაღალი ტოქსიკურობის, სისხლის მიმოქცევის გასქელების გამო დაშვებული არაა. შესაძლებელია მისი ერთჯერადად გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა მედიკამენტები ხელმისაწვდომი არაა, მაგრამ მუდმივად მისი მიღება ყოველი მაღალი ტემპერატურის აბსოლუტურად დაუშვებელია.

ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა) – 12 წლამდე ბავშვებში მისი მიღება აკრძალულია, რადგან შეიძლება განვითარდეს რეის სინდრომი, ღვიძლის დაზიანება.

ნიმესულიდი (ნაიზი, ნიმულიდი) – რამდენიმე წლის წინ ფართოდ რეკლამირებული სიცხის დამწევი საშუალება ბავშვებში. ტემპერატურას შესანიშნავად ამცირებს. მხოლოდ ინდოეთში იწარმოება. ცივილურ სამყაროში ბავშვებში მისი გამოყენება აკრძალულია, რადგან ღვიძლის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.

არ შეიძლება!

სიცხიან ბავშვზე ცივი ობიექტების დადება არ შეიძლება – თუ კანის გაგრილება ხდება, შინაგანი ორგანოების ტემპერატურა პირიქით იზრდება. ეს კი საფრთხეს წარმოადგენს.

ალკოჰოლი ან ძმარი გამორიცხულია, რადგან კანის საშუალებით ეს ნივთიერებები ორგანიზმში ხვდება, ეს კი მოწამვლას ნიშნავს.

რა გავაკეთოთ „თეთრი ცხელების“ დროს? მოაქვს კი რაიმე სარგებელი მაღალ ტემპერატურას?

რა თქმა უნდა! მაღალი ტემპერატურა არის რეაქცია ინფექციაზე, დამცავი მექანიზმი, რომელიც ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება. მაღალი ტემპერატურის დროს ორგანიზმში დამცავი ფუნქციები იზრდება.

თუ თქვენი ბავშვის კანი მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, ვარდისფერი და შეხებაზე ტენიანია, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ – სითბოს წარმოების და გაცემის ბალანსი დარღვეული არაა. თუ მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვის კანი ფერმკრთალი, კიდურები ცივია, ხოლო ბავშვს ცხელება აქვს, მას „თეთრი ცხელება“ აქვს, რომლის დროსაც სისხლძარღვების სპაზმი ხდება. მიზეზი შეიძლება იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, სითხის ნაკლებობა, წნევის შემცირება და ბევრი სხვა მიზეზი.

თეთრი ცხელების დროს

1.მიეცით ნოშ-პა, კიდურები ხელებით ხშირად დაუზილეთ. გაითვალისწინეთ, რომ სიცხის დამწევი საშუალება მთელი ძალით არ იმოქმედებს, სანამ სპაზმი არ გაქრება. აუცილებლად სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ – ისინი „ლითიური ნარევის“ ინექციას გაუკეთებენ.

2.გამორიცხეთ ნებისმიერი ფიზიკური გაგრილება – საბანი, შეფუთვა ცივ თეთრეულში და ა.შ. თქვენ ბავშვს ისედაც სპაზმი აქვს.

როგორი ფორმის მედიკამენტი შევარჩიოთ?

მედიკამენტის ფორმის (თხევადი, სიროფი, ტაბლეტი, სანთელი) არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტი ხსნარში ან სიროფში მოქმედებს 20-30 წუთის შემდეგ, სანთელი 30-45 წუთის შემდეგ, მაგრამ ეფექტი უფრო ხანგრძლივი აქვს. სანთელი გამოიყენეთ იმ შემთხვევაში, როცა ბავშვს წამლის მიღებაზე გულისრევა ეწყება. უმჯობესია თუ სანთელს ბავშვს დეფექაციის შემდეგ გაუკეთებთ და ღამე გაუკეთეთ.