4 ვიტამინი, რომლებიც შემოდგომის გადატანასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ

2518
4 ვიტამინი, რომლებიც შემოდგომის გადატანასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ
4 ვიტამინი, რომლებიც შემოდგომის გადატანასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ

ვიტამინების და საკვები დანამატების მიღება მოდური ბიოჰაკინგის, ორგანიზმის გონიერი გაჯანსაღების, ნაწილია. მართალია, ბიოჰაკინგის საფუძველს დიაგნოსტიკა უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ბევრი ადამიანი ჭკვიანი ბლოგერების რჩევებს ბრმად მისდევს. ჩვენ ექიმ-ენდოკრინოლოგს ვთხოვეთ დეტალურად მოეყოლა იმ ვიტამინებისა და დანამატების შესახებ, რომელთა ჩართვა შემოდგომის რაციონში სასარგებლოა.

  1. ვიტამინი D – ძვლებისთვის, იმუნიტეტისა და სიმშვიდისთვის

ვიტამინი D – ცხიმში ხსნადი ვიტამინი, უფრო ზუსტად პროჰორმონი. ორგანიზმში რამდენიმე ტრანსფორმაციის შემდეგ აქტიური სტეროიდული ჰორმონი ხდება, რომელიც ძვლების სტრუქტურაზე, იმუნომოდულაციაზე, ნერვული სისტემის განვითარებაზე, სისხლძარღვთა ტონუსის რეგულაციასა და სისხლის წნევის ფორმირებაზე გავლენას ახდენს. D ვიტამინი საჭირო რაოდენობით მიღება აუტოიმუნური დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს, ასევე ონკოპროტექტორული ეფექტი აქვს. ამ ვიტამინის მისაღებად ორგანიზმში მისი რაოდენობის დონის დადგენა არის საჭიროა. ამისთვის სისხლის ანალიზი 25(OH)D  (25-ჰოდროქსი ვიტამინი D, კალციდიოლი) უნდა გაიკეთოთ.

ბოლო პერიოდში D ვიტამინზე ანალიზი ყოველდღიურ რუტინას წარმოადგენს. თითქმის ყველა ლაბორატორიაში კეთდება და ექიმები ამ ვიტამინის დეფიციტს ხშირად ხვდებიან. D ვიტამინის ნორმად ითვლება 30 ნგ / მლ (75 ნმლ / ლ)-ზე მეტი, ოპტიმალურია 40-80 ნგ/მლ.

თუ კვლევის დროს ვიტამინის ნორმალური დონე გამოვლინდა, მისაღები რეკომენდებული დოზაა 1000-4000 სე დღეში. ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში უფრო მაღალ სამკურნალო დოზას უნიშნავენ 1-2 თვის განმავლობაში, შემდეგ კვლავ ანალიზს აკეთებენ და შესაბამის დოზას უნიშნავენ.

მედიკამენტები, რომლებიც D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ გამოიყენება, იყოფა მშობლიურ (ვიგანტოლი, აკვადეტრიმი და სხვადასხვა დიეტური დანამატები) და აქტიური (ალფაკალციდოლი და კალციტრიოლი). უკანასკნელი ჰორმონალური მედიკამენტია, მათი მიღება მხოლოდ სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ ხდება.

ყველა ცხიმხსნადი ვიტამინის (A, E, K, D) აბსორბცია ცხიმის და ცხიმოვანი მჟავის მონაწილეობით ხდება, რომელიც ემულსიფიკაციას უზრუნველყოფს. რაციონში „სასარგებლო“ ცხიმების ნაკლებობის  ნებისმიერი პათოლოგია, რომელიც ნაღვლის მჟავის სინთეზის შემცირებას იწვევს, D ვიტამინის შეწოვას ხელს შეუშლის. სწორედ ამიტომ შეიმუშავეს ვიტამინი D3, რომელსაც ორგანიზმი დიეტის, ღვიძლის მდგომარეობის და ნაღვლის მჟავას სინთეზის მიუხედავად კარგად ითვისებს.

  1. ომეგა – დეპრესიის და კანის სიმშრალის საწინააღმდეგოდ

ომეგა ერთი ცხიმოვანი მჟავა არაა. ფიზიოლოგიური მოთხოვნილება ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის არის დღეში 2 გრ, ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავის კი 8-10 გრ/დღეში. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ომეგა 6 და 3-ის თანაფარდობა. თანამედროვე ადამიანის ჩვეულ რაციონში ეს თანაფარდობა 10-25:1 დიაპაზონში,ოპტიმალურად 5-10:1 ითვლება. შესაბამისად, მთავარი მიზანია არაქიდონური მჟავის (6) შემცირება და ორგანიზმის ალფა-ლინოლენური მჟავით (3) და მის მიერ წარმოებული  ეიკოზაპენტაენური (EPA) და დოკოზაჰექსაენური (DHA) ცხიმოვანი მჟავებით გაჯერება. ომეგა 3-ის რეგულარული მიღება დეპრესიას ამცირებს. როცა დეპრესიით და შფოთვით დატანჯული ადამიანები ომეგა 3-ის მიღებას იწყებს, მათი მდგომარეობა უმჯობესდება.

ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ EPA დეპრესიის საწინააღმდეგოდ ისეთი ეფექტურია, როგორც ანტიდეპრესანტი – ფლოუკსეტინი.

DHA-ს დაბალი დონე მელატონინის (ძილის ჰორმონი) დაბალ დონესთან ასოცირდება. ომეგა 3-ის მიღება ძილის ხანგრძლივობას და ხარისხს აუმჯობესებს. ამცირებს ანთებასთან დაკავშირებული ნივთიერებების წარმოებას. ართრიტით დაავაადებულებს ტკივილი და სახსრების შეშუპება უმცირდებათ, ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტს უფრო ნაკლებად ღებულობენ.

DHA უჯრედული მებრანის ჯანმრთელობაზე არის პასუხისმგებელი, რომლის დახმარებითაც კანი ტენიანი და ელასტიურია. EPA ასევე დადებითად აისახებს კანის დატენიანებაზე. ომეგა 3-ის რეკომენდებული დღიური დოზა სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია, ხშირ შემთხვევაში რეკომენდებულია პროფილაქტიკის მიზნით 1800-დან 3000 მგ-მდე.

  1. მაგნიუმი – უძილობის, სტრესის და წინა მენსტრუაციული სინდრომის წინააღმდეგ

ნებისმიერი სტრესი, როგორც ფსიქოლოგიური (შფოთვა, ნერვიულობა, დეპრესია და ა.შ), ასევე ფიზიკური (ფიზიკური დატვირთვა, მაღალი და დაბალი ტემპერატურა, ტრავმა, ჭრილობა და ა.შ) მაგნიუმის შარდის სახით გამოდევნას იწვევს. მაგნიუმის დეფიციტი, თავის მხრივ, სტრესის და მსგავსი მანკიერი წრის მიმართ მგრძნობელობას ზრდის. მაგნიუმის დეფიციტის დროს სტრესი არტერიულ წნევას ზრდის, ინსულტის და უეცარი სიკვდილის რისკი იზრდება.

მაგნიუმის ნორმალური დონე სტრესისადმი მდგრადობას ხელს უწყობს და სტრესის პათოლოგიურ ეფექტებს ხელს უშლის. პროფილაქტიკის მიზნით, მაგნიუმის მიღების უკვე მე-2 კვირაში ფსიქოვაგეტაციურ სინდრომის დედუქცია, ნერვულ-კუნთუვანი გზების ნორმალიზაცია, განწყობის გაუმჯობესება, გაზრდილი აქტივობა და შრომისუნარიანობა შეინიშნება. პირველ რიგში ყურადღება მაგნიუმის დეფიციტის კლინიკურ მაჩვენებელს უნდა მიაქციოთ.

მაგნიუმს ხშირად ქალურს მიკროელემენტს უწოდებენ. ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება ამ მიკროელემენტების გამოდევნის ზრდასთან არის დაკავშირებული, მაგნიუმის დეფიციტი მენოპაუზის დროს აღინიშნება. მაგნიუმის ორგანული მარილების მიღება წინა მენსტრუაციულ სინდრომს ამცირებს, ორსულ ქალებში კი ნაადრევ მშობიარობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

დეფიციტის აღსადგენად, უპირატესობა მიანიჭეთ მაგნიუმის ორგანულ მარილებს (ლაქტატი, ციტრატი, პიდოლატი) B2 ან B6 ვიტამინთან ერთად. დოზა და მიღების დროს ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

  1. თუთია – იმუნიტეტისთვის

სხეულის გაყინვის დროს უკვე პირველ საათებში ბევრი თუთია იხარჯება და მისი ნორმა 6-8-ჯერ უნდა გაიზარდოს. თუთია თიმუსის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. თიმუსი იმუნური სისტემის მთავარი ელემენტია, რომელიც აწარმოებს T-ლიმფოციტებს, რომლებიც თავის მხრივ ბაქტერიების და ვირუსების გასანადგურებლად აუცილებელია. თუთიის იონები α და γ ინტერფერონების წარმოებას ხელს უწყობენ.

კლინიკური კვლევის მიხედვით, ვირუსის პირველი გამოვლენისთანავე თუთიის ორგანული მარილის (აცეტატი, გლუკონატი, პიკოლინატი)  დღეში მინიმუმ 75 მგ-ის მიღება გაციების ხანგრძლივობას ამცირებს.

თუთიის აცეტატის გამოყენება ტაბლეტის სახით ლორწოვანი გარსში მის ხელმისაწვდომობას ზრდის. თუ პირველი ნიშნებისთანავე მის მიღებას ადეკვატური დოზით (დღეში 80-92მგ) დაიწყებთ და 2-3 კვირა გააგრძელებთ, ვირუსის ხანგრძლივობა შემცირდება 3-ჯერ, ამასთან სისველე ცხვირიდან 34%-ით შემცირება, ცხვირის გაჭედვა 37%-ით, ყელის ღიტინი 33%-ით, ხრიწინი 435-ით, ხველება 46%-ით, კუნთების ტკივილი 54%-ით. C ვიტამინის, თუთიის, ნივრის, გობისცხვირას და ჯენშენის კომბინაციით გრიპის ვირუსის ხანგრძლივობა 4 დღით შემცირდება.